კარტოფილი აახალგაზრდავებს კანს და გვიცავს ჭაღარისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარტოფილი აახალგაზრდავებს კანს და გვიცავს ჭაღარისგან

ეფექტის მისაღებად საკმარისია წვენსაწურში მოათავსოთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი. მიღებული წვენი შეიცავს ანტიოქსიდანტებისა და ნატურალური პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციას, რაც ბევრ სიკეთესთან ერთად კანს ელასტიკურობასა და სიმტკიცესაც ანიჭებს. კარტოფილის წვენში არის ნივთიერებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის რთული უჯრედული მექანიზმის ფუნქციობაში და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას.

ბევრი სასარგებლო ელემენტია კარტოფილის კანშიც. ამიტომაც კარტოფილი კანიანად უნდა გაწუროთ. ხარშვისა და შეწვის დროს კარტოფილი C ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ უმ კარტოფილს არავინ მიირთმევს, უმჯობესია მისი ახალგაწურული წვენის დალევა. დიდ ეფექტს იძლევა აგრეთვე კანზე უმი კარტოფილის რბილობის დაფენა. ის კურნავს პრობლემურ უბნებს და აცხრობს ანთებას.

საყურადღებოა ისიც, რომ კარტოფილი შეიცავს განსაკუთრებულ ენზიმს - ბუნებრივ მათეთრებელს, რომელიც ებრძვის ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს და საზოგადოდ, აღიავებს კანს.

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ კარტოფილის კანის გამოყენება შეიძლება ჭაღარისგან თავდასაცავად. ამისათვის ხუთი დიდი ზომის კარტოფილის კანი მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში 30 წუთის განმავლობაში და თავის დაბანის შემდეგ თმა ამ ნახარშით დაისველეთ, 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. ვისაც ეს პროცედურა გამოუყენებია, აცხადებს, რომ ჭაღარა საგრძნობლად შეუმცირდა. გარდა ამისა თმა რბილდება, ჯანსაღდება და აბრეშუმივით ბზინვარე ხდება.

თინათინ გოცაძე