3 სასმელი, რომლებიც ღვიძლს წმენდს და ცხიმებს შლის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

3 სასმელი, რომლებიც ღვიძლს წმენდს და ცხიმებს შლის

3 სასმელი, რომლებიც ღვიძლს წმენდს და ცხიმებს შლის
ორგანიზმს დიდი დატვირთვა ადგება საკვების მონელების პროცესში, განსაკუთრებით - თუ ადამიანი არაჯანსაღი საკვებით იკვებება და სწრაფი კვების ობიექტებზე უყვარს დანაყრება. ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც ასეთ დროს ყველაზე მეტად „იტანჯება“. ამიტომაც პერიოდულად სასარგებლოა დეტოქსიკაცია. ორგანიზმის გაწმენდა ეხმარება ღვიძლის ეფექტურ ფუნქციობას.

თუ ღვიძლი არასათანადოდ ფუნქციობს, ეს ნეგატიურად აისახება სხვა ორგანოთა მუშაობაზე და დროთა განმავლობაში სხვადასხვა დარღვევასა და დაავადებას აძლევს დასაბამს.

გთავაზობთ სამ სასმელს, რომლებიც წმენდს ღვიძლს და შლის ცხიმებს, გამოაქვს წიდები ორგანიზმიდან.

1) „ნაირფერი სასმელი“

აიღეთ:

  • ნახევარი ლიმონი;
  • ერთი ბულგარული წიწაკა;
  • ერთი ვაშლი;
  • ერთი კიტრი.

ამ
ინგრედიენტებისაგან გამოწურეთ წვენი და აუცილებლად ახალგაწურული სახით დალიეთ, რათა ანტიოქსიდანტებმა მაქსიმალურად შეძლონ მოქმედება. თუ ასეთ წვენს ყოვედღიურად დღეში 2-3-ჯერ მიირთმევთ, თქვენი ღვიძლი გაიწმინდება, ორგანიზმიც ტოქსინებისგან გათავისუფლდება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ საგრძნობლად გამოსწორდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და სიმხნევე მოგემატებათ.

2) მწვანე ჩაი ციტრუსის არომატით

აიღეთ:

  • ერთი ლიმონი;
  • ერთი ბანანი;
  • ნახევარი ჭიქა მწვანე ჩაი (ცივი).

მწვანე ჩაის ექსტრაქტი (ეპიკატეხინ გალატი) ძალზე სწრაფად წმენდს ორგანიზმს. დამატებული კომპონენტები კი ეხმარება მას ეფექტურ მოქმედებაში.

3) ღვიძლის გამწმენდი სასმელი კურკუმათი


აიღეთ:

  • ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი;
  • ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა;
  • ცოტაოდენი კოჭა (იგივე ჯანჯაფილი);
  • ერთი ლიმონის წვენი.

ეს სასმელი უნიკალურად წმენდს ღვიძლს, ნაწლავებს ათავისუფლებს ტოქსინებისაგან, ასევე აფერხებს კენჭების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში.

გახსოვდეთ, ჯანმრთელ ღვიძლზე ბევრი რამ არის ორგანიზმში დამოკიდებული! რეგულარულად ივარჯიშეთ, სწორად იკვებეთ და აუცილებლად ჯანმრთელი იქნებით!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გაზიანი სასმელები ხელს უწყობს სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, აქვეითებს ინსულინისადმი
11-10-2019
4Hospitals, რომელიც წარმოადგენს კლინიკებისთვის სამედიცინო პროდუქციის და პრემიუმ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას,
27-05-2019
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
24-05-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სატაცური ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომელთაც ნორჩი ყლორტების შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ.
ისპანახს საოცარ მცენარეს და მწვანე დოპინგს უწოდებენ. ის აქვეითებს ცხიმიანი და ტკბილი საკვებისადმი ლტოლვას, ზრდის კუნთების ძალასა და მოცულობას.
სპეციალისტები გვირჩევენ სეზონზე აუცილებლად მივირთვათ დღეში 4-5 მანდარინი.
გრეიპფრუტი უნიკალურია, რადგან დანამდვილებით არავინ იცის, რას წარმოადგენს ეს ხილი.
ნივრის სასარგებლო თვისებები სადღეისოდ მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად