ხალხური მედიცინა შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხალხური მედიცინა შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგ

დიდია ნდობის ხარისხი და საკმაოდ ხშირად არც შედეგი გვაწბილებს ხოლმე.

ხალხური მედიცინა შაქრიანი დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ მრავალფეროვან არსენალს გვთავაზობს.

ზოგიერთი მათგანი იმდენად დიდ ჰიპოგლიკემიურ (შაქრის დამწევი) ეფექტს ავლენს, რომ თავად სპეციალისტები გვირჩევენ მათ გამოყენებას დამხმარე საშუალებად, მედიკამენტური თერაპიის პარალელურად.

ზოგიერთი მცენარე კი დამოუკიდებლადაც გამოიყენება, ჯერ კიდევ ბოლომდე განუვითარებელი დაავადების (პრედიაბეტი) საწყის ეტაპზე.

ფიტოპრეპარატები, ქიმიურ პრეპარატებან შედარებით, მინიმალურ გვერდით და უკუეფექტებს ავლენენ, თუმცა, ზოგიერთი მათგანის გამოყენებისას სიფრთხილე მაინც გვმართებს, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა, ნებისმიერი ამგვარი მცენარის მიღებამდე, აუცილებელია გაითვალისწინონ და დაიცვან შემდეგი წესები:

  • პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ თქვენს ენდოკრინოლოგს და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყეთ ფიტოპრეპარატის მიღება;
  • დააკვირდით პრეპარატის მიღების შემდგომ ორგანიზმის რეაქციას და ხშირად იკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე;
  • გაითვალისწინეთ, ზოგიერთმა საშუალებამ, შესაძლოა, სისხლში შაქრის დონის ვარდნა გამოიწვიოს, რადგანაც მცენარის მოქმედება სხვადასხვა ადამიანზე ინდივიდუალურია;
  • განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ალერგიულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პირებს.

მაშ ასე, გაიცანით ის ხალხური რეცეპტები, რომლებიც სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში დიდ დახმარებას გაგიწევთ:

ვარდკაჭაჭას ფესვები

ვარდკაჭაჭას ჰიპოგლიკემიური ეფექტი ექსპერიმენტულადაა დადასტურებული. მისი ფესვები დაფქვით, ყავის მსგავსად მოადუღეთ და დღეში ერთი ჭიქა მიიღეთ.

მოცვის ფოთლები

მოცვის ფოთლების ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: გამხმარი, გამომშრალი ფოთლები დანაყეთ და 3ს/კ ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. შემდეგ კარგად თავდახურული 15 წუთი ორთქლზე გააჩერეთ. მიიღეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

ქრისტესისხლა

მაისის მეორე ნახევარში ამოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები ფესვიანად, ასე, 18-20 ცალი, გაასუფთავეთ ყვითელი, ხმელი ფოთლებისგან. ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გაშალეთ გასაშრობად ჩრდილში. მცენარე დაჭერით 2სმ სიგრძის ნაჭრებად. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ წვენი. წვენიანი ქილა ბნელ ადგილას დადგით 4-5 დღით.

ამის შემდეგ გადაასხით წვენი (ნალექის გარეშე) სუფთა ქილაში და შეურიეთ სპირტი თანაფარდობით - 2 ჩაის ჭიქა წვენი: 100 გრამი სპირტი და წამალიც მზადაა.

მიიღეთ ორჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე გაზარდეთ 1 წვეთით, ვიდრე 15 წვეთს არ გაუტოლდება.

თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ გაზარდოთ დოზა 25 წვეთამდე. დოზის მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, ამის შემდეგ - კვლავ გაიმეორეთ მკურნალობის კურსი, შემდეგ ისევ შეისვენეთ და ისევ მკურნალობა. ამ პერიოდში შაქრის დონე უკვე სტაბილურდება და 3 თვე მკურნალობა აღარ გჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი შაქრის კონტროლის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის დაწყების აუცილებლობას.

სიმინდის მარცვალი

შაქრის დონის გაკონტროლება ასეც შეგიძლიათ:

აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე სიმინდი არ მოიხარშება. გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.

ხახვი

აიღეთ 10 ხახვის თავი, გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი, გაყავით ორ ნაწილად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

კაკლის უღელი

კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას. 40 გრამ კაკლის უღელს დაასხით 1/2 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. მიიღეთ ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი.

ძალზე სასარგებლოა ასევე მაისში დაკრეფილი კაკლის ფოთლების ნაყენიც: 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ კაკლის გამომშრალ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. შეგიძლიათ მიიღოთ ხანგრძლივად, ერთი წლის განმავლობაში.

წიწიბურა

დაფქვით წიწიბურა, საღამოს ერთი სუფრის კოვზი ჩაყარეთ მაწონში. დატოვეთ ღამით. მიიღეთ დილით უზმოზე, საუზმის ნაცვლად.

დაფნის ფოთოლი

10 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათი. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ. ეს საშუალება ამცირებს როგორც შაქრის დონეს სისხლში, ისე არტერიულ წნევასაც.

ნაყენის მომზადების მეორე წესი ასეთია: აიღეთ 15 ფოთოლი, ჩაუშვით 300 გ წყალში, წამოადუღეთ და დაახლოებით 5 წუთს დატოვეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ თერმოსში გადაასხით და 3-4 საათს გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, მაგალითად, თითო სადილის კოვზი. მიიღეთ ერთი ულუფა და 30-40 წუთის შემდეგ მეორე მიაყოლეთ და ა. შ.

მეორე დღეს ახალი ნაყენი მოამზადეთ და ასევე სადილის კოვზით გამოცალეთ. სასურველია, ნაყენი სამ დღეს სვათ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ, შესვენებას კი ისევ სამდღიანი კურსი მიაყოლოთ.

ჭინჭრის ფოთოლი

ჭინჭრის ახალი ფოთლებისგან მოამზადეთ ნაყენი: 50 გრამ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ორი საათით, მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ერთი ჩაის ჭიქა.

კუნელის ნაყოფი

დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა კუნელის ნაყოფი, განსაკუთრებით უმი სახით. აუცილებლად მიიღეთ ჭამის შემდეგ, რადგან მშიერზე მიღებამ შესაძლოა ნაწლავური სპაზმი გამოიწვიოს.

ლობიოს ქერქი

3 კოვზ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ერთი საათი. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.