კოჭას სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კოჭას სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები

კოჭას სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები
კოჭას სასარგებლო თვისებებს განაპირობებს მასში არსებული ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები. კოჭა შეიცავს: კალციუმს, ალუმინს, ქრომს, რკინას, მაგნიუმს, ნიკოტინის მჟავას, ფოსფორს, კრემნიუმს, კალიუმს, С ვიტამინს, რაც კოჭას სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის შეუცვლელ საშუალებად აქცევს.

ეფექტურია კოჭა ხველებისას. კოჭა ხსნის ყელის ტკივილს, გააჩნია კარგი ამოსახველებელი მოქმედება. გაციების და გრიპის დროს კოჭა შეუცვლელია, ის აქვეითებს სხეულის ტემპერატურას, ათბობს, ზრდის ორგანიზმის ტონუსს და ანიჭებს მას სასიცოცხლო ენერგიას. კოჭა ამყარებს იმუნიტეტს, რაც მნიშვნელოვანია მწვავე რესპირატორული დაავადებების პერიოდში.

კოჭა დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რადგანაც მისი მუდმივად მოხმარებისას
იზრდება მადა, სტიმულირდება საკვების მონელების პროცესი და კუჭის წვენის გამოყოფა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც აღენიშნება კუჭის დაავადებები.

კოჭა აქტიურად გამოიყნება გასახდომად. ის აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რის შედეგადაც ზედმეტი კილოგრამების დაკარგვა ხდება უმტკივნეულოდ და გარედან ჩარევის გარეშე.

კოჭა ასევე სასარგებლოა ორსულობისას - ის
ამცირებს ყველა უსიამოვნო სიმპტომს: ტოქსიკოზს, თავბრუსხვევას, სისუსტეს. თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე. კოჭა უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო თვეებში და ლაქტაციის პერიოდში.

სასიამოვნო გემოსა და მავნე დანამატების არარსებობის გამო კოჭათი მკურნალობა არა მარტო ეფექტური, არამედ სასიამოვნოცაა. კოჭა გამოიყენება თაფლთან, ლიმონთან და შაქართან ერთად, ხოლო სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისგან სასარგებლო მურაბის ან კანფეტის მომზადება.

რადგანაც მცენარე მაინც სამკურნალო საშუალებად ითვლება და მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ვიტამინები და ამინომჟავები, კოჭას გააჩნია უკუჩვენებები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

ცნობილია, რომ კოჭას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული და შემახორცებელი მოქმედება. ძალიან სასარგებლოა კოჭა ქალებისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ზედმეტი წონის მოშორებას ცდილობს.

კოჭა უკუნაჩვენებია კუჭის მწვავე დაავადებების - წყლულისა და გასტრიტის დროს. კოჭას მიღება არასასურველია გულის დაავადებების დროს. შეუზღუდავი რაოდენობით კოჭას მიღებამ შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს, განვითარდეს ალერგიული რეაქცია, გულისრევა, ღებინება. ამ დროს აუცილებელია კოჭას მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან კონსულტაცია.

კოჭა გამოიყენება სახსრების, კუნთების დაჭიმვის მკურნალობისთვის, კიბოს პროფილაქტიკისთვის.

კოჭა შეიძლება გამოვიყენოთ ქერტლის პრობლემის მოსაგვარებლად და თავის თმიანი ნაწილის კანის სამკურნალოდ, იმდენად რამდენადაც ის კარგად მოქმედებს სისხლის მომოქცევაზე, რითაც უმჯობესდება თმის ფოლიკულების ჟანგბადით მომარაგება და კვება, რის შედეგადაც სტიმულირდება თმის ზრდა, განვითარება, უმჯობესდება სტრუქტურა და სიჯანსაღე.

როგორ გამოვიყენოთ კოჭა

სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება კოჭას მხოლოდ ფესვი, რადგანაც სწორედ ის შეიცავს ყველა საკვებ ელემენტსა და ნივთიერებას, რაც ასე აუცილებელია ჯანმრთელობისა და დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

კოჭა შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს ერთი კვირისა.

ფხვნილის ფორმის შეძენისას, საჭიროა მისი წყალში დალბობა. გასათვალისწინებელია, რომ კოჭას ფხვნილი საკმაოდ ცხარეა.

შეიძლება კოჭას წვენის გამოყენებაც. ფესვი გახეხეთ სახეხზე და გამოწურეთ სითხე. შეიძლება მისი სალათების, სოუსების და უშუალოდ სასმელის სახით გამოყენება.

კოჭას ჩაი - კოჭა გათალეთ, დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ ჩაი მზადაა. შეიძლება დავუმატოთ ლიმონი, შაქარი ან თაფლი გემოვნების მიხედვით.

იაპონიაში ფართოდ გამოიყენება სუშის მიღებისას კოჭას მარინადი. 200 გრ კოჭა დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით ბრინჯის ძმარი, მარილი და შაქარი. მიიყვანეთ ნარევი ადუღებამდე და დაასხით მიღებული ხსნარი კოჭას. 6-8 საათის შემდეგ კოჭას მარინადი მზადაა.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოწევა კლავს და არა მხოლოდ თავად მწეველებს, არამედ მათ ირგვლივ მყოფ ხალხსაც.
25-03-2019
არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში.
16-02-2019
რა იწვევს გულძმარვას? გულძმარვის მიზეზი კუჭიდან საყლაპავში მარილმჟავას გადმოსროლაა.
05-09-2018
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გრიპის ვირუსზე ანწლის მოქმედება გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ იგი ხელს უშლის
კუნელი გულის დაავადებათა სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება. სამკურნალო ეფექტი აქვს როგორც მცენარის ყვავილს
ფიტოქიმიური ნივთიერებები კიბოს საპროფილაქტიკოდ და ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ მეტად პოპულარულია,
სელის თესლის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებზე დღეს ბევრი ინფორმაცია ქვეყნდება. ცნობილია, რომ ეს თესლი
დარიჩინი არომატული კერძების, სასმელების, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების სრულფასოვანი კომპონენეტია.
პროფესორი ეილინ მორისი ხალას უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ კაკაო ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად