კივი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კივი

კივის სამშობლო ჩინეთია. საქართველოში კივის მოშენება საკმაოდ გვიან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც მსოფლიოს მოსახლეობას ეს ხილი კარგა ხნის დაგემოვნებული ჰქონდა. კივი ერთნაირად კარგად ხარობს როგორც შავი ზღვისპირეთში, ისე კახეთში, თუმცა ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ამიტომ იგი დიდი რაოდენობით შემოდის უცხოეთიდან.

კივის რბილობი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ამაგრებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, გვარიდებს გაციებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. კივი ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მისი ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, როგორებიცაა B1, B2, B3, B9, B6, C, E. კივიში C ვიტამინი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ ციტრუსში.

კივი მდიდარია მიკროელემენტებით: რკინით, იოდით, თუთიით, მანგანუმით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით. კივი გამოირჩევა დაბალი კალორიულობით. ის შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალსაც. ხსნის დაღლილობას. ებრძვის დეპრესიას.

დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ კივის მირთმევისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, ეგრეთ წოდებულ ბედნიერების ჰორმონებს.

გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს სისხლის ჩაქცევის რისკს, არეგულირებს წნევას. კალიუმის წყალობით კივი არეგულირებს წყალმარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც დაგიცავთ შეშუპებისგან.

დღეში 1 კივი აგინაზღაურებთ C ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილებას - აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. კივის გამოყენება სასურველია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისას. დიაბეტიანებისთვის კივის მიღება დაშვებულია; შაქარი მასში თითქმის არ არის. კივი სასუნთქი გზების დაავადებებსაც მკურნალობს.

კივის ერთი ჭიქა წვენი ორგანიზმს სიჯანსაღეს უნარჩუნებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს. კივის გამოყენება, ასევე, რეკომენდებულია გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს.

პექტინის ნივთიერებები, რომლებსაც კივი შეიცავს, ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ისინი აჯანმრთელებენ სასარგებლო მიკროფლორას და იწოვენ ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტებს. კივი გამოიყენება ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროსაც.

კივის ხშირად კანგაცლილს ვჭამთ, მაგრამ სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მისი გაფცქვნა საჭირო არ არის. კივის კანი, რბილობთან შედარებით, სამჯერ უფრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვს. ამიტომ, ჯობს, ხილს ბუსუსები დანით გავაცალოთ და კანიანად მივირთვათ.

მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ კივის კანი ისეთ მიკრობებს ანადგურებს, როგორებიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავური ჩხირი.

C ვიტამინის დიდი შემცველობის გამო კივი ალერგიული ხილია. ამიტომ მისი მიღება (განსაკუთრებით - დიდი რაოდენობით) სასურველი არ არის ალერგიული ადამიანებისთვის.

ის, რაც კივიზე არ იცოდით - კანის პრობლემების მკურნალი

კივის სახის ნიღაბს უამრავი დადებითი და განსაკუთრებული თვისება აქვს. ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. კვებავს და აჯანსაღებს მას.

კივი ერთ-ერთი რეკორდსმენია C ვიტამინის შემცველობით. როგორც ცნობილია, C ვიტამინი ყველაზე აქტიურად ეხმარება სხეულს ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და გარეგნული მიმზიდველობის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ კივის დახმარებით სახის კანი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას, სიმკვრივეს და სიხასხასეს.

კივის მკვებავი ნიღაბი:

ნიღბის მოსამზადებლად აიღეთ კარგად დამწიფებული ბანანის ნახევარი და საშუალო ზომის კივი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი. ნარევი გადაინაწილეთ სახეზე, მოარიდეთ თვალებსა და პირს. გაიჩერეთ 10-15 წუთს, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ, წაისვათ ცოტაოდენი დამატენიანებელი ლოსიონი.

აღმდგენი ნიღაბი:

ნარევისთვის დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი მწვანე თიხა (იშოვით აფთიაქში), 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 მწიფე კივი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და ერთგვაროვან მასად აქციეთ. ნარევი სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთს და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. როგორც ყველა შემთხვევაში, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ დამატენიანებელი კრემი.

დამატენიანებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის:

კარგად დამწიფებული კივის ნახევარს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო. მიღებული მასა გასუფთავებულ კანზე წაისვით და საათის მეოთხედის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მათეთრებელი ნიღაბი-სქრაბი კივისგან:

1 გაფცქვნილი კივი ჩანგლით დასრისეთ 1 ჩაის კოვზ საკვებ ყაყაჩოს თესლთან ერთად. მასას დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი. ნაზად, წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ მიღებული მასა სახის კანზე და მსუბუქად შეიზილეთ 1-2 წუთს. გაიჩერეთ 5-7 წუთს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დასასრულს კვლავ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

კივის „ტყემალი“

კივის „ტყემალი“ განსაკუთრებული გემოთი და არომატით გამოირჩევა. მისი მიღება შეიძლება როგორც თევზის, ისე ხორცის კერძებთან.

ინგრედიენტები:

  • წყალი - 250 მლ;
  • ჩილი წიწაკა - გემოვნებით;
  • ნიორი - 1 თავი;
  • ქინძი - 1 დიდი კონა;
  • კივი - 2 კგ;
  • ომბალო - რამდენიმე ღერი;
  • მარილი.

მომზადების წესი:

კივი გათალეთ, მსხვილად დაჭერით (თუნდაც ორად) და გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში. დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ამოურიეთ. კივი უნდა დარბილდეს, მაგრამ ძალიან ნუ მოხარშავთ.

დანაყეთ ან ბლენდერში ფაფასავით დააქუცმაცეთ ნიორი, წიწაკა და ომბალო. დარბილებულ კივის ცალკე გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, გახეხეთ ან ბლენდერით ათქვიფეთ. თესლების მოსაშორებლად საწურში გატარებაც შეიძლება, თუმცა აუცილებელი არ არის. დაამატეთ სანლებლები და მარილი, თუ საჭიროა გაათხელეთ თავისივე წვენით სასურველ კონსისტენციამდე. წამოადუღეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, თან ხშირად ურიეთ, არ მიიწვას.

სოუსი ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიტანეთ სუფრასთან სასურველ კერძთან ერთად.

კივის კოქტეილი, რომელიც ცხიმებს წვავს - შეუდარებელი რეცეპტი წონის დასაკლებად

ეს სასმელი სასიამოვნო გემოსა და მრავალ ვიტამინს ერთდროულად გაზიარებთ, რაც ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 ცალი პატარა კივი;
  • ლიმონის 2 ნაჭერი;
  • 1 კონა ოხრახუში;
  • პიტნის 6 ფოთოლი;
  • 100 მლ. წყალი;
  • 1 ჩ.კ-თაფლი.

მომზადება:

ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ გასუფთავებული კივი და ლიმონის ნაჭრები, დაამატეთ ასევე ოხრახუში და პიტნა; ბოლოს კი დაასხით თაფლი და წყალი;

ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე ერთიანი მასის მიღებამდე.

კივის ჯემი

  • 1 კილოგრამი კივი;
  • 1 ცალი ლიმონი;
  • 1 კილოგრამი შაქარი.

ლიმონი გავჭრათ შუაზე და გამოვწუროთ წვენი.

კივი გავთალოთ, დავჭრათ წვრილად და მოვათავსოთ ბლენდერში.

ავიღოთ მომინანქრებული ქვაბი, ჩავასხათ დაბლენდერებული კივი, დავუმატოთ ლიმონის წვენი, შაქარი, ამოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ვურიოთ ხშირად, რომ ქვაბმა არ მიიკრას.

ჯემი ვადუღოთ მომზადებამდე (სანამ არ მიიღებს მუქ გამჭვირვალე მწვანე ფერს), მომზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).

ჯემი შევინახოთ გრილ და მზისგან დაცულ ადგილას.