რა სარგებლობა მოაქვს ლიმონიან წყალს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სარგებლობა მოაქვს ლიმონიან წყალს

ალბათ ბევრს აიტერესებს, რა სარგებლობა მოაქვს მას. უპირველესად - საოცრად აფხიზლებს, მეორე - უამრავი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის, მესამე - არც ისე ძვირი ჯდება და იოლი მოსამზადებელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიეტით შეწუხებულთათვის.

მომზადების წესი

ერთ ჭიქა წყალზე საკმარისია ლიმონის სამი საშუალო სისქის ნაჭერი. შეგიძლიათ გამოწუროთ წვენი ან ნაჭრები მთლიანად ჩაუშვათ წყალში. უმჯობესია ლიმონის ნაჭრები შეჭამოთ და წყალი მერე დააყოლოთ. წყალი აუცილებლად თბილი უნდა იყოს (და არა ცხელი). ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი დილით უნდა დალიოთ, ერთი კი - საღამოს.

სარგებლობა ორგანიზმისთვის

დეტოქსიკაცია - თუ ამ სასმელს რეგულარულად მიირთმევთ, ღვიძლი მადლობელი დაგრჩებათ, რადგან ტოქსინების ნეიტრალიზება-გაუვნებელყოფისთვის ნაკლები მუშაობა მოუწევს;

იმუნური სისტემის აქტივაცია - ლიმონიანი წყალი აუმჯობესებს ლიმფური კვანძების ფუნქციობას და დისკომფორტს უქმნის მიკრობებს;

წონის დაკლება - ლიმონში შემავალი უჯრედისი შიმშილის გრძნობას აქვეითებს, თუმცა არ მოქმედებს ენერგიის წყაროზე, გინდათ თუ არა - წონას დაიკლებთ;

მოძრაობა - ლიმონი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილზე, შესაბამისად, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას;

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - ლიმონის წვენი მნიშვნელოვნად აქვეითებს ანთებითი პროცესების რისკს ორგანიზმში;

გაციების პროფილაქტიკა - თბილი წყალი ერთგვარად ათბობს, ლიმონის წვენი კი ჩ ვიტამინით ავსებს ორგანიზმს, შესაბამისად, ლიმონიანი წყლის დალევით აირიდებთ გაციებას და შეუძლოდ ყოფნას;

კბილების სიჯანსაღე - ლიმონი ებრძვის ღრძილების ანთებას, ამცირებს კბილის ტკივილს, აჯანსაღებს სუნთქვას;

კარგი გუნება-განწყობა - ლიმონის წყალი აქარწყლებს მოწყენილობას და ფანტავს ნაღვლიან ფიქრებს, აუმჯობესებს ძილს;

სუფთა კანი - ლიმონიანი წყალი ებრძვის ნაოჭებსა და მუწუკებს, არ ჩამორჩება ბევრ ძვირად ღირებულ საშუალებას.

ნუ გაგეცინებათ ამ ერთი შეხედვით ძალიან უბრალო სასმელზე - ეს რა ალქიმიური ელექსირიაო; დალიეთ ის დღეში ორჯერ 8 კვირის განმავლობაში და შედეგს თავად დაინახავთ!