დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
დედათა წესის თანმდევი დისკომფორტისგან კომბოსტო და იოდის ბადე გიხსნით

მენსტრუალური ციკლის დაწყების შემდეგ, კრიტიკულ დღეებში ყოველთვის აუტანელი ტკივილი მაქვს.


მივხვდი, რომ ტკივილგამაყუჩებლებით ღვიძლსა და თირკმელებს დავიზიანებდი, ამიტომ საშველად მეგობრებს მივმართე. არჩევანი კომბოსტოსა და იოდის ბადეზე შევაჩერე და ამის შესახებ მინდა ყველამ იცოდეს:


ლალი მაისურაძე, რუსთავი


შემოდგომის ბოლოს კანის მოვლის დრო დგება

შემოდგომის მიწურულს, როდესაც სოფლად გლეხები მთელი წლის ნაშრომს დააბინავებენ, თითქმის ყველას ერთი პრობლემა აქვს – ხელებზე, ზოგს კი ქვედა კიდურებზეც, შრომისგან დახეთქილი კანი.

სწორედ მათ მინდა ეს მარტივი და ნაცადი წამალი შევთავაზო:

ნ ასეთ შემთხვევებში ძლიერ გამოგადგებათ ჭინჭრის ნაყენი, ასევე ნახარში, ოღონდ ორივე ცხელი უნდა დალიოთ. 30 გრამ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთით, ეს ნაყენი უნდა სვათ დღეში 2-3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.
ნ სცადეთ კომშიც - 100 გრამ კომშის თესლს უნდა დაასხათ 200 გრამი წყალი, დადგით და დააცადეთ, ვიდრე ლორწოვანი მასა არ წარმოიქმნება, სწორედ ეს მასა უნდა წაისვათ დახეთქილ უბნებზე, შეგიძლიათ დალიოთ კიდეც.
ნ აიღეთ 500 გრამი მუხის ქერქი და დაასხით 4-5 ლიტრი წყალი. ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, ზედა კიდურებს უნდა ჩაუტაროთ ამ ნახარშის აბაზანები, კარგია მასში დასველებული ნაჭრის დაზიანებულ კანის უბნებზე დადებაც.
ნ დაზიანებულ კანზე შეგიძლიათ დაიდოთ მწვანე ხახვი ან დაამზადოთ კალენდულას წამალი: 2 სადილის კოვზ კალენდულას დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში და გადაწურეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქის ოდენობით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე, 2-3 კვირის განმავლობაში.

დოდო ლალიაშვილი, რკონი


ალერგიის გამო გაწითლებული ცხვირის ნუღარ შეგრცხვებათ

თუ ალერგიული ხართ და ალერგიის ყოველი გამწვავება წითელი ცხვირით გამოვლინდება, გირჩევთ უხერხულობისგან თავი ასეთი საშუალებებით იხსნათ:

ნ თუ ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (არა ქუჩაში გასვლის წინ) ის ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით გაიწმინდეთ.
ნ წითელ ცხვირზე კვირაში 2-3-ჯერ მონაცვლეობით შეგიძლიათ დაიდოთ გვირილის ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივ ნახარშში დასველებული საფენები. გვირილის ნახარში კი ასე უნდა მომზადდეს: 1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთით, გააციცეთ და გადაწურეთ.
ნ აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი და დაუმატეთ მისი რაოდენობის ნახევარი წყალი. დაასველეთ რამდენიმე ფენა დოლბანდი ამ სითხეში, მსუბუქად გაწურეთ და ისე დაიდეთ შეწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).

ტატო სირბილაძე, ოზურგეთი


შემოდგომისეულ სახსრის ტკივილებს დაფნა და ნიახური შველის

მათ, ვისაც შემოდგომაზე ქრონიკული სახსრის ტკივილები ახსენებს თავს, მინდა დაფნისა და ნიახურის შესახებ ვურჩიო, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, როგორც უშუალოდ ტკივილისას, ისე პროფილაქტიკისთვის ტკივილის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე:

ნ ამისთვის აუცილებელია რამდენიმე დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი ჩადოთ ემალის ჭურჭელში და დაასხათ 300 მლ წყალი, ადუღოთ რამდენიმე წუთით და მოათავსოთ თერმოსში 6 საათის განმავლობაში. ეს ნახარში უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით 12 საათის მანძილზე ყლუპებით, 15-წუთიანი შესვენებით (დიდი დოზით მიღება არ შეიძლება), განაგრძეთ 3 დღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

მკურნალობის დროს ძლიერდება შარდვა, შარდი ხდება ვარდისფერი და ამან არ შეგაშინოთ.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, სახსრებისთვის არასასურველი პროდუქტები გამორიცხეთ მენიუდან.

ნ ნიახურით სახსრების სამკურნალო წამლის მოსამზადებლად კი კარგად გარეცხილი ნიახური ძირებიანად უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწუროთ. მიღებული მასა 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა მიირთვათ. ამასთანავე დარჩენილი ჩენჩოები შეგიძლიათ შეათბოთ, დაიდოთ მტკივან სახსარზე და შეიხვიოთ. გაიჩეროთ 1 საათით. 3-4 ასეთი პროცედურის შემდეგ ტკივილი საერთოდ ქრება.

ეს საშუალება ეფექტიანია მათთვის, ვისაც ძვლოვანი, ან პოდაგრული წანაზარდები აქვს ხელისა და ტერფის თითებზე.

ნიახურის ნახარში კარგია ქრონიკულად დაავადებული შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის, ღვიძლისა და პანკრეასისთვისაც.

მარიეტა ჩაჩიბაია, ხობი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჯანსაღი კვების სპეციალისტები ამ დარგის ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად მიიჩნევენ, რომ 40 წლის შემდეგ ორგანიზმში
12-08-2019
წელიწადის ცივი დრო კანის განსაკუთრებულ მოვლას გვავალდებულებს.
05-12-2018
გარემოს ზემოქმედებას ნორმალური ტიპის კანიც კი ყოველთვის მძაფრად განიცდის.
05-11-2018
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თმის ცვენა საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო, ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი რომ ვერ ვნახე,
ახალი წლის დღესასწაულების კვალი საკმაოდ დიდხანს მიჰყვება ჩვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელ სისტემას.
გარკვეული მდგომარეობის გამო ანემია მქონდა. მეგობრის დედამ დამიმზადა ჰემოგლობინის ასაწევი ნაყენი:
რამდენიმე წლის წინ დამეწყო თმის ცვენა. მეგობარმა მასწავლა ნაყენის დამზადება, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა:
ევკალიპტის ყელის სავლები
თმის ცვენა საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო, ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი რომ ვერ ვნახე,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად