ღორის ქონი ანემიას და სიგამხდრეს დაგაძლევინებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღორის ქონი ანემიას და სიგამხდრეს დაგაძლევინებთ

დასუსტებული ორგანიზმის მოსაძლიერებლად ბებიაჩემი ყველას ურჩევდა ამ რეცეპტს და მადლობებსაც ყოველთვის ღებულობდა.

გადავწყვიტე იგი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო:

  • აიღეთ თანაბარი რაოდნობით – დაახლოებით 200-200 გრამი კაკაოს ფხვნილი, ღორის მუცლის ქონი და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, რათა არ მიიწვას მანამ, ვიდრე არ ადუღდება. შემდეგ გადადგით და გააცივეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას. დღეში 3-4-ჯერ თითო ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ძალიან ცხელ რძეში და ისე დალიეთ.

წამალმა ზოგჯერ კუჭის შეკრულობა იცის, ასეთ დროს, წამლის ამ თვისების გასანეიტრალებლად უნდა მიირთვათ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.

სიგამხდრისას დადებითი შედეგი მოაქვს ასეთ ნარევს.

  • აიღეთ 400 გრამი ღორის მუცლის ქონი და 6 ცალი დიდი მწვანე ვაშლი. ვაშლი არ გაფცქვნათ, ისე დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად.

დაქუცმაცებული ვაშლი და ქონის ნარევი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე.

ცალკე აიღეთ 12 კვერცხის გული და ათქვიფეთ 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად თეთრი მასის მიღებამდე.

დაამტეთ 400 გრამი სახეხზე გახეხილი შოკოლადი.

საცერში გაატარეთ გამდნარი ქონი ვაშლთან ერთად და მიღებული მასა შეურიეთ კვერცხის გულის, შაქრისა და შოკოლადის მასას. წაუსვით პურზე და მიირთვით საკვების ყოველ მიღებაზე (დღეში 3-4-ჯერ). აუცილებლად დააყოლეთ ცხელი რძე.

ასეთი მკურნალობით კვირაში 1-2 კგ-ს მოიმატებთ.

არსენ ქირია, რუსთავი