გრეიპფრუტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი უნიკალურია, რადგან დანამდვილებით არავინ იცის, რას წარმოადგენს ეს ხილი. მიიჩნევენ, რომ ის ფორთოხლისა და ნარინჯის ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის შედეგია, მის სამშობლოდ კი ბარბადოსი ითვლება, სადაც ეს ციტრუსი XVIII საუკუნის შუა ხანებში აღმოაჩინეს. გრეიპფრუტის უნიკალური თვისებები და მისი დიეტის ეფექტიანობა სრულყოფილად დღემდე არ არის შესწავლილი. ვიცით, რომ გრეიპფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს, წვავს ცხიმს, თუმცა, ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც. ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიპფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას.


გრეიპფრუტი და ქალები

რამდენიმე წლის წინ
ნაბეჭდ გამოცემებში გაჩნდა ასეთი სათაურები: „გრეიპფრუტი მკერდის კიბოს იწვევს“, „დღეში მეოთხედი გრეიპფრუტიც საკმარისია, რომ ონკოლოგის პაციენტად იქცე“. საბედნიეროდ, გადაისინჯა პირველწყაროები, დეტალურად შეისწავლეს მეცნიერთა დასკვნები და აშკარა გახდა, რომ ამ „საშიში“ სათაურების ავტორებმა ბუზი აქლემად აქციეს. ამერიკაში მართლაც ჩატარდა გამოკვლევა – სამხრეთ კალიფორნიისა და ჰავაის უნივერსიტეტის
მეცნიერთა ჯგუფმა 50 ათასი ქალი გამოიკვლია და დაასკვნა, რომ მას, ვინც დღეში მეოთხედ გრეიპფრუტს მაინც მიირთმევდა, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა სამჯერ მეტი ჰქონდა, ვიდრე მას, ვინც საერთოდ არ ეკარებოდა ამ ციტრუსს. აქ რამდენიმე არსებითი შენიშვნა უნდა გაკეთდეს. ჯერ ერთი, ეს დასკვნა ეხებოდა პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებს. მეორეც, არ ყოფილა გათვალისწინებული რისკის სხვა ფაქტორები – ინსოლაცია (ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ლოს-ანჯელესი და ჰავაია!), მშობიარობა, აბორტები, სხვა გინეკოლოგიური დაავადებები. გარდა ამისა, ესტროგენების ცვლაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ გრეიპფრუტი, არამედ ღვიძლის მდგომარეობაც. მაგალითად, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში გრეიპფრუტის ჭამა ნამდვილად არ ღირს. მოკლედ, კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი...

ასეა თუ ისე, სიფრთხილე არ გვაწყენს. იმედია, შემდგომ გამოკვლევათა შედეგები უფრო სანუგეშო იქნება.


გრეიპფრუტი და წამლები

ამრიგად, გრეიპფრუტის ონკოგენურობაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რაც შეეხება მედიკამენტებთან მის შეუთავსებლობას, ამას დასაბუთება არ სჭირდება. უსიამოვნო მოვლენების სპექტრი პრეპარატზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ და თან გრეიპფრუტის წვენს სვამენ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ ორსულად არიან, ხოლო მას, ვინც ანტიდეპრესანტებს სვამს, დეპრესია დაეუფლოს. ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შესაძლო იყო გრეიპფრუტის წვენთან ამა თუ იმ მედიკამენტის ურთიერთქმედებას გამოეწვია, ჯერ კიდევ XX საუკუნის მიწურულს წერდნენ, მერე და მერე კი ეჭვი გამოკვლევებმაც დაადასტურა. ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სამმართველომ მოითხოვა, შესწავლილ იქნეს ყველა ახალი მედიკამენტის თავსებადობა გრეიპფრუტის წვენთან. ქიმიურ ნივთიერებათა უმეტესობა ღვიძლში გადამუშავდება, რაშიც მთავარ როლს ციტოქრომების ფერმენტული სისტემა ასრულებს. ფურანოკუმარინი – ნივთიერება, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს – ამუხრუჭებს ამ ფერმენტების მუშაობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წამლები სათანადოდ არ გადამუშავდება და არ იხარჯება ქალის სასქესო ჰორმონების სათანადო რაოდენობა. სწორედ ამ უკანასკნელთა სიჭარბეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. უარი ვთქვათ გრეიპფრუტზე? რა თქმა უნდა, არა, სიფრთხილე კი ნამდვილად არ გვაწყენს. გრეიპფრუტის წვენი უნდა დაივიწყოთ, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

  • ანქსიოლიტიკებს (ალპრა ზოლამი, ბუსპირინი, მიდზოლამი, ტრაიზოლამი);
  • ანტიარითმიულ საშუალებებს (ამიოდარონი, კვინიდინი);
  • ანტიბიოტიკებს (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი);
  • ანტიჰისტამინურ საშუალებებს (ფექსოფენატინი);
  • ანტიკოაგულანტებს (ვარფარინი);
  • ანტიეპილეფსიურ საშუალებებს (კარბამაზეპინი);
  • ბეტა-ბლოკატორებს (კარვედილოლი);
  • ჰორმონულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს: კორტიზოლს, ესტრადიოლს, მეთილპრედნიზოლონს, პროგესტერონს, ტესტოსტერონს;
  • იმუნოსუპრესორებს (ციკლოსპორინი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი);
  • ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებს (ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვსტატინი, სიმვასტატინი);
  • ანტიდეპრესანტებს (სერტალინი, ფლუვოსამინი);
  • ქსანთინებს (თეოფილინი);
  • ოპიოიდურ ანალგეტიკებს (ალფენტანილი, ფენტანილი, სუფენტანილი);
  • ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებებს (ამპრენავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, საკვინავირი);
  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს (ინტრაკონაზოლი);
  • ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს (დექსტრომეტორფანი);
  • სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებს (ციკლოფოსფამიდი, ეტოპოსიტი, იფოსამდი, ტამოქსიფენი, ვინბლასტინი, ვინკრისტინი).

გაითვალისწინეთ: ამ მედიკამენტების სასაქონლო დასახელება შესაძლოა განსხვავებული იყოს. გრეიპფრუტის დიეტა ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ გირჩევთ, ჩვენი მითითებები გაითვალისწინოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
გარგარი ძალიან სასარგებლო საკვები პროდუქტია. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალური წყაროა.
ალუჩა ალუჩა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ქლიავისებრი ხეხილოვანი მცენარეა, ჩვენებურად ტკბილ ტყემალს უწოდებენ.
ახალგაზრდა ჭარხალს სხვაგვარად ჭარხლის ფოთლებს ვეძახით. მისი სეზონი ადრეული ზაფხულიდან იწყება. ეს ძირხვენა ძალიან სასარგებლოა.
ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია.
სატაცური ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომელთაც ნორჩი ყლორტების შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად