სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

სამკურნალო მცენარეები

მაიას ტომის ინდიელებს პომიდორი შხამიან მცენარედ მიაჩნდათ, დღეს კი ეს ბოსტნეული კულინართა ფავორიტია: მიირთმევენ უმს, მოშუშულს, ამჟავებენ, ამწნილებენ, მისგან ამზადებენ პასტას, სუპს, წვენს, საწებელს, ხოლო იაპონურ რესტორნებში დაშაქრულსაც მოგართმევენ დესერტად მწვანე ჩაისთან ერთად. პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის - შაქარს - 50%, ორგანულ მჟავებს - 3,5-8,5%, ცელულოზას - 0,87-1,7%, პექტინებს - 0,13-0,23%, აგრეთვე ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას (ეს ელემენტი პომიდორში უფრო მეტია, ვიდრე ქათმის ხორცში), სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინს და სხვა.
ია გაზაფხულის ნაზი, მოკრძალებული ყვავილია. ამ მშვენიერ ყვავილს ღირსეული ადგილი უკავია მრავალი მოყვარული მეყვავილის კოლექციებში. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ შინაურ პირობებში ვახარებთ არა იებს, არამედ სენპოლიებს, უფრო სწორად, მათ ერთ-ერთ ჯიშს - უზამბარულ იას. საკუთრივ ია ნაზი, სასიამოვნო შეფერილობისა და სურნელის მქონე ბალახოვანი მცენარეა. იისებრთა ოჯახს მიეკუთვნება სამფერა იაც. როდესაც პარმის იებზე საუბრობენ, სწორედ ამ ყვავილებს გულისხმობენ. ფანჯრის რაფაზე მათი მოშენება საკმაოდ ძნელია. სენპოლიის სამშობლო აფრიკა, უზამბარის მთებია. ბუნებრივი უზამბარული ია ყვავილებისა და ფოთლების მრავალფეროვანი ფორმითა და შეფერილობით გამოირჩევა. გამოყვანილია მისი უამრავი სახეობა. იების კლასიფიკაციასაც უწინარესად სწორედ ყვავილების შეფერილობისა და ფორმის, აგრეთვე ყვავილის ტიპის მიხედვით ახდენენ.
გვირილა ყვავილთა სამეფოს კონკიაა - გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ლათინური სახელი მატრიხ გვირილას იმის გამო ეწოდა, რომ უამრავ ქალურ პრობლემას შველოდა. ავიცენა გვირილას დაუძლურების დროს უცვლელ საშუალებად მიიჩნევდა. გვირილას თანაბარი სიხშირით იყენებენ როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
რეკომენდებული ექიმები
ლეღვი უძველესი კულტურაა. მისი სამშობლოა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დღეს ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. განსაკუთრებით გავრცელებულია თურქეთში, ალჟირსა და კალიფორნიაში. მისი მრავალი სახეობით მდიდარია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასევე ფართოდ არის გავრცელებული თურქმენეთში, დაღესტანსა და ყაზახეთში, ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში.მცენარე ჯიშების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (400-მდე სახეობა). ნაყოფი განსხვავებულია ზომით (პატარა, საშუალო და დიდი), ფორმით (მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, წაგრძელებული), ფერით (მოყვითალო, წითელი, თეთრი, შავი,  ვარდისფერი და იისფერი). წინათ მიაჩნდათ, რომ საკვებად ვარგისი იყო მხოლოდ ღია ფერის ნაყოფი, იისფერს კი სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სინამდვილეში ასე არ არის. ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი, იქნება ის ბაღისა თუ ტყისა (ანუ ველური), მთისა თუ ბარისა, ჯანმრთელი ადამიანისთვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისთვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს.
ნაჩვენებია მე-35 გვერ 38 - დან
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად