როგორ მოვამზადოთ კამის წყალი შებერილობის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

როგორ მოვამზადოთ კამის წყალი შებერილობის სამკურნალოდ

როგორ მოვამზადოთ კამის წყალი შებერილობის სამკურნალოდ
ხალხურ მედიცინაში მეტეორიზმის სამკურნალოდ, მადის აღსაძვრელად, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების სამკურნალოდ, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დასაამებლად დიდი პოპულარობით სარგებლობს კამა. ნაყენისა და ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც თესლი, ასევე ნაყოფი და ფესვი. მეტეორიზმის სამკურნალოდ რეკომენდებულია მცენარის როგორც ახალმოკრეფილი, ასევე გამომშრალ-გამხმარი მიწისზედა ნაწილის გამოყენება.

ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი (დაახლოებით 8-10 გ) გამომშრალი კამა, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს, გადაწურეთ და მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ბავშვისთვის მოამზადეთ ყოველდღიურად ახალი ნაყენი, ამიტომ აჯობებს
ინგრედიენტები ნახევარ-ნახევარი დოზით გამოიყენოთ: 1 ჩ.კ კამა 250 მლ წყალზე.


უფროსებისთვის მოამზადეთ ასევე შემდეგი ნაკრებები

• მეტეორიზმის საწინააღმდეგოდ კარგია გვირილისა და ფარსმანდუკის ნარევი.
• აურიეთ ერთმანეთში ასფურცელა (ნაყოფი) - 4 წილი, ბაღის პიტნა (ფოთოლი) - 3 წილი, კამა (თესლი) - 3 წილი, კატაბალახა (ფესვი) - 2 წილი.
აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათს მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ნახევარი ჭიქა.
• აიღეთ 20-20 გრამი კრაზანა (ბალახი), ფარსმანდუკი (ბალახი), ბერულა (ბალახი), ერთმანეთში აურიეთ, 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-11-2019
მადონა
ბავშვისთვის რამდენი თვიდან შეიძლება კამის ნახარში
თარიღი : 03-11-2018
მარინა
დიდი მადლობა ამდენი კეთილი რჩევისთვის. მედიკამენტების ასეთი სიძვირის დროს ნამდვილად დიდ სიკეთეს აკეთებთ, რომ ასეთ იაფად დასამზადებელ და თან არაქიმიური წამლების რეცეპტებს გვაწვდით.
მსგავსი სიახლეები
მეტეორიზმის დროს ბევრი ქრონიკულად და დიდი დოზებით იყენებს ნახშირს, რა უნდა გაითვალსიწინოთ: ნახშირი სამკურნალო საშუალება
28-02-2018
კატეგორიის სხვა სტატიები
წყლული არის ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რომელიც სხვადასხვა არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით ვითარდება.
სამსახურის საქმეებს სათანადოდ ვეღარ ვასრულებ, ამას უკვე ყველა ამჩნევს - ძილით გამოწვეულ პრობლემებს ხალხური რეცეპტები შესანიშნავად უმკლავდებიან.
ოხრახუში, რომ სისხლძარღვთა გასაწმენდად სასარგებლოა ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მრავალ სხვა ბუნებრივ კომპონენტს შეუძლია აგარიდოთ თრომბები თავიდან. ჩაინიშნეთ რეცეპტები:
თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების მკურნალობა, როგორც წესი, მეტისმეტად გვიან იწყება ხოლმე.
მუხა წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთლოვანი ხეა. ის ყვავილობას 30-40 წლის შემდეგ იწყებს და საშუალოდ 400-500 წელი ცოცხლობს.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად