რამდენად ეფექტურია ხალხური მეთოდები გაციების წინააღმდეგ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად ეფექტურია ხალხური მეთოდები გაციების წინააღმდეგ?

განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ, ამიტომ ყველა ერის თუ ოჯახის ტრადიციაში შემონახულიაგაციების და გრიპის საწინააღმდეგო უძველესი ხალხური მეთოდები, ყოველი მომდევნო თაობის გამოცდილება იწყება ამ სიტყვებით: "ბებიაჩემი ასე აკეთებდა...."

არის თუ არა იმის მტკიცებულება, რომ ქათმის ბულიონი ან ნიორი გაციებას შველის?

ყოველი ხალხური მეთოდის საფუძველში დევს ის, რომ ესა თუ ის საშუალება ამაღლებს იმუნიტეტს.

როდესაც ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება ვირუსი, მას ებრძვის ორი სისტემა: მებრძოლი იმუნიტეტი ცდილობს განდევნოს შემოჭრილი უჯრედები, ხოლო შეძენილი იმუნიტეტი აბრკოლებს იმ პათოგენებს, რომლის მიმართაც უკვე აქვს ბრძოლის გამოცდილება, პარალელურად, იმახსოვრებს ახალ მტერს, რომ მომავლისთვის მზად იყოს მასთან საბრძოლველად.

სწორედ ამიტომაც ზოგიერთი ვირუსით მხოლოდ ერთხელ ვხდებით ავად(მაგ.ჩუტყვავილა), თუმცა გაციება ხშირად გვიმეორდება, რადგან როდესაც ავადმყოფიდან ავადმყოფზე გადადის, ვირუსი იცვლის ხასიათს, განიცდის მუტაციას, ჩვენი იმუნიტეტი კი ვეღარ ცნობს და ხელმეორედ იწყებს ბრძოლას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს.

"თუ ჩვენს ორგანიზმს აკლია რაიმე ვიტამინი ან მინერალი, დამატებით მიღებულ რაიმე პროდუქტს, რომელიც გაციების წინააღმდეგ არის მიჩნეული, არავითარი ეფექტი არ ექნება" - აღნიშნავს ჩარლზ ბენგემი ლონდონის ინფექციური დაავადებების საიმპერიო კოლეჯიდან.

მიუხედავად ამისა, რაციონში დამატებული ზოგიერთი პროდუქტი ეფექტურია გაციების წინააღმდეგ.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის ნიორი. კვლევაში მონაწილოებდა 146 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობდნენ ან პლაცებოს ან ნივრის კაფსულებს ზამთრის პერიოდში 12 კვირის განმავლობაში.

ჯგუფში, რომელიც იღებდა პლაცებოს, დაფიქსირდა 65 გაციება, რაც მთლიანობაში 366 დღე იყო, ხოლო იმ ჯგუფიდან, რომელიც იღებდა ნიორს, გაცივდა მხოლოდ 24(საერთო ჯამში 111 დღე).

კიდევ ერთი დამატება, რომელსაც ბოლო წლებია გაციების წინააღმდეგ ვიყენებთ, ეს არის ვიტამინი C, არსებობს 29 კვლევის შედეგები, თუმცა არცთუ სახარბიელო.

აღმოჩნდა, რომ ვიტამინი C არცთუ ისე ეფექტურია გაციების წინააღმდეგ - ბავშვებს ავადობის ხანგრძლივობა შეუმცირდათ 14%-ით, ხოლო ზრდასრულებს მხოლოდ 8%-ით.

თუმცა მკვლევარებმა ისიც დასძინეს, რომ ეს არ ნიშნავს, უარი ვთქვათ C ვიტამინზე, მისი მიღება მაინც რეკომენდებულია.

კიდევ უფრო ცუდად არის საქმე ფორთოხლის წვენზე, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ფორთოხლის წვენი ამსუბუქებს გრიპის სიმპტომებს, ან ამცირებს ავადმყოფობის პერიოდს.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება გაციების წინააღმდეგ, ეს არის თუთია, მისი ეფექტურობა კვლევებმა დაადასტურა - თუთიის კარამელი 22%-ით ამცირებს ცემინებას და 50%-ით - ხველას.

თუ 80 მილიგრამიან კარამელის თუთიას ჩავწუწნით გრიპის სიმპტომების პირველსავე დღეს, შეიძლება საერთოდ თავიდან ავიცილოთ გაციება, ხოლო ვინც აგრძელებდა თუთიის კარამელის მიღებას, სამჯერ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

და ბოლოს, მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, ვიტამინები და მინერალები ბუნებრივად მივიღოთ(მათ შორის ვიტამინი C-ც) ვიდრე აბების სახით.

წყარო