რა აღარ ვცადე და - უშედეგოდ! – უძილობას ქიშმიში და თაფლი დაგავიწყებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აღარ ვცადე და - უშედეგოდ! – უძილობას ქიშმიში და თაფლი დაგავიწყებთ

ინსომნიას ადამიანის დათრგუნვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სტრესის გაძლიერება სდევს თან.

დილით ადრე ადგომა და რეჟიმის დარეგულირება, ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, სათანადო ფიზიკური დატვირთვა და დამამშვიდებელი საშუალებების მიღება, ხშირად, პაციენტებში უშედეგოა. თუ ყველა რჩევას ითვალისწინებთ, თუმცა ძილი მაინც არ გეკარებათ, ხალხურ საშუალებებს გირჩევთ.

აღნიშნულ რეცეპტებს, შესაძლოა მედიკამენტებზე უკეთესი შედეგი ჰქონდეთ.

რაც მთავარია, ისინი უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

• ქიშმიში

1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ 100 გ ქიშმიშს, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ 1 ს/კ ნახარში 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

მათ, ვისაც ძილის პრობლემები აწუხებთ, ექიმები ძილის წინ ნახევარი ჭიქა ტკბილი, თბილი წყლის დალევას ურჩევენ. ასევე - 1 ს/კ თაფლის ან თაფლიანი წყლის მირთმევას.

მიზეზი მარტივია - ის ჰორმონ სეროტონინის მოქმედებას აძლიერებს, რაც მოგადუნებთ, ნერვულ სისტემას დაამშვიდებს და დაგეხმარებათ ძილის პრობლემის დაძლევაში.

• თაფლი

1. 1 ს/კ ბორჯომი, 1 ს/კ თაფლი და ½ ს/კ წვრილად დაჭრილი ლიმონი აურიეთ და მიიღეთ დილაობით, ერთი თვის განმავლობაში.

2. 1 ს/კ თაფლი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ ძილის წინ .

საფეთქლები დაიზილეთ ლავანდის ზეთით, ან ერთ ნატეხ შაქარზე დააწვეთეთ 3-5 წვეთი და ძილის წინ ჩაწუწნეთ.

3. ლამბაქზე დასხმულ თაფლში შეურიეთ 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.

მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის კოვზი ნარევი.