მიირთვით დღეში 4-5 მანდარინი. რატომ? - გაეცანით ამ ციტრუსის სასარგებლო თვისებებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიირთვით დღეში 4-5 მანდარინი. რატომ? - გაეცანით ამ ციტრუსის სასარგებლო თვისებებს

ეს ციტრუსი ორგანიზმის ჯანმრთელობის მასტიმულირებელია, აძლიერებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს ღვიძლს, იცავს მას ცხიმოვანი გადაგვარებისაგან, ამაგრებს ძვლებს, სასარგებლოა კანისათვის.

აძლიერებს იმუნიტეტს – მანდარინში შემავალი ასკორბინის მჟავა და სხვა ანტიოქსიდანტები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ორგანიზმს ეხმარებიან გაციებასთან და ინფექციებთან ბრძოლაში, თუ ვირუსით დასნებოვნებული ყოველდღიურად მიირთმევს 4-5 მანდარინს, დაავადება მალევე დაიხევს უკან და ადამიანი სწრაფად გამოჯანმრთელდება.

აჯანსაღებს ღვიძლს – მანდარინი შეიცავს ნივთიერება ნობიტელინს, რომელიც ხელს უშლის ღვიძლში ცხიმის დაგროვებას. მანდარინში შედის კიდევ 2 კომპონენტი, რომელიც აჯანსაღებს ღვიძლის უჯრედებს (ჰეპატოციტებს).

ამაგრებს ძვლებს - ეს ციტრუსი გაჯერებულია მიკროელემენტებით, რომლებიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისათვის, მანდარინს სხვა ციტრუსების მსგავსად მაღალი ბიოშეღწევადობა აქვს ანუ მასში შემავალი საკვები ნივთიერებები კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

სასარგებლოა კანისათვის – გლუვი, ელასტიკური და ჯანმრთელი კანისათვის საჭიროა C ვიტამინი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და ბეტა-კაროტინი, რომელიც უჯრედთა განახლებას (რეგენარციას) ასტიმულირებს. სწორედ ამ ორივე კომპონენტის უხვად შემცველობის გამო კანის ჯანმრთელობისათვის სეზონზე რეგულარულად უნდა მიირთვათ მანდარინი.

თინათინ გოცაძე