როგორ მოვამზადოთ დინდგელის მალამო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ დინდგელის მალამო

ხელს უწყობს კანის დაზიანებული უბნების რეგენერაციას. ვირუსების პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით მალამო წაისვით ცხვირის ნესტოებში. ასევე გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს - ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. დინდგელი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზე.

რაც შეეხება ფუტკრის ცვილს, მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ცვილი კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა A ვიტამინი. A ვიტამინი ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას და გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რასაც ფართოდ იყენებენ კანის დაავადებების, ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების მკურნალობისას.

მასალა

დინდგელი - 40-45 გრ

ცვილი (თაფლის სანთელი) - 25 გრ

ზეითუნის ზეთი (ცივი გამოხდის) - 200 გრ

სამედიცინო სპირტი - 50 მლ

წყალი - 1 სუფრის კოვზი

მომზადება

დინდგელი გაყინეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაასხით სპირტი და წყალი, გადაიტანეთ შუშის ქილაში, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 1-2 კვირა. დროდადრო შეანჯღრიეთ, რომ კარგად გაიხსნას. ორი კვირის შემდეგ გადაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში, ნალექი გადააგდეთ, სპირტხსნარი კი შეინახეთ. ზეთში ჩაყარეთ გახეხილი სანთელი და დადგით წყლის აბაზანაზე. როცა სანთელი გადნება, დაამატეთ დინდგელის სპირტხსნარი. 10-15 წუთი კიდევ გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე, თან მუდმივად ურიეთ. ასე სპირტი აორთქლდება. ჩაასხით შუშის ქილებში და როცა გაცივდება, ხუფი დააფარეთ. შეინახეთ მაცივარში. ინახება მრავალი წლის განმავლობაში. ასეთი წესით გამოდის დინდგელის 15%-იანი მალამო. გაითვალისწინეთ, რომ სახეხს და ჭურჭელს, რაშიც დინდგელს მოამზადებთ, სხვა დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებთ, რადგან დინდგელი ეკვრის მათ და მოშორება თითქმის შეუძლებელია.

დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად