წვნიანი წამალი გაციებისა და ნაბახუსევის წინააღმდეგ ცნობილი ჟურნალისტისა და შეფის, ესმა კუნჭულიასგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

წვნიანი წამალი გაციებისა და ნაბახუსევის წინააღმდეგ ცნობილი ჟურნალისტისა და შეფის, ესმა კუნჭულიასგან

წვნიანი წამალი გაციებისა და ნაბახუსევის წინააღმდეგ ცნობილი ჟურნალისტისა და შეფის, ესმა კუნჭულიასგან
სუსხიან, თოვლიან, ვირუსებიან დღეებში ეს წვნიანი სასწაულია. ვიდრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქები გაჩნდებოდა , ძველი მეგრელები ამ წვნიანით ნებისმიერ ვირუსს ამარცხებდნენ, - ამბობს ჟურნალისტი და ცნობილი შეფი ესმა კუნჭულია.

მისი თქმით, წვნიანის ინგრედიენტები მედიცინის ისტორიის ნაწილია - ნიორი, რომელიც ტუტენჰამონის საფლავში იპოვეს და ქონდარი, რომელიც ასევე უხუცესი სამკურნალო მცენარეა და სწორედ ქონდრით ამარცხებდნენ ჯერ კიდევ ძველი შუმერები სასტიკ ბაცილებს.

ტიბუ მეგრულად „თბილს“ ნიშნავს და ეს წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ. მზადდება ასე (4 ულუფა): 1 ლიტრი წყალი აადუღეთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყეთ 2
სუფრის კოვზი გამხმარი ქონდარი, რამდენიმე კბილი ნიორი, წიწაკა, დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში 3-4 კოვზი მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში. კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს. დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი. მოურიეთ. ადუღებთ 10 წუთი. ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს.

„ტიბუს“ რეცეპტში
მინი-კორექტივები შევიტანე: ა) მჭადის ფქვილი წინასწარ მოვხალე - მიყვარს ეს გემო და ბ) ბოლოს დავამატე ცახეხილი შებოლილი სულგუნი; გამომაცოცხლა, გადამარჩინა, აღმადგინა. მიირთმევთ ტიბუს და მიირთმევთ ისტორიას - 1) ძველი ეგვიპტელები ქონდრით ბალზამებს ამზადებდნენ; 2) ძველი ბერძნები მხოლოდ ქონდრის ბუჩქებს წვავდნენ ტაძრებს მსხვერპლშეწირვებზე. 3) ძველი რომაელი მეომრები ბრძოლის წინ აუცილებლად წვებოდნენ ქონდრის აბაზანებში ან მიირთმევდნენ ქონდრის ჩაის. შუასაუკუნეებში ცოლები მეომარ ქმრებს თილისმას ატანდნენ, სადაც აუცილებლად ერია ქონდრის ფოთლები. ამბობდნენ, სჯეროდათ, სწამდათ, რომ ქონდარი მამაცობას მატებდა.
ქონდარი ეთერზეტების ბუდეა, ამოსახველებელი საშუალება, აწყნარებს ნერვებს, ებრძვის ნევროზებს... მხოლოდ საქართველოში 13 სახის ქონდარი ხარობსო, გვითხრა ცნობილმა ფიტოთერაპევტმა დათო ვაშაძემ. ნიორი კი ნამდვილი მხედარია ანთებების წინააღმდეგ ბრძოლებში... 1858 წელს ლუი პასტერმა პირველად, საფუძვლიანად აღწერა ნივრის ანტიბაქტერიული თვისებები“, - ამბობს ესმა კუნჭულია.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მსგავსი სიახლეები
წითელ ღვინოში არსებული მოლეკულები ახალი წამლის საფუძველი გახდება. საუბარია არტერიული წნევის დამაქვეთებელი
14-06-2019
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულის მსუბუქი სუპია. ბოსტნეულის ხარშვისას, ბულიონში ხვდება
13-05-2019
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჭარბი წონისგან განკურნების ახალი მედიკამენტური მეთოდი შეიმუშავეს. მათ მიერ წარმოდგენილ
03-05-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ვაშლის ძმარი შეიცავს სასარგებლო პექტინს, A, B, E, C, P ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, რომლებიც
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოწევა კლავს და არა მხოლოდ თავად მწეველებს, არამედ მათ ირგვლივ მყოფ ხალხსაც.
ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
თითქმის ყველა ჩვენგანი გაციებულა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე, ზოგჯერ ზამთრის სეზონის
შავი ბოლოკი - პატარა წითელი ბოლოკის და არის. მისთვის დამახასიათებელია მძაფრი სუნი და გემო, რომელიც
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად