დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
სიცხეში ქვედა კიდურების შეშუპება ნუღარ შეგაშინებთ

ხალხური მედიცინა ქვედა კიდურების შეშუპების დროს სელის თესლის ნახარშის დალევას გვირჩევს, რომელიც ასე უნდა მომზადდეს:


  • 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთით. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათი დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. გემოს გასაკეთილშობილებლად შეგიძლიათ ნახარშში ლიმონის წვენი დაამატოთ. ნახარში უნდა მიიღოთ ცხელი, ნახევარი ჭიქის ოდენობით, 3-4-ჯერ დღეში.
  • ამავე მიზნისთვის კარგია შავბალახას ნაყენისა და თირკმლის ჩაის დალევა. ამ ორი მცენარის ნაყენი შესანიშნავად დევნის ორგანიზმიდან ჭარბ
    სითხეს, აქრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. მის მოსამზადებლად აიღეთ ამ ორი მცენარის ნარევი 5 გრამის ოდენობით და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, შეათბეთ 5 წუთით წყლის ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 4 საათი თერმოსში. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.

კურსი 2 კვირიდან ორი თვეა.

ლამარა
თავაძე, სამტრედია



ტროპიკულ წყლულს კალანქოე მოგირჩენთ

კალანქოეს ფოთლების წვენი ტროფიკული წყლულის მკურნალია. ამაში დარწმუნდებით, თუკი ტროფიკულ წყლულებს ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად დაიმუშავებთ მისი ფოთლებისგან გამოწურული წვენით.

  • აიღეთ რამდენიმე დიდი ზომის კალანქოეს ფოთოლი და გამოწურეთ წვენი, წვენი გაწურეთ დოლბანდით, შემდეგ დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და თანაბრად დაიდეთ წყლულებზე. ჭრილობა ღიად დატოვეთ, ნუ შეიხვევთ, ვიდრე თავად არ შეშრება. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ.
  • კალანქოე სასარგებლოა ღრძილების ანთების ჩასაქრობადაც. ამისთვის საკმარისია მისი ფოთლებით რეგულარულად გაიწმინდოთ ღრძილები და შეიზილოთ წვენი. ანთება 2-3 კვირაში გაივლის.

ნინო კირკიტაძე, თბილისი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად