წყლულოვანი დაავადების სამკურნალო ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლულოვანი დაავადების სამკურნალო ხალხური საშუალებები

წყლულოვან დაავადებას თან ახლავს დისკომფორტი, ტკივილი, რთულ შემთხვევაში კი, შესაძლოა, მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდეს კიდეც. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის განვითარების მიზეზიც არის: არასწორი კვება, სტრესი და მავნე ჩვევები.

ხალხური მედიცინა დიდი ხანია ფლობს წყლულოვან დაავადებასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს. ეს არის წლების მანძილზე ნაცადი ნახარშები, ნაყენები და სხვა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ზოგიერთი ხალხური მეთოდი ნამდვილად ამსუბუქებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობას. თუმცა სრული და ეფექტური განკურნებისათვის საჭიროა კვალიფიციური ექიმი-გასტროენტეროლოგის დახმარება.

მკურნალობა უნდა დაიწყოს კვების მოწესრიგებით. მნიშვენლოვანია, შეიზღუდოს შებოლილი, ცხიმიანი და შემწვარი კერძების, გაზიანი სასმელებისა და ფასტ-ფუდის მიღება. მჟავიანობის ნორმალიზაციისთვის შეიძლება დავიცვათ მონოდიეტა, რომელიც ეფუძნება რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი სახის პროდუქტის მიღებას. მნიშვნელოვანია რაციონის გამდიდრება ბურღულეულის ფაფებით (კერძოდ, შვრია და წიწიბურა), რძის პროდუქტებით, უცხიმო ხორცით, ტკბილი ხილითა და კენკრით.

აუცილებელია სრული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოსვენება, სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მინიმიზება. ეს დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესსა და ცხოვრების ჩვეული რიტმის უფრო სწრაფად დაბრუნებას.

წყლულოვანი დაავადებისას მდგომარეობას გააუმჯობესებს კარტოფილის წვენი. მის მოსამზადებლად კარტოფილი გახეხეთ სახეხზე და დოლბანდის ნაჭერში მოათავსეთ, გამოწურეთ წვენი. მიიღეთ დღეში 2-ჯერ 10-15მლ-ის ოდენობით ჭამის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვეა. აღსანიშნავია, რომ კარტოფილის წვენი ყოველდღე უნდა მომზადდეს.

კარტოფილის ნახარში – მას გააჩნია მთრიმლავი მოქმედება სახამებლის შემცველობის გამო. მიიღეთ კარტოფილის ნახარში 1 ჩაის ჭიქა (მარილის გარეშე!) დღეში 1-2-ჯერ ჭამამდე.

სელის თესლს – აქვს მთრიმლავი მოქმედება და ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. მისი გამოყენების რამდენიმე საშუალება არსებობს:

ნაყენი. თერმოსში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი თესლი და დაასხით 0,5ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ დილამდე. შემდეგ გადმოასხით ქვაბში და წამოადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დილას უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

კისელი. სელის თესლი ადუღეთ წყალში შესქელებამდე. სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად ნუ დაუმატებთ შაქარს. მიიღეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შეუზღუდავი რაოდენობით.

სუფთა თესლი. ყოველდღე, დილით, მიიღეთ 1 ჩაის კოვზი თესლი, დააყოლეთ 1 ჭიქა თბილი წყალი.

ჭარხლის წვენი – დადებითად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, ამსუბუქებს ტკივილის სინდრომს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ჭარხალი გახეხეთ სახეხზე და დოლბანდში გაწურეთ. მიღებული წვენი განაზავეთ გადადუღებული წყლით. ჩაის ჭიქა მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მდგომარეობას გააუმჯობესებს, გულისრევის შეგრძნებას და გულძმარვას კარგად ხსნის ალოესა და თაფლის ორიგინალური კომბინაცია. ალოეს ტოტი დავჭრათ წვრილად ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ თაფლი (ყველა ინგრედიენტი გამოიყენება თანაბარი პროპორციით) და გავაჩეროთ 24 საათი. ეს საშუალება უნდა მივიღოთ 5 კვირის განმავლობაში 1 სუფრის კოვზი, სამჯერ დღეში.

ხალხური საშუალებებით წყლულოვანი დაავადების მკურნალობა გულისხმობს ცილის საფუძველზე არსებული საშუალებების გამოყენებას. ის ახდენს მთრიმლავ მოქმედებას, აჩქარებს შეხორცების პროცესს. 1 კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი შაქარი და ამდენივე ზეითუნის ზეთი ავთქვიფოთ. მივიღოთ ეს ნარევი უზმოზე 1 სუფრის კოვზი. პრეპარატი უნდა შევინახოთ მაცივარში. მიღებიდან რამდენიმე დღეში მნიშვნელოვნად შემსუბუქდება მდგომარეობა, ტკივილის სინდრომი და სხვა სიმპტომებიც თანდათანობით გაივლის.

მწვავე შეტევის დროს ტკივილის შემცირება შესაძლებელია მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალებით. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ კაკაო, ზეითუნის ზეთი და თაფლი, კარგად აურიეთ ყველა კომპონენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, დღეში 6-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება პირველი მიღებისთანავე. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.

წყლულის შეხორცებას ხელს უწყობს ქაცვის ზეთი. საკმარისია მისი რამდენიმე გრამის მიღება დილას, უზმოზე.

ქაცვის ნახარში. 1 პეშვ ქაცვს დავასხათ 0,5ლ წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, გადავწუროთ და მივიღოთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, 60 დღის განმავლობაში.

ნიგოზი – ნაჭუჭი და უღელი მოვათავსოთ ქილაში და დავასხათ სპირტი. გავაჩეროთ 10 დღე ბნელ ადგილას. მივიღოთ 1 ჩაის კოვზი დილას, უზმოზე.

კედრის გირჩების ნაყენი – კედრის ახალგაზრდა, მწვანე გირჩები დავფქვათ, დავასხათ დისტილირებული წყალი, სპირტი ან არაყი და გავაჩეროთ 7 დღე. გადავწუროთ და მივიღოთ 15 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 60 დღეს. კურსის გამეორება შესაძლებელია 6 თვის შემდეგ. ეს ელექსირი დადებითად მოქმედებს გასტრიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემების დროსაც.

ლაშქარას რძიანი ნახარში – ლაშქარას ფესვებს მოვაშოროთ გარეთა შავი აპკი, წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ კერამიკულ ქოთანში და დავასხათ რძე. შევდგათ ჰაერღუმელში რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე არ მიიღებს არაჟნის კონსისტენციას. 200 მლ რძეზე უნდა ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული.

ახლადგამოწურული კომბოსტოს წვენი – მიიღეთ 100-150მლ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

მინერალური გაზგასული წყალი – 1 ჩაის ჭიქა ჭამამდე ან ჭამის დროს.

თაფლი – 2 ჩაის კოვზი თაფლი გახსენით 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ, თბილ წყალში და მიიღეთ ყოველი კვების წინ.

წყლულოვანი დაავადება მეტად საყურადღებო მდგომარეობაა, რომლის სამკურნალოდაც გამოიყენება სხვადასხვა მედიკამენტი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ტარდება ოპერაციული ჩარევა. ხალხური სამკურნალო საშუალებები, წყლულოვანი დაავადების დროს, შეიძლება განვიხილოთ როგორც ძირითადი თერაპიის დამხმარე, რომელიც გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, მოხსნის უსიამოვნო სიმპტომებს და დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.