კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ

კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ
კვერცხისა და ძმრის მჟავისგან მომზადებული მალამო სოკოსა და სახსრების  სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. მისი მომზადება უმარტივესია და ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს.

მომზადების წესი

დაგჭირდებათ ერთი ცალი კვერცხი, 70 პროცენტიანი ძმრის მჟავა და ვაზელინი. დაახლოებით 200-250 გრამიან შუშის ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი (ნაჭუჭიანად, არ გატეხოთ!), დაასხით ძმრის მჟავა იმდენი, რომ კვერცხი დაიფაროს, დაახურეთ ხუფი და დატოვეთ 3-4 დღით. ამ პერიოდის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება და დაემსგავსება მოხარშულს. ე.ი. ნაჭუჭი "გაქრება" და დარჩება მხოლოდ თეთრი აპკი. კვერცხი ამოიღეთ სითხიდან (დარჩენილი ძმრის მჟავა
აღარ გჭირდებათ და გადააქციეთ), გააცალეთ აპკი, მთლიანი კვერცხი - ცილაც და გულიც დაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში. მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შეურიეთ ვაზელინი იმდენი, რომ მალამოს კონსისტენცია მიიღოს, დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზი საკმარისია, კარგად აურიეთ და მალამო მზადაა. შეგიძლიათ ვაზელინის ნაცვლად გამოიყენოთ კარაქი, მაგრამ კარაქი ტანსაცმელს გაგიცხიმიანებთ,
ამიტომ უმჯობესია ვაზელინი, რომელიც ლაქებს არ დატოვებს.

გამოყენება

ფეხის ან ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე ან ფრჩხილებზე დილა-საღამოს, სრულ განკურნებამდე. სახსრების ტკივილის, ართრიტის, ართროზების დროს მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში. შედეგი გაგაოცებთ!
გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას, აქვს მძაფრი სუნი და შესაძლოა გამოყენების დროს თვალების ან სასუნქი გზების წვის შეგრძნება გამოიწვიოს, ამიტომ გამოიყენეთ სიფრთხილით. ასევე, ძმრის შემცველობის გამო შესაძლოა კანი გამოგიშროთ და აგექერცლოთ, მაგრამ არ შეშინდეთ, უბრალოდ მკურნალობის კურსის დროს წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემები. მალამო შეინახეთ გრილ ადგილას.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-05-2019
თინა
ძმარმჯავა იგივე ესენციაა... ადრე იშოვებოდა ეხლა არაა..
თარიღი : 29-01-2019
Mari
Aptiaqshi ishoveba mjava
თარიღი : 14-12-2018
ლულუ
ძმრის მჯავა სად იშოვება, თუ ჩვეულებრივი ღვინის ძმარი შეიძლება?
თარიღი : 28-03-2018
ნანა
ჩემო კარგებო მე გავაკეთე და ჩვეულებრივი ძმრითაც გამოვიდა,კვერცხს ნაჭუჭი არ შერჩა,ასევე ვაზელინის ნაცვლად კარაქი შევურიე და მალამო მოვამზადე,მთავარია რა შედეგი მოჰყვება,დღეიდან ვიწყებ წასმას,შედეგს გაგიზიარებთ
თარიღი : 16-03-2017
მარი
ძმარმჯავა სამწუხაროდ ვერსად ვერ ვიშოვე.სუპერმარკეტებში არაა...
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
ვაშლის ძმარი შეიცავს სასარგებლო პექტინს, A, B, E, C, P ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, რომლებიც
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოწევა კლავს და არა მხოლოდ თავად მწეველებს, არამედ მათ ირგვლივ მყოფ ხალხსაც.
ნედლი კაკალი - ხალხურ მედიცინაში შეუფასებელ პროდუქტად ითვლება. სწორედ ის შეიცავს ვიტამინი C-ს
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
თითქმის ყველა ჩვენგანი გაციებულა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე, ზოგჯერ ზამთრის სეზონის
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად