პოლ-პალა, საოცარი მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოლ-პალა, საოცარი მკურნალი

პოლ-პალაზე დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. იყიდება საშუალო ზომის ნაფქვავი, რომელშიც შედის როგორც ფოთოლი, ასევე ღერო, ფესვი და კალათა. აფთიაქში პოლ-პალას შეძენისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება გამოშვების თარიღს, ვადას, მწარმოებელ ქვეყანას და ხარისხის სერტიფიკატს.

 

სამკურნალო თვისებები

პოლ-პალას ნახარში ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. ის კენჭების დაშლასა და ორგანიზმიდან გამოდევნას განაპირობებს. ამ მცენარის წყალობით თირკმელები სწრაფად და უმტკივნეულოდ იწმინდება და, რაც მთავარია, ფუნქციობის ნორმალურ რიტმს უბრუნდება. პოლ-პალა ორგანიზმში მარილოვანი ცვლის მძლავრი სტიმულატორია. მას ოდითგან იყენებენ პოდაგრის, პოლიართრიტისა და სპონდილოზის სამკურნალოდ (სპონდილოზი წარმოადგენს ხერხემალში მალათაშუა სახსრების დაზიანებით მიმდინარე დეგენერაციულ პროცესს). როგორც მარილების გამომყვანი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, წარმატებით გამოიყენება პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, ცისტიტისა (შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება) და ურეთრიტის (შარდსადენი მილის ლორწოვანი გარსის ანთება) დროს. კარგია პროსტატიტის სამკურნალოდაც.

გარდა ამისა, პოლ-პალა კურნავს ღვიძლს, კუჭს, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, ფიბრომიომების გაწოვას, აქვეითებს სისხლის შედედების ფუნქციას, რითაც აფერხებს სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. პოლ-პალაში რეკორდული ოდენობით არის წარმოდგენილი კალციუმი და კალიუმი, რომლებიც გულის კუნთს "ამაგრებს". პოლ-პალა კეთილის-მყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. კარგი ეფექტი აქვს ბრონქიტისა და ტრაქეიტის მკურნალობისას. გარდა იმისა, რომ აცხრობს ლორწოვანი გარსის ანთებას, სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოთავისუფლებასაც უწყობს ხელს. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. მის ნაყენში დასველებულ საფენებს ფურუნკულებისა და კანის ჩირქოვანი გამონაყარის სამკურნალოდ იყენებენ.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო სითხე

აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს გააჩერეთ წყლის აბაზანაში. შემდეგ ქურიდან გადმოდგით და ამავე აბაზანაში გააჩერეთ. როგორც კი ოდნავ შეგრილდება, გადაწურეთ და კარგად გაწურეთ. მიიღეთ დღეში 2-ჯერ, 1/2 ჭიქა ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, აუცილებლად საწრუპი მილით, რათა კბილების მინანქარი დაიცვათ. სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩატარებისას კვების რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი, ცხარე და მჟავე საკვები. შეგიძლიათ, ნაყენი თერმოსში მოამზადოთ. ერთ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს უნდა დაასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და ერთ საათს გააჩეროთ. ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 2-3-ჯერ, 1/2-1/4 ჭიქა, თბილი, ზემოთ მითითებული წესით. მკურნალობის კურსი, ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე, 10-30 დღეს მოიცავს. შემდეგ რეკომენდებულია 6-თვიანი შესვენება და მეორე კურსის ჩატარება. თითოეული კურსისთვის 50-70 გ ბალახია საჭირო.

დაავადების შორს წასული ფორმის შემთხვევაში ნახარში ან ნაყენი ყოველ სამ საათში უნდა იქნეს მიღებული, საჭიროა სამი კურსის ჩატარება, ხოლო თითოეული კურსისთვის საჭირო იქნება 100 გ პოლ-პალა. მცენარის ნახარში ოყნის სახითაც გამოიყენება. ამისთვის 2 ლიტრ თბილ (38°C) წყალს ამატებენ ერთ ჭიქა ნახარშს. ოყნა  დილით და საღამოს, კვირაში 3-ჯერ უნდა გაიკეთოთ, მომდევნო ერთი კვირა კი შეისვენოთ და ასე გაიმეოროთ სამჯერ. უშუალოდ თბილი ოყნის შემდეგ კეთდება ცივი (18-22°C) ოყნა. სითხის შეკავება სასურველია 10-15 წუთით, ხოლო ღვიძლზე თბილი სათბურის დადებაა რეკომენდებული. პოლ-პალას სამკურნალო კურსის მიღების შემდეგ უმჯობესდება კანის მდგომარეობა.

პოლ-პალას უკუჩვენება არ გააჩნია, თუმცა დაუშვებელია სამკურნალო კურსის დიდხანს გაგრძელება.