რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებათა და გაცხიმოვნების სამკურნალო კომბოსტოს ბურახი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებათა და გაცხიმოვნების სამკურნალო კომბოსტოს ბურახი

რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებათა და გაცხიმოვნების სამკურნალო კომბოსტოს ბურახი
კომბოსტოს ბურახი, მარილის გარეშე მომზადებული, მეტად სასარგებლო პროდუქტია, რადგან ნატურალური ფერმენტაციის პროცესში ის მდიდრდება სასარგებლო სიმბიოზური ბაქტერიებით. აღნიშნული სასმელი ფაქტობრივად უნიკალური პრობიოტიკია, სასარგებლოა გაცხიმოვნების, რევმატიზმის, კუჭისა და შარდის ბუშტის დაავადებათა დროს.

კომბოსტოს ბურახი მდიდარია B12, E, C, K და სხვა ვიტამინებით, მიკროელემენტებით, კერძოდ კალციუმით. შეიცავს რძის მჟავას, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ანტიოქსიდანტია, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
კომბოსტოს ბურახი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სამკურნალო და საპროფილაქტიკო საუკეთესო საშუალებაა. აღნიშნული სასმელი მდიდარია Y ვიტამინით, რომელიც წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინად არის აღიარებული. მისი აქტიური ნივთიერებები აღადგენს ღვიძლის უჯრედებს, გამოირჩევა ნაღველმდენი
ეფექტით, წმენდს სისხლძარღვებს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციობას.
სასმელი გამოირჩევა მცენარეული ფერმენტებით, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ფაქტობრივად, ბიფიდუმბაქტერინის საუკეთესო ანალოგია, შეიცავს ნაწლავისათვის სასარგებლო ბაქტერიებს, აძლიერებს იმუნიტეტს.

მომზადების წესი:

აიღეთ 1 კგ თეთრთავა კომბოსტო, მსხვილად დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში; დაასხით 1,6 ლიტრი გაფილტრული წყალი, კარგად
დააბლენდერეთ, გადმოასხით 3-ლიტრიან ქილაში, მნიშვნელოვანია, რომ ქილაში ჰაერისათვის დარჩეს ადგილი. დაამატეთ 3 დაფნის ფოთოლი, 1 სადილის კოვზი კამის თესლი, დაახურეთ ქსოვილი ან ქაღალდის ხელსაწმენდი, დადგით ბნელ ადგილზე ოთახის ტემპერატურის პირობებში, ყოველ 12 საათში ერთხელ ურიეთ.

თავდაპირველად არასასიამოვნო სუნს შეიგრძნობთ, მასა მოცულობაში მოიმატებს და ბუშტუკებსაც ამოუშვებს - ეს ნორმალურია. 2-3 დღეში კომბოსტოს მწნილის სუნს შეიძენს, დუღილის მანიშნებელი ბუშტუკებიც გაქრება.
ამის შემდეგ მასა გადაწურეთ დოლბანდის რამდენიმე შრეში და მიღებული სითხე მაცივარში შეინახეთ.
დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 0,5-1 ჭიქა დღეში სამჯერ.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
გთავაზობთ იმუნიტეტის გასაძლიერებელ რეცეპტებს თამარ მამაცაშვილის წიგნიდან "კარაბადინი":
ჩაიარა ზამთარმა და სისხლნაკლებობისადმი მიდრეკილ ადამიანებს ჩვეული ანემია დაეწყოთ.
უკანასკნელ ხანს, ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ, საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიმართავს ხალხურ მედიცინას,
მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადება ინტერნაციონალურია, ამიტომ მთელ მსოფლიოში, იქაც კი, სადაც ზამთარი ჩვენი ზაფხულის მსგავსია,
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ შოკოლადი საუკეთესოდ ამარცხებს ხველას, ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე პრეპარატები. ექსპერიმენტის მონაწილეებს
ათეროსკლეროზის განვითარების შეჩერებაში პროპოლის-ნივრის ბალზამი დაგეხმარებათ:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად