რას გვთავაზობს ტრადიციული მედიცინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვთავაზობს ტრადიციული მედიცინა

1. ყოველ დილით,  უზმოზე, დალიეთ 200-300 მლ ცხელი წყალი.

2. გახეხეთ ლიმონი (კანიანად) და ერთი თავი ნიორი, ერთმანეთში აურიეთ, დაასხით 600 მლ ცივი წყალი და 2-4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 50 მლ.

3. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1 კგ ოხრახუშის ძირი, 1 კგ ნიახური (ძირიანად), 2 ცალი ლიმონი. ამ ყველაფერს დაამატეთ 1 ჭიქა თაფლი და აურიეთ. ნარევი შედგით მაცივარში და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 2-3 სუფრის კოვზი.

4. 5-6 წვეთი აფთიაქის სოჭის ზეთი ჩაასხით ცხელი (370ჩ) წყლით სავსე აბაზანაში და 15 წუთით ჩაწექით. ამასთანავე, დილაობით მიიღეთ შაქრის ნატეხზე დაწვეთებული 1-2 წვეთი სოჭის ზეთი. გახსოვდეთ, ზეთი კბილის მინანქარს აზიანებს, ამიტომ ზეთიანი შაქრის ნატეხი სწრაფად უნდა გადაყლაპოთ.

5. შესაძლებელია შემდეგი საშუალების გამოყენებაც: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ახალგამოწურული ხახვის წვენი და თაფლი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი ჭამამდე ან ჭამის დროს. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

 

ხელის არტერიების შევიწროებისას

ხელის არტერიების შევიწროებისას კარგია ასეთი რეცეპტი: ნაძვის, ფიჭვის ან სოჭის ნორჩი წიწვები დააქუცმაცეთ, დაამატეთ 5 სუფრის კოვზი თაფლი, 2-3 სუფრის კოვზი ასკილის ნაყოფი, 3 სუფრის კოვზი ხახვის ნაფცქვენი, დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ 10 წუთს, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ მთელი საღამო, დილით კი გაფილტრეთ. მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ. ეს რეცეპტი უკუნაჩვენებია კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების შემთხვევაში.

 

სხვადასხვა

1 სუფრის კოვზი კედრის გაურჩეველი, ნაჭუჭიანი კაკალი (გირჩაში არსებული მარცვალი) დაჩეჩქვეთ, დაასხით 200 მლ ახალი რძე (უკეთესია თხისა) და სამჯერ წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე (სამივეჯერ უნდა გაიკეთოს ქაფი და მორევით დააცხროთ), შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი გაღვივებული ხორბალი. დალიეთ თბილ-თბილი, 100-100 მლ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე.

ხორბალი ასე გააღვივეთ: დააფინეთ მაგიდაზე სველი პირსახოცი, ნახევარზე დაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხორბლის მარცვალი, მეორე ნახევარი კი ზემოდან გადააფარეთ. დადეთ სითბოში და დროდადრო დაასველეთ. 2-3 დღის შემდეგ ხორბალი ამოიყრის. როცა ღივი 2-3 მმ სიმაღლისა (მეტი არ შეიძლება) გახდება, რძეში ჩაყარეთ.

  • დაასხით წყლის იელს ვაშლის ძმარი (1:3) და ერთი კვირით სიბნელეში დადგით. შემდეგ ამ ნაყენით დღეში 3-ჯერ დაიზილეთ თითები.
  • ნახევარლიტრიან მინის ბოთლში მესამედზე ჩაასხით დაჭყლეტილი ნიორი და პირამდე აავსეთ სპირტით, ორი კვირით დააყენეთ სიბნელეში (ბოთლი დროდადრო შეაჯანჯღარეთ), შემდეგ გაფილტრეთ. 1 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მიიღეთ 1 ჩაის კოვზ წყალში განზავებული 5 წვეთი ნაყენი.
  • მაისში ტყეში მოძებნეთ ჭიანჭველების ბუდე და ხელი, რომელიც გიბუჟდებათ, შიგ ჩაყავით, 20 წუთს გააჩერეთ, შემდეგ დაიზილეთ და შალის ნაჭრით შეიხვიეთ. დაბუჟება 7-10 დღეში გაგივლით.
  • 1 ლ წყალს დაასხით 50 გ ნიშადურისა და 10 გ ქაფურის სპირტი, კარგად ამოურიეთ და ამ ნაყენით ყოველ საღამოს, ძილის წინ, დაიზილეთ ხელი.
  • 0,5 ჭიქა შაქარს დაასხით 0,5 ჭიქა მზესუმზირას ზეთი, კარგად აურიეთ და ამ ნარევით ხელი დაიზილეთ, შემდეგ კი გაიკეთეთ ხელის 15-წუთიანი თბილი მარილიანი აბაზანა (50-60 გ მარილი 1 ლ წყალზე).

ერთი რამ გახსოვდეთ: ხალხური რეცეპტი კარგია როგორც დამატებითი საშუალება, ძირითად მკურნალობას ის ვერ შეცვლის, ამიტომ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებზე უარს ნუ იტყვით.