ევკალიპტი - “ტყეთა ალმასი” - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ევკალიპტი - “ტყეთა ალმასი”

ევკალიპტი - “ტყეთა ალმასი”
ევკალიპტი 50-70მ სიმაღლის სწრაფად მზარდი მარადმწვანე მცენარეა (ყველაზე მაღალი ევკალიპტი მსოფლიოში 155 მ-ს აღწევს). მისი სამშობლო - ავსტრალიაა (ტასმანიის კუნძული), თუმცა ის არაერთი ქვეყნის ნოტიო სუბტროპიკულ ზონაშია კულტივირებული. დიდ ფართობებს მოიცავს ის კავკასიაში შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, აჭარასა და აფხაზეთში.

ავსტრალიაში ევკალიპტს “ტყეთა ალმასს”, “სიცოცხლისა და სასწაულებათა ხეს” უწოდებენ. მცენარე მძლავრი ფესვთა სისტემითა და მტკიცე მერქნით გამოირჩევა. ევკალიპტი ბერძნულად ნიშნავს “კარგად დაბურულს” (“ევ” - კარგი, “კალიპტუე” - დაბურული, დახურული). მცენარის ღეროსა და ტოტების მერქანი გლუვია, მოთეთრო-მორუხო ფერის, გარეთა შრე ადვილად
იქერცლება. ახალგაზრდა და ასაკოვანი მცენარის ფოთლები განსხვავდება არა მხოლოდ ფერით, არამედ ფორმითა და სისქით. ევკალიპტი სიცოცხლის მესამე წლიდან, შემოდგომობით ყვავილობს. ეთერზეთის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მისი ფოთლები განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა.

სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება სწორედ მცენარის ფოთლები, რომელთაგანაც ეთეროვან ზეთს იღებენ. ფოთლებს წლის თბილი სეზონის ნებისმიერ
პერიოდში კრეფენ, თუმცა ხარისხის თვალსაზრისით საუკეთესო შემოდგომით დაკრეფილი ფოთოლია. შეგროვილ ფოთლებს ჰაერზე აშრობენ (არა უმეტეს 13% ტენიანობისა). ევკალიპტის ეთერზეთის ძირითადი შემადგენელი კომპონენტია ცინეოლი (80%), რომელიც კარგად იხსნება ცივ წყალში. ზეთის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პინენი, მირტენოლი, გლობულოლი, პინოკარვონი, ეიდესმალი, სხვადასხვა ალდეჰიდები, ეთილის, იზობუთილისა და სხვა სპირტები. გარდა ამისა, მცენარის ფოთლებსა და მერქანში დიდი რაოდენობითაა სათრიმლავი ნივთიერებები.


ევკალიპტის ზეთი


ევკალიპტის ზეთი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ბრონქიტის, პნევმონიის, ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. წარმატებით იყენებდნენ მას აგრეთვე ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად. ევკალიპტის პრეპარატებს კარგი ეფექტი აქვთ ქუნთრუშას, დიფტერიის, პარაზიტული დაავადებების სამკურნალოდ.

სამედიცინო დაკვირვებებითა და სხვადასხვა გამოკვლევით დადგენილია, რომ ევკალიპტის ზეთი ნაკლებტოქსიკურია, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ აღიზიანებს თირკმელების ეპითელიუმს. ფარმაცევტული წარმოება უშვებს ევკალიპტის ზეთს, რომელიც ინჰალაციებისთვის გამოიყენება (მისი 10-20 წვეთი უნდა ჩააწვეთოთ ერთ ჭიქა წყალში). პირდაპირი ჩვენებაა ის ოსტეომიელიტის (ძვლის ტვინის ანთება), კარბუნკულის (კანის შიგნითა ფენისა და კანქვეშა უჯრედისის ჩირქოვანი ანთება), საშვილოსნოს ყელის ეროზიებისა და წყლულების დროს. ევკალიპტის ზეთი შედის ჭრილობათა შეხორცებისათვის განკუთვნილი მრავალი სამკურნალო მალამოს შემადგენლობაში, მისგან მზადდება საწუწნი აბები და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგიერთ ქვეყანაში კი მწერების საწინააღმდეგო საშუალებები.


* * *
თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ფოთლების ნახარში, ასევე ნაყენი.


ევკალიპტის ფოთლების ნახარში

მას შემდეგი წესით ამზადებენ: ფოთლებს აქუცმაცებენ დაახლოებით 5 მმ ზომის ნაწილებად, ასხამენ მდუღარე წყალს (შეფარდებით 10-15 გრამი 200 მლ წყალზე), 3-4 წუთის განმავლობაში ადუღებენ ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, ცოტა ხნით აყოვნებენ და შემდეგ გადაწურავენ დოლბანდით. დიდი ხნით დაყენების დროს წარმოქმნილი ნალექი უხარისხობის მაჩვენებელი არ არის. გამოყენების წინ აუცილებელია სითხის შენჯღრევა. ნახარში თბილი უნდა მიიღოთ დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ, 1/4 ჭიქის მოცულობით.

ევკალიპტის ნახარშით რეკომენდებულია ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობა. კანი ჭრილობის გარშემო 15%-იან ნახარშში დასველებული ტამპონით უნდა დაამუშაოთ (ერთი სადილის კოვზი ნახარში ერთ ჭიქა წყალზე). აღნიშნული კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება აგრეთვე ჩირქოვანი მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთება), ტროფიკული წყლულების, აბსცესის (შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება), ქრონიკული და მწვავე ოსტეომიელიტის (ძვლის ტვინის ანთება) სამკურნალოდ; გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს შესასხურებლად, ზემო სასუნთქი გზების დაავადებათა დროს ინჰალაციების სახით. ევკალიპტის კომპონენტთა გავლენით ინჰალაციების შედეგად ფართოვდება ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვები. ნახარშს ამავე დროს აქვს ადგილობრივად მადეზინფიცირებელი მოქმედება, რის გამოც მას ხშირ-ხშირად (დღე-ღამეში რამდენჯერმე) მიმართავენ ანგინის - ხახის ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალოდ.


ევკალიპტის ფოთლების ნაყენი

რეკომენდებულია სავლების სახით პირის ღრუსა და ხახის პათოლოგიების დროს, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში, კანის ჩირქოვანი დაზიანებების დროს. მაღალი ეფექტურობა განპირობებულია მასში ცინეოლის მაღალი შემცველობით.

მომზადების წესი: 2 ჩაის კოვზ ფოთოლს დაასხით 200 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, 1-2 წუთით გააჩერეთ (ფაქტობრივად ორიოდე წუთს მოუწევს დუღილი), გადმოდგით, გააცივეთ და შემდეგ გადაწურეთ.


სპირტიანი ნაყენი

გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით. იყენებენ როგორც ინჰალაციის სახით (10-20 წვეთი ერთ ჭიქა წყალზე), ასევე ჭამის შემდეგ მისაღებად დღეში 3-ჯერ 15-20 წვეთის ოდენობით.

მომზადების წესი: 70%-იანი სპირტის შეფარდება ევკალიპტის ფოთოლთან უნდა იყოს 5:1. მინის ჭურჭელში ნაყენი 10-14 დღე უნდა გააჩეროთ და შემდეგ გადაწუროთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
კოჭას სასარგებლო თვისებებს განაპირობებს მასში არსებული ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები.
დარიჩინი არომატული კერძების, სასმელების, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების სრულფასოვანი კომპონენეტია.
პროფესორი ეილინ მორისი ხალას უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ კაკაო ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების
მკვლევარებმა კოჭას ფესვზე ყურადღება გაამახვილეს, როგორც ჰიპერტონიითა და დიაბეტით დაავადებულთათვის
ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დაბალანსებისა და საზოგადოდ ჯანმრთელობისათვის მეტად
სტრესი სამსახურში, ფინანსური პრობლემები, არასტაბილურობა - ეს ყველაფერი ხშირად ადამიანების ემოციურ
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება