დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
30 წლის შემდეგ წელიწადში თითქმის 3-4-ჯერ მაინც მიხდებოდა სამედიცინო ბიულეტენის აღება რადიკულიტით

გამოწვეული წელის საშინელი ტკივილის გამო.

6 წელი გრძელდებოდა ეს მდგომარეობა, ვიდრე მისგან თავდასაღწევი წამალი არ მასწავლეს:

  • აიღეთ 50 გრამი ძმარი, 1 კვერცხი ნაჭუჭიანად, თითო-­თითო სადილის კოვზი შავი ხორბლის ფქვილი, კარაქი და ნატურალური თაფლი. ყველაფერი მინის ქილაში მოათავსეთ, თავზე მჭიდროდ დააფარეთ და შედგით ბნელ კარადაში. კვერცხის ნაჭუჭი გალღვება და გაიხსნება ძმარში. შემდეგ პოლიეთილენის 10სმX10სმ-ზე ზომის პარკს არცთუ სქელ ფენად წაუსვით ეს წამალი და დაიდეთ ხერხემალზე, მტკივნეულ ადგილას. შემდგომ შემოიხვიეთ
    ე.წ. ვაფლის პირსახოცი. წოლა საჭირო არ არის, სახვევი ერთ საათამდე მაინც უნდა გაიჩეროთ. მოხსნის ზემდეგ კანზე თუ თეთრ ბუშტუკს შეამჩნევთ, არ შეშინდეთ, ეს მინიმალური დამწვრობაა, რომელიც მალევე შეხორცდება. პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ, ვიდრე ტკივილი გაგივლით და შვებას იგრძნობთ.

ტანია გაჩეჩილაძე, თერჯოლა


შემოდგომის დეპრესია ვერაფერს დაგაკლებთ


თუ შემოდგომის დეპრესია სეზონზე თავს გახსენებთ, ამ სამკურნალო საშუალების გამოცდას გირჩევთ:

  • აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და შემდეგ ერთმანეთში აურიეთ. მცენარეთა ნაკრების 4 ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათით და შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ დალევაზე. სასურველია, თუ მას დღეში 3-ჯერ მაინც მიიღებთ. მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარია ისეთი ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს ენერგიასა და ამტანობას უბრუნებს, ამიტომ დეპრესია მას ვეღარაფერს აკლებს;
  • დეპრესიის დამარცხება ასეც სცადეთ: 2 ჩაის კოვზ პილპილის მარცვალს დაასხით 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათით ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგმის შემდეგ ისევ ნახევარი საათით დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ. მიღებული ნახარში დალიეთ დღეში 2-ჯერ. კურსი 10-დღიანია.

თამარ ღამბაშიძე, ჩოხატაური
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
ესპანელმა ფიზიოლოგებმა გაარკვიეს, რომ ადამიანის ემოციური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაწლავურ
23-07-2019
თუ ზამთარში ადვილად იღლებით, უგუნებობასა და უენერგიობას უჩივით,
05-02-2019
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
17-04-2019
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად