დავეხმაროთ მეხსიერებას! - რა არის გინგკო ბილობა და როდის უნდა გამოვიყენოთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ მეხსიერებას! - რა არის გინგკო ბილობა და როდის უნდა გამოვიყენოთ?

ეს გახლავთ ხე, რომელიც ათასობით წელი იზრდება ჩინეთში.

მცენარეული ბალახი გინგკო ბილობა ყველაზე მეტად აღმოსავლეთის ქვეყნებში არის გავრცელებული.

ის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამიტომაც გამოიყენება მეხსიერების პრობლემების სამკურნალოდ.

ამ მცენარის დახმარებით გაზრდით ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტვინისთვის მომარაგებას და თავის ტვინის უჯრედების დაზიანებას შეამცირებთ.

• მეხსიერების გასაუმჯობესებლად გთავაზობთ რეცეპტს:

1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი,

დაადგით მდუღარე აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში,

შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 30 წუთი.

მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში ჭამამდე.

კურსი შეადგენს 1 თვეს, შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და კვლავ გაიმეორეთ.

• შეგიძლიათ, დაამზადოთ ნაყენი.

ფოთლებს დაასხით 40 % -იანი სპირტი, ან არაყი 1:1.

დადგით ბნელ ადგილას 2 კვირა, პერიოდულად შეანჯღრიეთ.

შემდეგ, გაწურეთ და მიიღეთ 10-15 წვეთი, განზავებული ½ ჭიქა წყალში, დღეში ორჯერ ჭამამდე.

მიღების კურსი 1თვე. წელიწადში 3 კურსის ჩატარება შეგიძლიათ.

გარდა მეხსიერებისა, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან საბრძოლველად:

• აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

• ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გინგკოს თესლს იყენებენ თირკმელების, ღვიძლის, თავის ტვინისა და ფილტვების სამკურნალოდ.

• აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ინფექციის დროს ანთება ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა.

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ გინგკოს ექსტრატს შეუძლია ანთების კერების შემცირება.

• ის დადებითად მოქმედებს ართრიტზე, ნაწლავების გაღიზიანებასა და ინსულტის შემდგომი მდგომარეობისას.

• ამცირებს შფოთვით აშლილობას.

მცენარე შეიცავს ფლავონოიდებს, რომელსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

შესანიშნავად ებრძვის დეპრესიას.

• აუმჯობესებს მხედველობას

ის ხელს უწყობს თვალში სისხლის მიმოქცევას.

კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია გლაუკომის პროგრესირების შეჩერება.