მანდარინის ქერქში შემავალი ეთერზეთები ხსნის დაღლილობას, გაღიზიანებადობას, შიშის განცდას, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასევე გამოირჩევა მატონიზებელი ეფექტით, ებრძვის ნაოჭებს, ეფექტურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისათვის.
როდის შეიძლება მანდარინის ქერქის გამოყენება
ბრონქიტის დროს:
აიღეთ სამი სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული მანდარინის ქერქი, დაასხით 2 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 საათი და გადაწურეთ. დაამატეთ ცოტაოდენო
მშრალი ხველის დროს:
მანდარინის ქერქის ნაყენი ნახველის გათხევადების და გამოყოფისათვის საუკეთესო საშუალებაა. აიღეთ ერთი მანდარინის წვრილად დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა არაყი, გააჩერეთ ბნელ ადგილას ერთი კვირა. მიიღეთ 20-20 წვეთი დღეში სამჯერ ჭამის წინ.
გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების წინ მანდარინის ქერქი კარგად უნდა გარეცხოთ, რადგან კანზე არის ბაქტერიები, პარაზიტები და სხვადასხვა არასასურველი ნივთიერებები.
თინათინ გოცაძე