სელის თესლის უნიკალური თვისებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

სელის თესლის უნიკალური თვისებები

სელის თესლის უნიკალური თვისებები
ჩრდილოეთის ხალხი ოდითგან ამზადებდა სელის თესლისაგან ფქვილსა და ზეთს, ძველი მესოპოტამიის მცხოვრებლები კი სელის თესლისაგან კუჭისა და ნაწლავების დაავადებათა სამკურნალო წამლებს ამზადებდნენ.

სელის თესლი უნიკალური პროდუქტია არაერთი სასარგებლო თვისების გამო. სელი, საზოგადოდ, ფასობს უჯერი ცხიმოვანი ომეგა-მჟავების უხვად შემცველობის გამო. გარდა ამისა, სელის თესლი მდიდარია ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით - E ვიტამინითა და სხვა ნაერთებით. მასში უხვადაა ასევე A, B1, B2, B6, C და D ვიტამინები, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ორგანული პროტეინები, აქტიური მცენარეული ფერმენტები. სელის თესლი აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, გამოდევნის ორგანიზმიდან
"ცუდ ქოლესტერინს"; მასში 30 %-მდე უჯრედისია, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.

თუ საკვებ რაციონში ჩართავთ სელის თესლსა და ზეთს, მალევე შენიშნავთ თმისა და კანის მდგომარეობის, ასევე, ზოგადი შეგრძნების გაუმჯობესებას. სელის თესლის ფქვილი - აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ფუნქციას. ზეთი დასალევად გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

სელის ზეთი მდიდარია
ქოლინით (B4 ვიტამინით), რომელიც გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ასევე მცენარეული ჰორმონით - ლიგნანით, რომელიც ინფარქტისა და ინსულტის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს სახსრების ელასტიკურობას, ხრტილოვანი ქსოვილის მდგომარეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს ორგანიზმში.

სელის ზეთს რამდენადმე სპეციფიკური გემო აქვს, თუმცა, ის შესანიშნავად ერწყმის ახალ ბოსტნეულს, თევზისა თუ კარტოფილის კერძებს. ზოგი მას ფაფებსაც უმატებს. ამ ზეთის გამოყენება პროდუქტების შესაწვავად არ არის რეკომედებული, რადგან ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს. სელის ზეთი აუცილებლად გრილ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, ბოთლის გახსნიდან არაუმეტეს ერთი თვისა.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
ნივრის სასარგებლო თვისებები სადღეისოდ მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.
მსოფლიოში ყველაზე ძვირი სუნელი - შაფრანი, ანტიდეპრესანტებთან ერთობლიობაში, ეხმარება დეპრესიულ ადამიანებს.
ასკილი C ვიტამინის წყაროა, რითაც ორგანიზმს იცავს ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებისაგან. ლიმონი, რომელიც
კურკუმა აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელია. ის არაერთი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ირანელმა
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გრიპის ვირუსზე ანწლის მოქმედება გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ იგი ხელს უშლის
მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა. საქართველოში ველურად ხარობს მისი რამდენიმე სახეობა:
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად