5 მეთოდი ტვინის სისხლძარღვების „გასაწმენდად“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მეთოდი ტვინის სისხლძარღვების „გასაწმენდად“

ის აუმჯობესებს შეგრძნებას სხვადასხვა დაავადების დროს, მათ შორის - ათეროსკლეროზისა და ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროსაც კი.

სისხლძარღვთა რეგულარულად გაწმენდა ხსნის სიმძიმის შეგრძნებას თავის არეში, აქრობს თავის ტკივილს, აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და ცნობიერებას.

გთავაზობთ 5 ყველაზე ეფექტურ და გამოცდილ რეცეპტს ტვინის სისხლძარღვთა გასაწმენდად:

1) თაფლი და ნიგოზი

აიღეთ 5 ცალი კაკლის შიგთავსი (ნიგოზი), დააქუცმაცეთ და შეურიეთ ერთ სადილის კოვზ ცაცხვის თაფლს, დაამატეთ თითო მწიკვი დარიჩინი და კოჭა, კარგად აურიეთ და ერთი დღე-ღამით მოათავსეთ მაცივარში. სამკურნალო ნარევი მიირთვით დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი სადილის კოვზის მოცულობით.

2) ხახვის წვენი და თაფლი

გაწურეთ ხახვის წვენი (ჭიქის ერთი მესამედი), შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. სამკურნალო ნარევი მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი ჩაის კოვზის მოცულობით. ეს ნარევი არა მხოლოდ წმენდს სისხლძარღვებს, არამედ განამტკიცებს იმუნიტეტს.

3) ნატურალური წვენები

ყოველდღიურად, სადილისა და ვახშმის წინ, 30 წუთით ადრე სვით ახალგაწურული ბროწეულის, ვაშლისა და სტაფილოს წვენი (150-200 მლ, მონაცვლეობით).

4) ოროვანდის ნაყენი

10 გრამი ოროვანდის გამომშრალი ფესვი მოათავსეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 საათი, ამის შემდეგ გადაწურეთ და ცივ ადგილას შეინახეთ. დალიეთ 4 სადილის კოვზი საუზმემდე 30 წუთით ადრე. მიღების კურსი ერთ თვეს შეადგენს.

5) სასარგებლო პროდუქტები

ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის და სისხლძარღვთა გასაწმენდად ყოველდღიურად, საუზმემდე 30 წუთით ადრე, მიირთვით ერთი მანდარინი, 25-30 ცალი ჩამიჩი (იგივე ქიშმიში) და 5-6 ცალი ნიგოზი, 15-20 წუთის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რომელშიც შერეული იქნება ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი, 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ საუზმე.