იმუნიტეტის გასაძლიერებელი რეცეპტები წიგნიდან "კარაბადინი" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

იმუნიტეტის გასაძლიერებელი რეცეპტები წიგნიდან "კარაბადინი"

იმუნიტეტის გასაძლიერებელი რეცეპტები წიგნიდან "კარაბადინი"
გთავაზობთ იმუნიტეტის გასაძლიერებელ რეცეპტებს თამარ მამაცაშვილის წიგნიდან "კარაბადინი":

******
თაფლი რომ უნიკალური პროდუქტია ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ სასარგებლო თვისებები ყველაზე მეტად სწორედ ახალ თაფლს აქვს, ამიტომ უმჯობესია, დრო არ დავკარგოთ და მოვამზადოთ წამლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოგვადგება.
მინდა შემოგთავაზოთ იმუნიტეტის გამამაგრებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გაცივებას, გრიპს, დაღლილობას, ნერვულ გადაძაბვას.
დაგჭირდებათ: ჭიქა-ნახევარი ქიშმიში, ორი ლიმონი, ერთი ჭიქა ნიგოზი, ნახევარი ჭიქა ნუშის გული.

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და კურკებგამოცლილი ლიმონი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნუშის გული, ქიშმიში და დაასხით 1,5 ჩ/ჭ ჭიქა ახალი
თაფლი. დადგით 3-5 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

ასეთი უებარი წამლით ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს ზაფხულის მიწურულს, მეორე კურსს კი - ზამთარში. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი კურსი გაზაფხულზეც ჩაიტაროთ. თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ამ რეცეპტით მომზადებული
წამალი ყველასთვის სასარგებლოა. წამლის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში, მაგრამ არ გირჩევთ მზა ნარევის ხანგრძლივად შენახვას, რადგან, თაფლის კონსერვანტული თვისებების მიუხედავად, აქტიური ნივთიერებები მაინც თანდათან კარგავს სასარგებლო თვისებებს.

მანანა კ.

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში ყველა კომპონენტი ვიტამინებით, ცილებით, მინერალებითა და სამკურნალო ეფექტის მქონე ბიოაქტიური ნივთიერებებითაა მდიდარი, ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მიღებული ნარევიც საუკეთესო იქნება ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების გასააქტიურებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ზოგადად, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.
ნარევის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სანაღვლე გზებისა და კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადება აქვს, აგრეთვე მათთვის, ვისაც ალერგია აღენიშნება თაფლსა და თაფლის პროდუქტებზე.


******
იმუნიტეტის გასაძლიერებლად 15 ცალ დაფნის ფოთოლს უნდა დაასხათ 300 გ წყალი, დადგათ დაბალ ცეცხლზე, წამოადუღოთ და ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოდგათ. შემდეგ ეს ნაყენი ფოთლებიანად გადაიტანეთ თერმოსში და გააჩერეთ 3-4 საათი. გადმოწურეთ და სვით თითო ყლუპი ერთ მიღებაზე მთელი დღის განმავლობაში. მეორე დღისთვის ახალი დაამზადეთ და იგივე გაიმეორეთ. სულ 3-დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ. კურსის გამეორება კი 2 კვირაში შეგიძლიათ. ჩემს 20 წლის შვილს, რომელიც ყოველ ზამთარსა და გაზაფხულზე ავადმყოფობდა, ამ მკურნალობის შემდეგ ვირუსული ინფექცია აღარ დამართნია.
პატივისცემით, ია ლ. თბილისი


ექიმის კომენტარი: დაფნა მართლაც უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში უამრავი დაავადების სამკურნალოდ. დაფნის ფოთოლი მდიდარია ფიტონციდებით, სასარგებლო მიკროელემენტებით, ტანინებით, რომლებიც ორგანიზმიდან წიდების გამოყოფას და იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს. დაფნის ფოთოლი გამოშრობისას მთლიანად ინარჩუნებს სამკურნალო ღირებულებებს. მცენარეს აქვს ანტიბაქტერიული, შაქრის დამწევი, ანტიანთებითი, სპაზმების მომხსნელი, მსუბუქი შარდმდენი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი მოქმედება.
დაფნის ნაყენით მკურნალობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტი და ამიტომ მკურნალობის პროცესში (თუ დიაბეტი არ გაქვთ), უნდა იკვებოთ ტკბილი საკვებით, რათა არ განვითარდეს ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.
გარდა ამისა, ფოთლების ნახარშმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა (ყაბზობა). ეს რომ არ მოხდეს, ნაყენის მიღების პარალელურად უნდა მიირთვათ პერისტალტიკის გამაძლიერებელი საკვები (ჭარხალი, შავი ქლიავი და სხვ.).


******
ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის საკუთარი ორგანიზმის ენა და თვითონვე შეუძლია მისი დახმარება - მთავარია, ყური მივუგდოთ ჩვენს სხეულს. საუკეთესო დამხმარენი კი მცენარეული წამლებია.

შარშან ზამთარში ფილტვების ანთება გადავიტანე, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ იმუნიტეტი საგრძნობლად დამიქვეითდა და ახალ-ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. მივხვდი, საჭირო იყო ორგანიზმი გამეძლიერებინა. მოვიძიე რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებული ნაყენი აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებსა და ნერვებზე, არეგულირებს ნაწლავების მუშაობას, ხსნის სპაზმებს და ანთებით პროცესებს აცხრობს.

200-300 გ ნედლი სალბის ფოთლებს (გამხმარი ფოთლების გამოყენებაც შეიძლება) დაასხით 1 ლ თეთრი ღვინო. თავდახურული ჭურჭელი დადგით გრილ, ბნელ ადგილას ორი კვირა, დრო­დადრო შეანჯღრიეთ. ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 2-3 ს/კ ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში.
ნაყენის მიღების შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობ. თითქოს ძალა მომემატა. ვისაც ადვილად გერევათ გრიპი, გირჩევთ, მიიღოთ ეს წამალი.

პატივისცემით, რუსიკო ჩ.


ექიმის კომენტარი:
სალბის ფოთლები შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ორგანულ მჟავებს, P და PP ვიტამინებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს.
მცენარის ნაყენს აქვს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული თვისებები - ანადგურებს გრამდადებით ბაქტერიებს, შედარებით ნაკლებად _ გრამუარყოფით მიკროორგანიზმებსაც.
სალბის პრეპარატები ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ აქტიურობას, ხსნის სპაზმებს, აქვეითებს ოფლის გამო­ყოფას.
სალბის ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების დროს სავლებად და ინჰალაციისთვის, აგრეთვე კანის ჩირქოვანი და ანთებითი პათოლოგიების, ჭრილობების, წყლულების, მსუბუქი დამწვრობებისა და მოყინვის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში სალბის ნაყენს უნიშნავენ კუჭისა და ნაწლავების ქრონიკული ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების, სპაზმების დროს. ამ მცენარის პრეპარატების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს. სალბი შედის ცისტიტებისა და კლიმაქსის სამკურნალო მცენარეული ნაკრებების შემადგენლობაში.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩაიარა ზამთარმა და სისხლნაკლებობისადმი მიდრეკილ ადამიანებს ჩვეული ანემია დაეწყოთ.
უკანასკნელ ხანს, ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ, საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიმართავს ხალხურ მედიცინას,
მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება ინტერნაციონალურია, ამიტომ მთელ მსოფლიოში, იქაც კი, სადაც ზამთარი ჩვენი ზაფხულის მსგავსია,
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ შოკოლადი საუკეთესოდ ამარცხებს ხველას, ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე პრეპარატები. ექსპერიმენტის მონაწილეებს
ათეროსკლეროზის განვითარების შეჩერებაში პროპოლის-ნივრის ბალზამი დაგეხმარებათ:
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად