ფეიხოა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

ფეიხოა

ფეიხოა
ფეიხოას გემო მაყვლის, ანანასისა და მოცხარის ერთგვარი ნარევია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უწინარესად – ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), ასევე – ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვ. მის შემადგენლობაში შედის კატექინები და ლეიკოანტოციანებიც – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.

P ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის წყალობით ფეიხოა ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ვაშლის მჟავას შემცველობის წყალობით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აცხრობს წყურვილს, ხოლო პექტინებს ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს.

გარდა ამისა, რაციონში ფეიხოას ჩართვა სასარგებლოა პიელონეფრიტის
დროს. თუმცა მისი მთავარი ღირსებაა იოდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ნაერთების მაღალი შემცველობა: 100 გრამი 3 მგ იოდს შეიცავს. ეს ელემენტი ასეთი რაოდენობით არც ერთ სხვა მცენარეულ თუ ცხოველურ პროდუქტში არ არის, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის პროფილაქტიკისთვის ფეიხოა აუცილებლად უნდა შევიტანოთ რაციონში. გირჩევთ, საზამთროდ მოიმარაგოთ ფეიხოას
კომპოტი ან ცოცხლად შეინახოთ იგი.


ცოცხალი ფეიხოა ზამთრისთვის

მწიფე ფეიხოა გარეცხეთ, თავი და ბოლო მოაჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ შაქარი თანაფარდობით 1:1-ზე, გადაიღეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში ან სარდაფში.


კომპოტი

500 გრამი ფეიხოა გარეცხეთ, 3-5 წუთით ჩაყარეთ მდუღარე წყალში, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ და ქილებში გაანაწილეთ. დაასხით წინასწარ მომზადებული სიროფი (300 გ შაქარი 2 ლ წყალზე) და გაასტერილეთ. სიტკბო თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ შაქარი მეტი ან ნაკლები გამოიყენოთ.


გემრიელი ჩაროზი - ფეიხოასა და ატმის მარმელადი

საჭიროა:

  • 250 გ ფეიხოა და ამდენივე კურკაგამოცლილი ყვითელი ატამი;
  • 500 გ შაქარი;
  • 1/2 პაკეტი ჟელატინი.

ატამი თხლად დაჭერით სიგრძეზე, მოაყარეთ 250 გ შაქარი და ჟელატინი, დატოვეთ მთელი ღამით. დილით შედგით ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, გზადაგზა დაუმატეთ გათლილი, თხლად დაჭრილი ფეიხოა და დარჩენილი შაქარი. ხარშეთ 2 წუთი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
გარგარი ძალიან სასარგებლო საკვები პროდუქტია. ის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალური წყაროა.
ალუჩა ალუჩა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ქლიავისებრი ხეხილოვანი მცენარეა, ჩვენებურად ტკბილ ტყემალს უწოდებენ.
ახალგაზრდა ჭარხალს სხვაგვარად ჭარხლის ფოთლებს ვეძახით. მისი სეზონი ადრეული ზაფხულიდან იწყება. ეს ძირხვენა ძალიან სასარგებლოა.
ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია.
სატაცური ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომელთაც ნორჩი ყლორტების შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად