როგორ მკურნალობენ გრიპსა და გაციებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მკურნალობენ გრიპსა და გაციებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ავადობენ გაციებით, სურდოთი და ბრონქიტით. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა თავისებურად უმკლავდება მას.

  • ინგლისში უძვლელესი დროიდან პოპულარულია გაციების სამკურნალო შემდეგი სასმელი: მუქ ლუდს (2 ბოთლი) აცხელებენ, უმატებენ მწიკვ დარიჩინს, 3-4 მიხაკს, ცოტა ლიმონის ცედრას, 3 კვერცხის გულს და 2-5 სუფრის კოვზ შაქარს. ამ მასას თქვეფენ ქაფის წარმოქმნამდე, დგამენ ნელ ცეცხლზე და ხარშავენ (მაგრამ არ ადუღებენ) გასქელებამდე. ამ სასმელს სვამენ 1-1,5 ჭიქას, დღეში რამოდენიმეჯერ. ის აძლიერებს ოფლის გამოყოფას.
  • საფრანგეთში გაციებისა და ხველის აღიარებულ საშუალებად მიჩნეულია ცხელი წყალი ლიმნის წვენითა და შაქრით. მას დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ღებულობენ.
  • გერმანელები, დაავადების პირველივე ნიშნებისთანავე იწყებენ შესაბამისი რაციონით კვებას. რაციონიდან იღებენ მძიმე, რთულად გადასამუშავებელ საკვებს, უპირატესობას ანიჭებენ რძის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს.
  • ფინეთში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას აბანოში აგვარებენ ფინჯან ოფლმდენ ჩაისთან ერთად. ჩვეულებრივ შავ ჩაის უმატებენ ჟოლოს, მოცხარს, მოცვს, შტოშს, ყვავტყემალს, ან ადუღებენ სხვადასხვა მცენარეულ- ცაცხვის ყვავილის, პიტნის, შავი მოცხარის, ალუბლის ფოთლების ჩაის. შესანიშნავი ვირუსის საწინააღმდეგო ჩაი მზადდება ევკლიპტის ფოთლების, ვალერიანის ძირების, ასკილის, გვირილას ყვავილების, თავშავას, პიტნის, ვირისტერფასაგან (პროპორციით 1:2:3:4:5:5:6). ნარევის 2 ჩაის კოვზს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და დიდი რაოდენობით ღებულობენ დღის განმავლობაში.
  • იამაიკელები გაციების სამკურნალოდ იყენებენ სურნელოვანი პილპილის (ბახარის) ნახარშს.
  • იაპონიაში გაციების საწინააღმდეგოდ იყენებენ მწვანე ჩაის, რომელსაც დღეში 8-10 ფინჯანს სვამენ. ეს სამკურნალო სასმელი მდიდარია კატექინებით- განსაკუთრებული ნივთიერებით, რომელსაც ანტივირუსული აქტივობა გააჩნია.
  • ა.შ.შ-ში დაავადების პირველივე ნიშნებისთანავე იღებენ ვაშლის ლიმონათს: 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ხსნიან 1-2 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს და ამდენივე თაფლს და სვამენ ცხელს ძილის წინ. მეორე პოპულარული საშუალებაა შემდეგი კოქტეილი: პიტნის ნაყენი, ლიმონის წვენი, თაფლი და ნიორი: 1 ჩაის კოვზ პიტნას ასხამენ მდუღარე წყალს და ადუღებენ 3-5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, აჩერებენ 10 წუთი, გადაწურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ თაფლს, 1 კბილ წვრილად დაჭრილ ან გახეხილ ნიორს, მეოთხედ ლიმონს. ცხელ კოქტეილს სვამენ ძილის წინ.
  • საბერძნეთში, წმინდა ათონის მთის მონასტერში ბერები იყენებდნენ განსაკუთრებულ მიქსტურას თაფლის, ალოეს და საეკლესიო ღვინო კაგორისაგან. ამ მიზნისთვის იყენებდნენ 3-5 წლის ალოეს, რომელთაც რამოდენიმე დღის განმავლობაში არ რწყავდენენ. აჭრიდნენ ქვედა, ყველაზე ფართო ფოთლებს და წურავდნენ წვენს, რომელსაც ურევდნენ თაფლსა და კაგორს 1:2:3 პროპორციით. გრილ ადგილზე აჩერებდნენ 3-4 დღის განმავლობაში. მიქსტურას ღებულობდნენ 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • ინდოეთში გაციებას კოჭას ჩაით უმკლავდებიან: 1 სუფრის კოვზ გახეხილ კოჭას უმატებენ 1 სუფრის კოვზ თაფლს, ცოტა დარიჩინს, მიხაკსა და ილს.