სახის წმენდის ხალხური რეცეპტები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

სახის წმენდის ხალხური რეცეპტები

სახის წმენდის ხალხური რეცეპტები
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს ასხამენ სათანადო რაოდენობის ცივ ანადუღარ წყალს და 4-12 საათს აჩერებენ, მერე ფილტრავენ და იყენებენ. ცხელი მეთოდით მომზადებისას ნედლეულს ყრიან ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში და სათანადო რაოდენობით ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს. ამ ჭურჭელს ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, თან განუწყვეტლივ ურევენ. მერე აგრილებენ, ფილტრავენ (ან დოლბანდში წურავენ) და იყენებენ. ასეთი ნაყენი თბილ-თბილი უნდა გამოვიყენოთ და თუ გაგრილდა, კი არ უნდა გავაცხელოთ, არამედ შევურიოთ ანადუღარი ცხელი
წყალი.


კანისთვის სინორჩის (სიქორფ ის) მიმნიჭებელი ლოსიონი
მარწყვისა და პიტნის თითო სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი. თავზე დაახურეთ და მთელი ღამით დატოვეთ. დილით გაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლში და შედგით მაცივარში. თითის ბალიშებით ან ბამბის ტამპონით დაისველეთ (არ შეიზილოთ!) სახე ამ ნაყენით.

მათეთრებელი ეფექტის მქონე ვიტამინოვანი ლოსიონი

ერთმანეთში აურიეთ ერთ-ნახევარი გრეიპფრუტი და ორი სუფრის კოვზი არაყი. ჭიქაში ნახევრამდე ჩაასხით ნაღები და კარგად შეათქვიფეთ კვერცხის გული. ეს ორი ნარევი კარგად აურიეთ ერთმანეთში. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა წყალი. შედგით მაცივარში. ინა­ხება 3-5 დღე.

გამწმენდი და დამატენიანებელი ლოსიონი

მომინანქრებულ ჭურჭელში გასრისეთ მწიფე საზამთროს გული, გააჩერეთ 1 საათი, მერე დოლბანდში გაწურეთ. 2 ჭიქა წვენი გადაასხით მინის ჭურჭელში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი და მარილის გადნობამდე ურიეთ. მიღებული მასა გაფილტრეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა არაყი. ეს ლოსიონი მაცივარში 6 თვე ინახება.

ფორთოხლის ლოსიონი
ფორთოხალი ქერქიანად გახეხეთ, გადაიღეთ მუქ ქილაში, დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი, დაახურეთ თავზე და დადგით სიბნელეში ერთი კვირით. მერე გაფილტრეთ. მიღებულ ნაყენს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ვარდის წყალი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ეს ლოსიონი განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის. შეინახეთ მაცივარში.

ლოსიონი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
გვირილისა და ფარსმანდუკის ყვავილების (1:3) ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით კი გაფილტრეთ. ცივ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე და ყელი, არ გაიმშრალოთ - აცადეთ შეშრობა.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის
თითო სუფრის კოვზი გულყვითელასა და გვირილის ყვავილების ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთის შემდეგ გაფილტრეთ.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის

აურიეთ ერთმანე­თში 1/2 ჩაის კოვზი ბო­რაკი (ბორის მჟავას ნატრიუმის მარილი), 2 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 სუფრის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი. ეს ნარევი ჩაასხით მუქ ბოთლში და შედგით მაცივარში. ინახება 4-5 დღე.

ლოსიონი სისხლძარღვების გაფართოებისკენ მიდრეკილი ცხიმიანი კანისთვის
არნიკასა და სალბის (1:1) 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20-30 წუთს, რომ გაგრილდება, გაფილტრეთ და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი. ამ ლოსიონით დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახე.

ლოსიონი ცხიმიანი ფორებიანი კანისთვის
ეს ლოსიონი კარგია კანის გასაწმენდად და მაკიაჟის მოსაშორებლად. აურიეთ ერთმანეთში 30 გ ლიმონის წვენი, 30 გ კიტრის წვენი, 60 გ ვარდის ფურცლის ნახარში, 10-20 გ არაყი და 10 გ გლიცერინი.

ვარდის ფურცლის ნახარში ასე მზადდება: 2 სუფრის კოვზ ფურცელს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და რომ გაგრილდება, გაფილტრეთ.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის ანთებითი პროცესების დროს

აურიეთ ერთმანეთში 30 გ გვირილის ექსტრაქტი, 120 გ კრაზანასა და ამდენივე ვარდის ფურცლის ნახარში, 30 გ არაყი და 10 გ გლიცერინი. ამ ლოსიონს აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება ინტერნაციონალურია, ამიტომ მთელ მსოფლიოში, იქაც კი, სადაც ზამთარი ჩვენი ზაფხულის მსგავსია,
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ შოკოლადი საუკეთესოდ ამარცხებს ხველას, ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე პრეპარატები. ექსპერიმენტის მონაწილეებს
ათეროსკლეროზის განვითარების შეჩერებაში პროპოლის-ნივრის ბალზამი დაგეხმარებათ:
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
თუ წონას აკონტროლებთ, სასარგებლო იქნება საკვებ
ვაშლის ძმარი შეიცავს სასარგებლო პექტინს, A, B, E, C, P ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, რომლებიც
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად