როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნამდვილი დარიჩინი და ტოქსიკური კასია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნამდვილი დარიჩინი და ტოქსიკური კასია

ის ასევე ოთახის ნაზი, თბილი და ბუნებრივი არომატიზატორია. გაყიდვაში დარიჩინი გვხვდება ჩხირების, დაფხვნილი, გამხმარი ყვავილების ან კვირტების სახით, რომელიც ჩაის და სხვა სასმელებს ანიჭებს ნაზ, სუფთა არომატს.

როგორ შევარჩიოთ დარიჩინი

გაყიდვაში ყოველთვის როდი გვხვდება ნამდვილი დარიჩინი. მისი ყველაზე სასარგებლო და არომატული სახეობები ინდოეთში, ცეილონის კუნძულზე იზრდება.

ხშირად დარიჩინად ასაღებენ კასიას (ინდონეზიურ დარიჩინს). ეს სხვა ხარისხის ყავისფერი ხის ქერქია, რომელიც კულტივირებს ჩინეთსა და ინდონეზიაში. კასიას გარკვეულწილად სხვა თვისებები გააჩნია, თუმცა ეს სანელებელი 100-ჯერ უფრო მეტ ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დარიჩინი. მაგალითად კუმარინს, რომელიც იწვევს თავის ტკივილს.

როგორ გავარჩიოთ ნამდვილი დარიჩინი

დაფქვილი სახით მაღალხარისხიანი სანელებელი არ იყიდება. კარგი სანელებლის შესაძენად შეამოწმეთ მწარმოებელი ქვეყანა: უპირატესობა მიანიჭეთ ცეილონზე ნაწარმოებ დარიჩინს და არა ჩინურს, ინდონეზიურს ან ვიეტნამურს. ასევე არაა რეკომენდებული გერმანიის, აშშ-ს, ისრაელის წარმოების დარიჩინის შეძენა. ამ ქვეყნებში არაა გამართული ადგილობრივი წარმოება და ცეილონიდან დარიჩინის რეალიზაციასაც არ ახდენენ.

ნამდვილი დარიჩინის ფასი მაღალია. შეფუთვაზე უნდა იყოს აღნიშვნა «Cinnamomum zeylonicum». კასიას მარკირება ზოგჯერ ასეთია «Cinnamomum aromaticum».

ნამდვილი დარიჩინის სუნი უფრო რბილი, თბილი, ტკბილი და კეთილშობილია. კასია უფრო სუსტი, უხეში და მწკლარტე არომატისაა.

მაღალი ხარისხის დარიჩინის ჩხირებს გააჩნია ნაზი, ერთგვაროვანი ღია-ყავისფერი შეფერილობა. კასიის შიგნითა და გარეთა ზედაპირის ფერი განსხვავებულია და გააჩნია მოწითალო-მურა ან მორუხო-ყავისფერი ელფერი.

დარიჩინის ხის ნაჭერი უფრო თხელი და ქაღალდის ფურცლის სისქისაა. დარიჩინი ადვილად იფხვნება, გამოირჩევა მტვრევადობით. კასია უფრო მაგარი, სქელი (3-10მმ), უხეშია და იმტვრევა ბოჭკოებად.

სანელებლის ხარისხის შემოწმება სახლშიც შეგვიძლია. ამისათვის, დარიჩინის ჩხირზე ან ფხვნილზე დააწვეთეთ იოდი. კასია ამგვარი მოქმედებით გახდება მუქი ლურჯი, ხოლო ნამდვილი დარიჩინი მსუბუქ ლურჯ ელფერს მიიღებს.

როგორ შევინახოთ დარიჩინი

სანელებელი უნდა შვინახოთ ჰერმეტულ შეფუთვაში არა უმეტეს 20°С ტემპერატურისა 70% ტენიანობის პირობებში. სჯობს შევიძინოთ დარიჩინის ჩხირები და გამოყენების წინ დავფქვათ.

ჩხირები სასარგებლო თვისებებს 12 თვის განმავლობაში ინარჩუნებს. დაფქვილი დარიჩინის ვარგისიანობის ვადა ნახევარი წელია.

სასარგებლო თვისებები

დარიჩინი ასტიმულირებს, ძალებს მატებს, განწყობას აუმჯობესებს, გამოჰყავს დეპრესიიდან, აუმჯობესებს მეხსიერებას, კოორდინაციასა და ყურადღების კონცენტრაციას.

ის აუმჯობესებს სითხის ცირკულაციას და ათხელებს სისხლს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს ღვიძლისა და ნაღველმდენ სისტემას. დარიჩინი გამოიყენება გულის გასაჯანსაღებლად, ინსულტისა და გულის შეტევების თავიდან ასაცილებლად.

მასში შემავალი ნატურალური ტკივილგამაყუჩებელი - ეუგენოლი დარიჩინს ანიჭებს ჭრილობების შემახორცებელ და კანის დაავადებების სამკურნალო უნარს. დარიჩინი სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს, ამიტომ დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ კერძებში შეიძლება მისი გამოყენება. არომატული სანელებელი კარგი ანტისეპტიკია, მისი ფხვნილი გამოიყენება ზოგიერთი შარდსასქესო დაავადების და კანდიდოზის სამკურნალოდ.

დარიჩინი ხსნის სურდოს, მშრალ და სველ ხველს, გამოჰყავს ცხვირიდან ლორწო, ამცირებს წიაღებში შეგუბებასა და გაჭედილობას. იგი შეიძლება გამოვიყენოთ ყელის, გაციებისას თავის ტკივილის დროს, გრიპისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.

დიდი რაოდენობით დარიჩინი იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას. ეს სუნელი გვეხმარება მშობიარობისშემდოგომ პერიოდში აღდგენაში და ზრდის რძის მოდინებას. ეს ტრადიციული ინდური საშუალებაა განმეორებითი ორსულობის რისკის შესამცირებლად მშობიარობის შემდეგ 20 თვემდე.

დარიჩინი ამსუბუქებს კუნთურ სპაზმებს, ხსნის ჭვალს, გვეხმარება ნევრასთენიისას, ამსუბუქებს მონელებას, ხელს უშლის გაზების დაგროვებას, ხელს უწყობს წონის ნორმალიზაციას. წონის დასაკლებად დარიჩინის გამოყენება რეკომენდებულია კოჭასთან ერთად. იგი აწესრიგებს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აქვეითებს მადას.

თაფლთან კომბინაციაში დარიჩინი მაქსიმალურად ავლენს თავის სასარგებლო თვისებებს.

გაციების, ხველების და სასუნთქი გზების გაჭედილობის დროს 1 წილი დარიჩინი შეურიეთ 2 წილ თაფლს.

შეურიეთ 4 წილი თაფლი და 1 წილი დარიჩინი - შესანიშნავი ნატურალური ნიღაბი კანის გამონაყარის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები: დარიჩინის მიღება არ შეიძლება სისხლდენის, ეპილეფსიის, ნერვული გამოფიტვის, მომატებული არტერიული წნევისას. დარიჩინი კატეგორიულად არ შეიძლება ორსულებისთვის.

დარიჩინის გამოყენების წესი:

დარიჩინის ჩხირები უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დაიფქვას. მსუბუქად მოწვით მშრალ ან ცხიმიან ტაფაზე და დაფქვით ყავის საფქვავში ან ქვასანაყში. ამის შემდეგ გამოიყენეთ კერძსა თუ სასმელში.

ცხელ კერძებში დარიჩინი დაუმატეთ დამზადებამდე 7-10 წუთით ადრე. ცივ კერძებში კი სუფრაზე მიტანის წინ.

ტკბილი, თბილი გემო და არომატი დარიჩინის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა - მურაბებში, ჯემებში, კომპოტებში, ლიქიორებში, პუნშში, ყავის, ჩაის, შოკოლადის სასმელებში, ტკბილ ფლავში, ჟელეში, მუსში, ნამცხვრებში, ხაჭოს პასტებში. ეს სუნელი ძალიან აგემრიელებს სტაფილოს, კომბოსტოს, სიმინდის, კიტრის, ისპანახის, კომშის, მსხლის, ბოსტნეულის გარნირებსა და მარინადებს, სალათებს.

1 ჭიქა კეფირს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი. ეს სასმელი სასარგებლოა საკვების მონელებისთვის და ხელს უწყობს გახდომას.

ლალი ჩხიკვაძე