დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
ნაღვლის ბუშტი ასე მოვათვინიერე

ქოლეცისტიტის სამკურნალო უამრავი საშუალება გამოვცადე, მაგრამ რატომღაც - ყველა უშედეგოდ. შემთხვევით მატიტელას ფესვის სამკურნალო თვისებების შესახებ შევიტყვე.


  • წამლის დასამზადებლად დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი. ფესვიანი ჭურჭელი შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 15 წუთით, გადმოდგით და გადაწურეთ. წამალიც მზად არის.

ის უნდა სვათ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 1 სადილის კოვზის ოდენობით. 2-3 კვირის შემდეგ საგრძნობი შვება უნდა იგრძნოთ, შეტევები უნდა გაიშვიათდეს და ბოლოს სულ გაქრეს.

მატიტელას ბალახისა და ფესვის ხანგრძლივად გამოყენებით
სუფთავდება ნაღვლის სადინარები, ღვიძლი და თირკმლებიც კი.

ამგვარი 6-თვიანი მკურნალობით ქოლეცისტიტი თავს აღარ მახსენებს. მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებას ექოსკოპიური კვლევაც მიდასტურებს.

ტატო ლაშხი, ამბროლაური



სალათები პროსტატის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

ჩემი მეუღლე ქიმიური პრეპარატებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. ამიტომ, როდესაც წინამდებარე ჯირკვლის პრობლემა შეექმნა, ხალხურ მედიცინას მივმართეთ და მცენარეული “წამლებით”
- ჩვეულებრივი სალათებით დავიწყეთ მკურნალობა.

მათი მომზადების წესს თქვენც გიზიარებთ:

  • პირველი სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ - კომბოსტო, ისპანახი, რამდენიმე ცალი პომიდორი და თალგამის პატარა თავი. ყველაფერი დაჭერით და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი მარილი და ზეთი დაუმატოთ. სხვა სანელებლებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
  • მეორე სალათის მოსამზადებლად 4-6 ცალი სტაფილო და 1 მოზრდილი კონა ოხრახუში ასევე წვრილად დაჭერით და პირველი სალათის მსგავსად შეაზავეთ. სალათების ჭამა აუცილებელია ყოველდღიურად. ამგვარი ერთთვიანი “დიეტის” შემდეგ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და შედეგებითაც ორივენი კმაყოფილი ვართ.

მ. კ. ლანჩხუთი


რადიკულიტს თავს ნუ დაატანჯვინებთ

ახალგაზრდობისას მძიმე ფიზიკური შრომა მიწევდა, სიმძიმეების აწევა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, ამიტომ დიდად არც გამკვირვებია, 40 წლის ასაკში რადიკულიტი რომ განმივითარდა და მისთვის თანმდევი გაუსაძლისი ტკივილებიც დამეწყო.

არ ვიცი, როდემდე გასტანდა ჩემი აუტანელი მდგომარეობა, მეგობარს უებარი წამლის რეცეპტი რომ არ ესწავლებინა:

  • წამლის დასამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთლები (მცენარის ასაკი 3 წელი მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო. ალოეს ფოთლები ჩადეთ პოლიეთილენის პარკში, გააჩერეთ მაცივარში 7 დღე, შემდეგ დაანაწევრეთ წვრილად და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას დადგით 5 დღით.

ამის შემდეგ წამალი მზად არის, ის 1 თვის განმავლობაში უნდა დალიოთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით დილით, შუადღისას, საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე.

1 თვის შემდეგ წამალი 1 სადილის კოვზით 3-ჯერ დღეში უნდა დალიოთ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ორი კვირის შემდეგ ტკივილები უფრო და უფრო გაიშვიათდა, ბოლოს კი საერთოდ გაქრა.

ამირან ენუქიძე, ამბროლაური



როცა ცხვირი მუდმივად გაჭედილია


ბავშვობაში გამრუდებული ძგიდის გამო მოზრდილობაში ცხვირი მუდმივად მეჭედებოდა. თავიდან მხოლოდ ცივ ან წვიმიან ამინდებში, მოგვიანებით კი მთელი წლის პრობლემად იქცა. ასაკის გამო ოპერაციაზე თავს ვიკავებდი, არც სპეციალისტები მაძლევდნენ სრული გამოჯანმრთელების გარანტიას, ამიტომ ხალხურ საშუალებებს მივმართე.

ყველაზე მარტივად დასამზადებელი წამლით დავიწყე, რომელიც საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა.

გაჭედილ ცხვირს შველის მიხაკის ნაყენი, ის ასე მზადდება:

  • 1 ჩაის კოვზი მიხაკის თესლი ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით ადუღებული წყალი, დადგით მანამ, ვიდრე წყალი არ გაყავისფრდება. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი მოათავსეთ მინის ჭურჭელში. როგორც კი ცხვირით სუნთქვა გაძნელდება, უნდა ჩაიწვეთოთ თითოეულ ნესტოში 2-2 წვეთი, რაც შეიძლება ხშირად დღის განმავლობაში.

გიორგი ლეჟავა, თბილისი
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 30-08-2018
ანი
მატიტელა გასტრიტსაც შველის,მხოლოდ სისხლს ასქელებს და 10 დღის შემდეგ ცოტა დაისვენეთ სანამ გაიმეორებთ.უკეტესია თუ პარალელურად თუ ლიმონს იხმარებთ სისხლის გასათხელებლად.
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
ყველა მცენარეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომელთა
29-03-2019
ეს საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც შეიძლება გამოიყენოთ.
07-11-2018
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად