ვაშლის ძმარი - როგორ მოვამზადოთ და რისთვის გამოვიყენოთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ვაშლის ძმარი - როგორ მოვამზადოთ და რისთვის გამოვიყენოთ

ვაშლის ძმარი - როგორ მოვამზადოთ და რისთვის გამოვიყენოთ
დიდხანს მტკიოდა სახსრები. არ მქონდა საშუალება, ექიმებთან და გამოკვლევებზე მევლო. დედაჩემმა ვაშლის ძმრით მკურნალობა მასწავლა. დავაყენე ძმარი და დავიწყე მკურნალობა. თანდათან ტკივილმაც მიკლო, კოჭლობამაც და ბოლოს გამიარა კიდეც. რეცეპტი ასეთია: ყოველი ჭამის დროს მიიღეთ ერთ ჭიქა წყალში გაზავებული 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. გთავაზობთ ვაშლის ძმრით სხვა დაავადებების მკურნალობის წესებსაც:

  • ვარიკოზული ვენების დროს დილა-საღამოს დაისხით ვენებზე ვაშლის ძმარი და შეიზილეთ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეამჩნევთ ვენების შევიწროებას. ამასთან ერთად, დღეში 2-ჯერ სვით 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი, გახსნილი ერთ ჭიქა წყალში.
  • ანგინის (ტონზილიტის)
    დროს კარგია ყელში ვაშლის ძმრის ხსნარის გამოვლება. დოზა - 1 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალზე. გამოვლება საჭიროა საათში ერთხელ. პირი აივსეთ ხსნარით, გამოივლეთ და ჩაყლაპეთ. ამ დროს ხსნარი ჩარეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს.

ტკივილის შესუსტების შემდეგ ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ.
ნუშისებრ ჯირკვალზე ნადები 12 საათში ქრება.

  • საკვებით მოწამვლისას, თუ მას პირღებინებაც ახლავს, 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და ყლუპ-ყლუპად სვით 5 წუთში ერთხელ. მეორე ჭიქის გამოცლისას დოზა გაზარდეთ - მიიღეთ 2 ჩ/კ ყოველ 5 წუთში. მესამე ჭიქა გამოცალეთ პატარ-პატარა ყლუპებით, 15-წუთიანი შუალედებით. გულისრევა რომ გაგივლით, მიირთვით ცოტაოდენი ადვილად ასათვისებელი საკვები.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღის განმავლობაში უნდა ვსვათ თითო ჭიქა ნარევი ყოველი ჭამის დროს.

ვაშლის ძმარი მზადდება ასე:

ვაშლი გარეცხეთ, დამპალი და ჭიანი ნაწილები მოაცილეთ. დაწნეხეთ ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მიღებული ფაფა გადაიღეთ ჭურჭელში, დაასხით ანადუღარი თბილი წყალი (0,5 ლ წყალი 0,4 კგ გახეხილ ვაშლზე). ყოველ ლიტრ წყალზე დაამატეთ 100 გ თაფლი ან შაქარი, აგრეთვე - 10 გ პურის საფუარი და 20 გ გამომშრალი შავი პური. ამ ნარევით სავსე ჭურჭელი დადგით თავახდილი 20-30 გრადუს ტემპერატურაზე. ჭურჭელი უნდა იყოს მინისა, ხისა ან მომინანქრებული. სათავსში უნდა ბნელოდეს, რადგან მზის ულტრაიისფერი სხივები დუღილს აბრკოლებს. ფერმენტაციის პირველი სტადია 10 დღე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ამოურიეთ ხის კოვზით დღეში 2-3-ჯერ. შემდეგ გაწურეთ დოლბანდში, არწყეთ და ფართოყელიან ჭურჭელში ჩაასხით. თითოეულ ლიტრზე დაუმატეთ 50-100 გ თაფლი ან შაქარი და ურიეთ, სანამ მთლიანად არ გაიხსნება, ანუ არ მიიღებთ ერთგვაროვან სითხეს. ფერმენტაციის მეორე სტადიაზე ქილას აფარებენ დოლბანდს, პირს უკრავენ და სითბოში დგამენ დუღილის გასაგრძელებლად. როცა სითხე დაწყნარდება და გაიწმინდება, დუღილი დამთავრებულია. ვაშლის ძმრის მომზადებას 40-60 დღე სჭირდება. შემდეგ მას ბოთლში ასხამენ (ფილტრავენ ძაბრზე დაფარებულ დოლბანდში), თავს უცობენ და გრილად ინახავენ. ვაშლის ძმარი უხდება სალათებს და სხვა კერძებს. იგი აკმაყოფილებს საკვებზე მჟავე დანამატის მოთხოვნილებას.

ნანული ბურდიაშვილი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ოხრახუში, რომ სისხლძარღვთა გასაწმენდად სასარგებლოა ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მრავალ სხვა ბუნებრივ კომპონენტს შეუძლია აგარიდოთ თრომბები თავიდან. ჩაინიშნეთ რეცეპტები:
თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების მკურნალობა, როგორც წესი, მეტისმეტად გვიან იწყება ხოლმე.
მუხა წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთლოვანი ხეა. ის ყვავილობას 30-40 წლის შემდეგ იწყებს და საშუალოდ 400-500 წელი ცოცხლობს.
სალბის ფოთლები ეთერზეთებსა და ფიტონციდებს შეიცავს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
გთავაზობთ იმუნიტეტის გასაძლიერებელ რეცეპტებს თამარ მამაცაშვილის წიგნიდან "კარაბადინი":
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად