ფიტოთერაპია გულის ფრიალისა და აჩქარების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიტოთერაპია გულის ფრიალისა და აჩქარების დროს

კუნელი

  • 2-2 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, შავბალახას და ბარამბოს დაასხით 1 ლიტრი წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ეს ნაყენი ტონუსს მატებს გულის კუნთს, შველის არითმიას და ტაქიკარდიას, აქვეითებს არტერიულ წნევას.
  • 10 გ კუნელის ხმელ ყვავილს დაასხით 100 გ არაყი და 21 დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 7-7 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი. ჩვენებები იგივეა, რაც წინა შემთხვევაში.
  • ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის კამის თესლი, ცაცხვის, კუნელის, კალენდულას ყვავილები და შვრიის ღერო. 5 გ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, 3 საათით გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენების მიღება 2-3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ.
  • დინდგელის 30%-იან ნაყენს შეურიეთ კუნელის წვეთები თანაფარდობით 1:1, მიიღეთ 30 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა.

კრაზანა, კატაბალახა და ღიღილო

  • გულის აჩქარებისას ერთმანეთში აურიეთ თითო წილი კრაზანა, ფარსმანდუკი და კატაბალახას ფესვი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
  • გულის ფრიალის დროს 1-2 ჩ/კ ლურჯ ღიღილოს დაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და 1 საათით გააჩერეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

გაითვალისწინეთ:

  • ფიტოთერაპია არ ნიშნავს უვნებელს, ამიტომ ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენებამდე მოეთათბირეთ მკურნალ ექიმს და მისგან მიიღეთ თანხმობა ამ საშუალების მიღების თაობაზე.
  • ნუ გამოიყენებთ სამკურნალო მცენარეს, რომელიც არ იცით, სად და როგორ ინახებოდა, სამკურნალო მცენარეებსაც აქვთ გამოყენების ვადა და უსაფრთხო დოზები.
  • ნახარშისა თუ ნაყენის მოსამზადებლად ნუ გამოიყენებთ ალუმინის, სპილენძის და თუნუქის ჭურჭელს, უმჯობესია, მომინანქრებულ ქვაბში მოამზადოთ.
  • ნუ შეინახავთ უკვე მზა ნაყენსა თუ ნახარშს პლასტმასის ჭურჭელში, შეინახეთ მინის ქილაში ან ბოთლში.
  • დროის დაზოგვის მიზნით ერთბაშად წამლის დიდ ულუფას ნუ მოამზადებთ. მოამზადეთ იმდენი, რამდენიც მაქსიმუმ 1 კვირა გეყოფათ (თუ, რა თქმა უნდა, თავად წამლის მომზადების წესი არ ითვალისწინებს გაცილებით ხანგრძლივი კურსისთვის საკმარისი ოდენობის ერთბაშად მომზადებას).

სამკურნალო საშუალების დადებითი ეფექტი გაცილებით გაიზრდება, თუ დაიცავთ შემდეგ წესებს:

  • არ ადუღოთ დიდხანს.
  • ნაყენი გაწურეთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კარგად გაცივდება.
  • თბილი ნაყენი გაცილებით ეფექტურია.
  • ნაყენის მომზადებისას მცენარეს ანადუღარი წყალი დაასხით.

გულის დაავადებების დროს რეკომენდებული ხალხური რეცეპტები სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. არასწორმა მიღებამ ან დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

შავი ბოლოკი

  • აიღეთ რამდენიმე ცალი შავი ბოლოკი და გახეხეთ, მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ დოლბანდში. წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის თაფლი.

მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. შავ ბოლოკს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება ახასიათებს, რაც სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერების შემცველობით აიხსნება. კერძოდ, ეს ბოსტნეული შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს. გაითვალისწინეთ: მისი მიღება არ შეიძლება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.

ძირა

  • დაფქვით 50 გრამი ძირას თესლი, დაამატეთ 200 გრამი შაქრის ფხვნილი და დაასხით 1 ლიტრი არაყი. დადგით 2 კვირით. დროდადრო ბოთლი შეანჯღრიეთ, რომ ძირას შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთი მთლიანად გადავიდეს ნაყენში. 2 კვირის შემდეგ ნაყენი გაწურეთ. მიიღეთ 25-30 გრამი ჭამის შემდეგ.