აპიტოქსინოთერაპია შესაძლოა ფატალურად დასრულდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აპიტოქსინოთერაპია შესაძლოა ფატალურად დასრულდეს

ნემსის მაგივრად ცოცხალი ფუტკრები გამოიყენება, რომლებსაც სხულის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში შხამი შეჰყავთ. ასეთი თერაპიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ასე შეიძლება სხვადასხვა დაავადების განკურნება, ართრიტიდან კიბომდე. თუმცა მისი ეფექტურობის მეცნიერული დასაბუთება ურთიერთგამომრიცხავი და მწირია.

მადრიდის საავადმყოფოს Ramon y Cajal University Hospital ექიმებმა ჟურნალში Journal of Investigational Allergology and Clinical Immunology გამოაქვეყნეს სტატია 55 წლის პაციენტზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში რეგულარულად გადიოდა აპიტოქსინოთერაპიის კურსს, რომელსაც ძალიან კარგად იტანდა. ასეთი თერაპიით ის ცდილობდა კუნთურ სპაზმებთან და სტრესთან გამკალვებას. ამასთან, ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო და არასოდეს აწუხებდა ალერგია. თუმცა, მორიგი პროცედურისას, ფუტკრის კბენისთანავე, პაციენტს განუვითარდა ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა და დაკარგა გონება. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, რამოდენიმე კვირაში ქალბატონი პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.

როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ ალერგიული რეაქციაორწლიანი თერაპიის შემდეგ განვითარდა. საქმე ისააა, რომ ალერგენის განმეორებითი მოქმედებისას (მოცემულ შემთხვევაში ფუტკრის შხამი) მძიმე რეაქციის რისკიმნიშვნელოვნად იზრდება.

ლალი ჩხიკვაძე