სამკურნალო მცენარეები

კაკაო ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობას საგრძნობლად ზრდის

კაკაო ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობას საგრძნობლად ზრდის
პროფესორი ეილინ მორისი ხალას უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ კაკაო ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების იდეალური კომპონენტია. ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კაკაოს შემცველი პრეპარატები უკეთ ებრძვიან ხველას.

კვლევაში მონაწილეობდა 163 პაციენტი. საბოლოო შედეგები 12 თვეში გამოქვეყნდება; ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ კაკაოს შემცველი პრეპარატები ორჯერ ამცირებს ხველის სიხშირეს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. საკონტროლო ჯგუფის წევრებთან შედარებით, საკვლევი პირებიდან გაცილებით მეტი წყვეტდა მკურნალობას ვადაზე ადრე, ხველის სრულად აღმოფხვრის გამო.

კაკაოს დამაწყნარებელი ეფექტი აქვს. ეს კომპონენტი მედიკამენტებს უფრო მეტად წებოვანს ხდის, გაცილებით უკეთ ფარავს ნერვულ
დაბოლოებებს ყელში, რომლებიც ხველის შეტევასთანაა კავშირში, გარდა ამისა, კაკაო სხვა კომპონენტებს (დიფენჰიდრამინს, ლევომენთოლს, ამონიუმის ქლორიდს) უადვილებს მოქმედებას ("მუშაობას").
საყურადრებოა, რომ უკვე კარგა ხანია ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა მიერ ნაჩვენებია: თეობრომინი - კაკაოში შემავალი ალკალოიდი, უკეთ აწყნარებს ხველას, ვიდრე კოდეინი.

თინათინ გოცაძე



ტეგები: ხველა კაკაო
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის პირველადი კერაც ფილტვშია.
05-12-2018
მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.
05-12-2018
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
20-02-2019