როგორ მოვამზადოთ კამის წყალი შებერილობის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ კამის წყალი შებერილობის სამკურნალოდ

პათოლოგიების სამკურნალოდ, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დასაამებლად დიდი პოპულარობით სარგებლობს კამა. ნაყენისა და ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც თესლი, ასევე ნაყოფი და ფესვი. მეტეორიზმის სამკურნალოდ რეკომენდებულია მცენარის როგორც ახალმოკრეფილი, ასევე გამომშრალ-გამხმარი მიწისზედა ნაწილის გამოყენება.

ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი (დაახლოებით 8-10 გ) გამომშრალი კამა, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს, გადაწურეთ და მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ბავშვისთვის მოამზადეთ ყოველდღიურად ახალი ნაყენი, ამიტომ აჯობებს ინგრედიენტები ნახევარ-ნახევარი დოზით გამოიყენოთ: 1 ჩ.კ კამა 250 მლ წყალზე.

უფროსებისთვის მოამზადეთ ასევე შემდეგი ნაკრებები

• მეტეორიზმის საწინააღმდეგოდ კარგია გვირილისა და ფარსმანდუკის ნარევი.

• აურიეთ ერთმანეთში ასფურცელა (ნაყოფი) - 4 წილი, ბაღის პიტნა (ფოთოლი) - 3 წილი, კამა (თესლი) - 3 წილი, კატაბალახა (ფესვი) - 2 წილი. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათს მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ნახევარი ჭიქა.

• აიღეთ 20-20 გრამი კრაზანა (ბალახი), ფარსმანდუკი (ბალახი), ბერულა (ბალახი), ერთმანეთში აურიეთ, 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.