ხალხური საშუალებები

რა შეუძლია ხახვის წვენს

რა შეუძლია ხახვის წვენს
ხახვის წვენი უნივერსალური საშუალებაა, მეტად სასარგებლო და აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, რადგან ხახვი მდიდარია დიეტური ბოჭკო-ინულინით. ეს უკანასკნელი ნაწლავთა ჯანმრთელი ბაქტერიებისათვის საკვები ნიადაგია.

ხახვი შეიცავს ნატურალურ ანტიჰისტამინურ საშუალება - კვერცეტინს, რომელიც აფერხებს ასთმისა და სხვა ალერგიული პროცესების განვითარებას. კვერცეტინი ადვილად აბსორბირდება ორგანიზმის მიერ და ხანგრძლივად რჩება ქსოვილებში, ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილი იგივე ანტიჰისტამინური საშუალება.

ხახვის წვენი ეფექტურია გაციებისა და რესპირატორული დარღვევებისას. საქმე ისაა, რომ ხახვი აფერხებს სასუნთქ გზებში ლორწოს ფორმირებას, რითაც ეხმარება ჰაერგამტარ
გზებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ხახვი სასარგებლოა ძვლების სიმტკიცისთვისაც. კვლევებით დადასტურებულია, რომ მისი კომპონენტები ძვლოვანი ქსოვილიდან მინერალების გამორეცხვას აფერხებს. ამასთან, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას.
ხახვის წვენი სასარგებლოა თმისთვის, შეიცავს რა გოგირდს, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნუტრიენტია თმის ზრდისათვის.

ხახვის წყალობით სისხლში შაქრის დონე იკლებს. ეს მასში უხვად წარმოდგენილი ქრომისა და ალილ
პროპილ დისულფიდის დამსახურებაა.

ხახვის წვენის რეგულარულად გამოყენება (ქრომის, გოგირდისა და B ვიტამინის შემცველობის წყალობით) აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულის ფუნქციობაზე.
ხახვი შეიცავს რამდენიმე ტიპის სულფიდს, რომლებიც ხელს უშლის ორგანოებში სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ხახვს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს, რითაც პირის ღრუს ლორწოვანს ინფექციებისგან იცავს.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
იცით, რომ 100 გრამი იოგურტი 10 გრამ შაქარს შეიცავს და თუ მას ბავშვი რეგულარულად მიირთმევს, წონის
24-10-2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22-10-2018
მედიკოსებს ადამიანზე ცხოველის დადებითი გავლენა არაერთხელ აღუნიშნავთ. მეცნიერებმა შეადგინეს ადამიანის
11-10-2018