ნეტა სად დავდე?! ვაიმე, როგორ დამავიწყდა?! - თუ სიტუაცია გეცნობათ, ეს რეცეპტები თქვენთვის არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეტა სად დავდე?! ვაიმე, როგორ დამავიწყდა?! - თუ სიტუაცია გეცნობათ, ეს რეცეპტები თქვენთვის არის

თუ თავის ტკივილის ძლიერი შეტევები გაწუხებთ, თავბრუ გეხვევათ, მეხსიერება გაგიუარესდათ, გავიწყდებათ ნივთების ადგილმდებარეობა, ან მნიშვნელოვანი თარიღები, თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა დარღვეული გაქვთ.

ამ პრობლემას თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროებას, ან ათეროსკლეროზს უწოდებენ.

დაავადებას არტერიების კედლებზე ქოლესტერინის დაგროვება იწვევს, ტვინში მოძრავი სისხლის მოცულობა მცირდება, ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება. ამ ყველაფრის შედეგი გაუარესებული მეხსიერება და თავის ტკივილებია.

აღნიშნული დაავადება იწყება კისრის სისხლძარღვების - საძილე არტერიების შევიწროვებით, რაც იწვევს ტვინის ჟანგბადოვან შიმშილს, არტერიული წნევის მატებას და სხვა სერიოზულ პრობლემებს.

დაავადების პროვოცირებას სტრესი, გადაღლა, ნერვული გაღიზიანება, შფოთვა, უმოძრაო ცხოვრების წესი, ცხიმიანი და ქოლესტერინის შემცველი საკვების ჭარბად მიღება, იწვევს.

სისხლძარღვთა პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებებია: ფიჭვის ნაყენი, სამყურა და კუნელი.

სამყურა

მინდვრის სამყურას სპირტიანი ნაყენი აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს ყურების შუილს. ათეროსკლეროზის საწყის სიმპტომებს შესანიშნავად უმკლავდება.

რეცეპტი:

აიღეთ მინის ჭურჭელი, პირამდე აავსეთ სამყურას ყვავილებით და დაასხით არაყი.

გააჩერეთ ორი კვირა. მიიღეთ 10 წვეთი, განზავებული ერთ ჭიქა წყალში.

შეგიძლიათ, ჩაის მსგავსად, სამყურას ყვავილების ნაყენი დაამზადოთ, მიიღეთ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე სვით წყლის ნაცვლად.

 

კუნელი

საწყის სიმპტომებს წითელი კუნელის ნაყენი შველის. თქვენ შეგიძლიათ, აფთიაქში შეიძინოთ კუნელის სპირტიანი ნაყენი და მიიღოთ 10 წვეთი დღეში ერთხელ, გაზავებული ერთ ჭიქა წყალში.

რეცეპტი:

გამხმარ ყვავილებს და ნაყოფს შეურიეთ ჩაის ფოთლები, დაასხით მდუღარე წყალი და ჩაისავით დააყენეთ. შეგიძლიათ ყვავილების და ფოთლების 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნაყენი ყოველი ჭამის წინ.

ფიჭვის ნაყენი

რეცეპტი:

ფიჭვის ნორჩ ყლორტებს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და დარბილებამდე ხარშეთ. როცა, ხარშვას დაასრულებთ, გადაწურეთ, ლიტრამდე შეავსეთ. შეგიძლიათ ხარშვის პროცესშიც ამატოთ. ცხელ ნახარშში ჩაყარეთ ერთი კილოგრამი შაქარი და ბლენდერში კანიანად დაქუცმაცებული ლიმონი. მიღებული ნარევი კიდევ 5 წუთი ადუღეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და მიირთვით დღეში ერთხელ თითო სადილის კოვზი.