La Vie en Rose Muse bra - მეტი, ვიდრე ბიუსტჰალტერი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
La Vie en Rose Muse bra - მეტი, ვიდრე ბიუსტჰალტერი
La Vie en Rose Muse bra - მეტი, ვიდრე ბიუსტჰალტერი
2010 წელს - La Vie en Rose შეუერთდა მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქალებს, რომლებსაც შეეხო ეს პრობლემა.
გამოუშვა სპეციალური პროდუქტი - დაპატენტებული პოსტ-მასტექტომიური ბიუსტჰალტერი, რომელიც წარმატებით გამოვიდა გაყიდვაში მთელს მსოფლიოში.

mkurnali.ge

პროდუქტის შექმნაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდა მკერდის სიმსივნის სპეციალისტთა პროფესიონალური გუნდი, მონაწილეობას იღებდნენ ყოფილი პაციენტებიც, რომელთა რჩევების გათვალისწინებით მოხდა პირველი მასტექტომიური ბიუსტჰალტერების კოლექციის შექმნა, რომელიც წარმატებით გაიყიდა კანადის მთავარ სავაჭრო ცენტრებში.

La Vie en Rose Muse bra არა მხოლოდ პროთეზისა და სხვა პოსტ-მასტექტომური მსგავსი პროდუქტის კარგი
ალტერნატივაა,

არამედ განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ქალებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მკურნალობენ და პროცედურების შედეგად მათი მკერდის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად მომატებულია.


ბრეტი და კაროლაინი, შთამაგონებელი მოდელები

გაიცანით ჩვენი LA VIE EN ROSE MUSE BRA კოლექციის სახეები.

შვიდი წლის შემდეგ, La Vie en Rose სიამაყით წარმოგიდგენთ სპეციალური კოლექციის ბრენდ-ამბასადორებსა
და მოდელებს - ბრეტსა და კაროლაინს.

ბრენდს სურს, ქალბატონებმა თავად აირჩიონ სასურველი პროდუქტი, შესაბამისად, La Vie en Rose პირველია, რომელიც მოდელებად ირჩევს ქალბატონებს, რომლებსაც თავად გადაუტანიათ მასტექტომიური ოპერაცია.

mkurnali.geბრეტი 29 წლის იყო როედსაც პირველად შეიტყო მისი მკერდის სიმსივნის დიაგნოზის შესახებ და გადაწყვიტა მასტექტომიური ოპერაციის გაკეთება.

ახლა უკვე დედა არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპერაციის შემდეგ საკმაოდ მძიმე პერიოდი გაიარა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკარგა თავდაჯერებულობა. ბრეტს ყოველთვის უყვარდა ლამაზი და ელეგანტური თეთრეული და მისთვის საკმაოდ ძნელი იყო ეპოვნა შესაბამისი პოსტ-მასტექტომიური ბიუსტჰალტერის მოდელები სანამ არ აღმოაჩენდა La Vie en Rose Muse bra-ს.

როგორც ბრენდ-ამბასადორი, ის მოუწოდებს ყველა ქალს, რეგულარულად ჩაიტარონ მკერდის გამოკვლევა. თუ მათ სჭირდებათ სპეციალური თეთრეული, აირჩიონ La Vie en Rose Muse bra. ბრეტისთვის ამ პროდუქტის აღმოჩენა მისი გამოჯანმრთელების გზაზე გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ შეგიძლია პოსტ-მასტექტომიური ბიუსტჰალტერი შეიძინო თეთრეულის მაღაზიაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი გიბრუნებს ნორმალური ცხოვრების განცდას."

კაროლაინს მოუწია მარცხენა მკერდის მოკვეთა სიმსივნის დასამარცხებლად.

დღეს ის ჯანმრთელია, ახდენს იმ ქალების მოტივაციას, რომლებიც ამ დაავადებას ებრძვიან. ის კვებეკის მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მოხალისე La Vie en Rose Muse-ს ბრენდ-ამბასადორი და მოდელია.

ყოველივე ზემთქმულის გარდა კაროლაინი ენერგიული ქალბატონია, ამაყობს თავისი სხეულით, რომელიც მისი განვლილი გზისა და სიძლიერის ამსახველია.

mkurnali.ge

“მიუხედავად მძიმე გამოცდილებისა, მე მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების,
ყველა სირთულის, რომელიც მან მომიტანა და არასდროს მიფიქრია
მიმემართა პლასტიკური ქირურგიისთვის. მე კომფორტულად ვგრძნობ ჩემს სხეულში თავს,
ისეთივე ქალურად, როგორც ადრე.”

სილამაზე, კომფორტი, თავდაჯერებულობა.

ყველაფერი დაიწყო ლოიალური მომხმარებლისგან, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მასტექტომიური ოპერაცია და ვერ პოულობდა შესაფერისი თეთრეულის ესთეტიკის ბიუსტჰალტერს. ამ ამბით შთაგონებულმა La Vie en Rose-მა მასთან მუშაობით შექმნა პოსტ-მასტექტომიურუ ბუსტჰალტერი, რომელიც ერთდროულად არის ხელმისაწვდომი, კომფორტყლი, ფუნქციონალური და ლამაზი, რითაც ქალებს მისცა საშუალება დაებრუნებინათ თავდაჯერებულობა.



  • ინოვაციური ფიგურა მაკორექტირებელი ბალიშებით და გელის შემადგენლობით იმისათვის, რომ შემატოს მოცულობა და უზრუნველყოს ბუნებრივი შეგრძნება.
  • ბრეტელები განთავსებულია მკერდის ცენტრთან ახლოს, რათა შექმნას ბუნებრივი ვიზუალი.
  • უნაზესი მიკრო ბოჭკოვანი ქსოვილი შექმნილია კანის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად.
  • ბიუსჰალტერის ცენტრში მაქმანის დეტალი ფარავს მკურნალობის შედეგად დატოვებულ იარებს.
  • ბიუსჰალტერის გარშემოწერილობის დაბალი ჭრილი ამცირებს დისკომფორტს მკლავის ქვემოთ.
  • საუკეთესო ბიუსჰალერი სილუეტის ბალანსისათვის.

ორი მოდელის ბიუსტჰალტერი ხელმისაწვდომია ყოველდღიურ ფერებში. განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ ნებისმიერი სახის მასტექტომიური პერაცია ან აქვთ მკერდის მომატებული მგრძნობელობა მკერდის სიმსივნის მკურნალობის პროცედურების გამო. La Vie en Rose-ის ექსკლუზიურ და დაპატენტებულ მოდელს ინოვაციური მასალის მოხსნადი ბალიშები აქვს. ბალიშების ქვედა მხარე შევსებულია გელით, რომელიც აძლევს მათ სიმძიმეს და ნატურალურ ფორმას მოძრაობისას, ზედა მხარე კი შევსებულია მსუბუქი მიკროფიბრით იდეალური მორგებისთვის. La Vie en Rose Muse bra-ს ბიუსტჰალტერები არის ბევრად მსუბუქი და შეუდარებლად კომფორტული, ვიდრე ბაზარზე არსებული პროთეზები.

პოსტ-მასტექტომიური ბიუსტჰალტერების შეძენა შესაძლებელია მაღაზიაში

La Vie En Rose თბილისი მოლში

R
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.99
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.99
მსგავსი სიახლეები
სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება უმეტესწილად ხდება მას შემდეგ, რაც კიბო ორგანიზმში გავრცელდება. სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა მნიშვნელოვანი ეტაპია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის.
24-02-2018
17 დეკემბერი 2018
ზამთარში წონის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას განმარტებით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დაბალანსებისა და საზოგადოდ ჯანმრთელობისათვის მეტად
სტრესი სამსახურში, ფინანსური პრობლემები, არასტაბილურობა - ეს ყველაფერი ხშირად ადამიანების ემოციურ
ორგანიზმს დიდი დატვირთვა ადგება საკვების მონელების პროცესში, განსაკუთრებით - თუ ადამიანი არაჯანსაღი საკვებით
არტერიული ჰიპერტენზია საშიშია სწორედ თანმხლებ გართულებათა გამო, რომლებიც არცთუ იშვიათად ფატალურია.
ბაბუაწვერა (იგივე ბურბუშელა) ღვიძლისთვის მეტად სასარგებლო და საზოგადოდ მეტად უსაფრთხო მცენარეა.
მოგეხსენებათ, ძველი ბერძნებისა და რომაელებისათვის დაფნის ფოთოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
17 დეკემბერი 2018
ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება.
სპეციალისტთა განცხადებით, თაფლის რეგულარულად მიღება ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს.
მკურნალი გე-ს რედაქტორი,თამარ მამაცაშვილი გვირჩევს, გავეცნოთ ამ ინფორმაციას ერთი შეხედვით უვნებელი ინფექციის შესახებ:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჟუჟანა ჯაკაბის განცხადებით,