მივიწყებული კაკაოს ცხიმი - აი, თურმე რამდენად ეფექტურია ხველისას, ნახეთ სამკურნალო რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მივიწყებული კაკაოს ცხიმი - აი, თურმე რამდენად ეფექტურია ხველისას, ნახეთ სამკურნალო რეცეპტები

რომელთაგან განსაკუთრებით ეფექტური კაკაოს ცხიმია.

კაკაოს ცხიმი სრულიად ნატურალური პროდუქტია, რომელიც შოკოლადის ხის ნაყოფისგან მიიღება. მას იყენებენ კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიაში, საკონდიტრო სფეროსა და მედიცინაში. მცენარეულ ცხიმს იყენებენ სუპოზიტორებისა და მალამოების ფუძედ.

კაკაოს ცხიმს გააჩნია შოკოლადის მკვეთრი სუნი, თეთრი ფერი და მტვრევადი ტექსტურა. გამოყენების წინ უნდა გავეცნოთ ინსტრუქციას, რადგანაც ზოგიერთი მწარმოებელი მას კოსმეტიკური მიზნებისთვის უშვებს და შინაგანად მიღება არ შეიძლება.

კაკაოს ცხიმის შემადგენლობაშია:

• ვიტამინები;

• პალმის, ლაურინის და ოლეინის მჟავები;

• მინერალები;

• ტრიგლიცერიდები;

• მთრიმლავი ნივთიერებები.

კაკაოს ცხიმის მოქმედების მექანიზმია:

• ხველების საწინააღმდეგო;

• ამოსახველებელი;

• ტკივილგამაყუჩებელი;

• ანთებისსაწინააღმდეგო;

• დამარბილებელი და ამომფენი;

• იმუნომასტიმულირებელი;

• შემახორცებელი.

ხველების საწინააღმდეგო ეფექტს განაპირობებს მასში არსებული თეობრომინი. მის სინთეზურ ანალოგებს შეიცავს ბრონქიტის, ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის და ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები.

როგორ უნდა მივიღოთ კაკაოს ცხიმი ხველების დროს.

კაკაოს ცხიმი ხელს უწყობს ნახველის გამოყოფასა და ხახის ლორწოვანი გარსის შეხორცებას. ამომფენი მოქმედების ხარჯზე ქვეითდება ტკივილის სინდრომი.

კაკაოს ცხიმისგან ხველების წამლის მომზადება შემდეგ რეცეპტებითაა შესაძლებელი:

1. რძით. 1 ჩაის კოვზი ცხიმი დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა რძეს და გავაცხელოთ ორთქლის აბაზანაზე. თუ არ არის ალერგიის საშიშროება, შეიძლება დავამატოთ თაფლიც. დღის განმავლობაში საჭიროა 3-6 ჭიქა რძის მიღება.

2. შოკოლადით. ¼ შოკოლადის ფილა და 1 სუფრის კოვზი კაკაოს ცხიმი გავათბოთ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი თბილი რძე. ერთჯერადად დასაშვებია მხოლოდ 2 სუფრის კოვზამდე ამ ნარევის მიღება დღეში 6-ჯერ.

3. პროპოლისით. კაკაოს ცხიმი გაადნეთ და შეურიეთ დაქუცმაცებულ პროპოლისს 10:1 (10 წილი კაკაოს ცხიმი, 1 წილი პროპოლისი)თანაფარდობით, გააციეთ და მიიღეთ ნარევის 0,5 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

4. სუფთა სახით. კაკაოს ცხიმის მცირე ნატეხი გაწუწნეთ კანფეტივით დღეში 5-6-ჯერ. ამგვარი გამოყენებისას მცირდება გამაღიზიანებელი მშრალი ხველა და მსუბუქდება ყელის ტკივილი.

5. მასაჟი. კაკაოს ცხიმით დაიზილეთ ფილტვების არე. ეს მნიშვნელოვანდ გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ადამიანის მდგომარეობას.

6. ცხვირის ლორწოვანზე წასმა - ეს მეთოდი ეფექტურია გაციებისას და ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

7. ინჰალაცია. ჩაის ხის, კაკაოს ეთერზეთებთან ერთად კაკაოს ცხიმის ნარევის ინჰალაცია სწრაფად განკურნავს ხველას.

უკუჩვენება:

კაკაოს ცხიმი ნატურალური პროდუქტია და უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები თითქმის არ გააჩნია, თუმცა, ნებისმიერი მკურნალობის დროს უნდა გაითვალისწინოთ მითითებები და რეკომენდაციები. ზოგიერთ შემთხვევაში კაკაოს კარაქის გამოყენება არ შეიძლება. მაგალითად ორსულობის დროს კაკაოს ცხიმი არ არის რეკომენდებული, რადგან კაკაო ძლიერი ალერგენია და ორსულობის დროს ქალის სხეულის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად იზრდება.

არ გამოიყენოთ კაკაოს ცხიმი, თუ გაქვთ

• მაღალი ტემპერატურა;

• მაღალი წნევა;

• შაქრიანი დიაბეტი;

• სიმსუქნე;

• ალერგია

• ორსულობა.

ხველის მკურნალობა ბავშვებში

კაკაოს ცხიმის მიცემამდე კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაივლით ექიმთან და შეათანხმებთ დოზირებას. ბავშვი სიამოვნებით დალევს შოკოლადის რძეს, რომლის მოსამზადებლადაც საჭიროა 0,5 ჩაის კოვზი ცხიმი და ნახევარი ჭიქა თბილი რძე. თუ არ აღინიშნება თაფლზე ალერგია, შესაძლებელია მისი დამატებაც. ნარევის მიღების შემდეგ უმჯობესია ბავშვის თბილად ჩაწვენა.

ლალი ჩხიკვაძე