სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • აიღეთ ოხრახუშის ძირები და გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში, რათა დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ფაფა მიიღოთ. ეს ფაფა 20-30 წუთით დაიდეთ მთელ სახეზე. ნიღაბი 1-2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და სახეზე ის მკვებავი კრემი წაისვათ, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.

ეს საშუალება განსაკუთრებით გამოადგებათ 40 წელს გადაცილებულ ქალებს - მოგეხსენებათ, პიგმენტური ლაქები ასაკთან ერთად ჩნდება.

შესანიშნავია ნუშის ნიღაბი. მას მათეთრებელი თვისებაც აქვს, ამიტომ მისგან მომზადებულ ლოსიონს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად დიდი ხანია იყენებენ.

  • ნიღბის მომზადების წესი ასეთია: ნახევარ ჭიქა ნუშის გულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 3-5 წუთის შემდეგ წყალს ღვრიან, ნუშს კი ხორცსაკებ მანქანაში ატარებენ. მიღებულ ფაფას ამატებენ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს, კარგად თქვეფენ და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც 30 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანენ.

    ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში.

  • ლიმონის ნიღბის მოსამზადებლად საჭიროა 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი და 100 მლ წყალი.

    ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში და დაიდოთ გაწმენდილ სახეზე, გაწმენდიდან არა უგვიანეს 20-30 წუთისა. უნდა გაიჩეროთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. უნდა მოიცილოთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

    სახე უნდა გაიწმინდოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით.

    ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეგამოშვებით.

პირისკანის გათეთრება კიტრსაც შეუძლია, ამიტომ მისი ნიღაბი გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის კანისათვის,  ჭორფლიანი იქნება ის თუ სუფთა.

  • ნიღბის მოსამზადებლად ახალი კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ ნებისმიერი მკვებავი კრემი. თუ კანი ცხიმიანია, კიტრის წვენს ვამატებთ იმავე ოდენობის არაყს და 2 საათს ვაჩერებთ. ამ სითხეში ვასველებთ დოლბანდს და ვიდებთ სახეზე.

    კურსი 30 ნიღაბს მოიცავს.

    შეიძლება კიტრის წვენის შენახვაც: 100 გრამ წვრილად დაჭრილ კიტრს უნდა დაასხათ 100 მლ არაყი, 8-10 დღით დადგეთ სიბნელეში, შემდეგ გადაწუროთ და დახურული ჭურჭლით შეინახოთ მაცივარში.

                                                                          ეკა ნიორაძე, თბილისი

 

 შავი ბოლოკი მტანჯველი ხველებისგან გაგათავისუფლებთ

 ძალიან სუსტი ბრონქები მაქვს. როგორც კი ნიავი დამკრავს, ხველებას მაწყებინებს. ვსვამდი ხველების

 საწინააღმდეგო წამლებს, მაგრამ მაინცდამაინც არ მშველოდა, რამდენიმე ხნის წინ კი მეგობარმა შავი ბოლოკის ნაყენის მომზადება მასწავლა. არ დაიჯერებთ და ხველებამ რამდენიმე დღეში გამიარა.

 სიამოვნებით მოგაწვდით ამ რეცეპტს:

  • აიღეთ 6-8 ცალი შავი ბოლოკი, დაჭერით წვრილად და ბლომად მოაყარეთ შაქარი. 8 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. სვით 1 სუფრის კოვზი საათში ერთხელ. მერწმუნეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

                                                                       ნელი არჯევანიძე, თბილისი


მარწყვის ფოთლების ნახარში ალერგიის წამალია

ბავშვობიდან მაწუხებს ალერგია, ხარისხიანი მედიკამენტები კი ძვირია, ამიტომ რეცეპტებს ხალხური მედიცინის არსენალში ვეძებ. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

  • აიღეთ მარწყვის ფოთლები, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 2-3 წუთს ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.

                                                          ნათია გოგოჭური, თელავი

 

მაისის აბზინდა ძალას შეგმატებთ

გაზაფხულზე მძიმედ გავხდი ავად. დიდხანს ვიავადმყოფე. გამოვიფიტე, დავსუსტდი, აღარც მადა მქონდა, აღარც არაფრის გაკეთება შემეძლო. მეზობელმა, რომელსაც სოფელში პატარა მეურნეობა აქვს, მაისის აბზინდა მომიტანა და მასწავლა, როგორ მომემზადებინა მისგან წამალი. ამ წამლის წყალობით რამდენიმე დღეში დამიბრუნდა მადა და ჯანსაღი ფერი, გაქრა სისუსტე და მოთენთილობა. მუშაობის სურვილიც კი გამიჩნდა. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ მინის ბოთლი, აავსეთ წვრილად დაჭრილი მაისის აბზინდით, დადგით ბნელ, გრილ ადგილას 21 დღით, შემდეგ გადაწურეთ. სვით 3 კვირის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ, თითო წვეთი, განზავებული 15 წვეთ წყალში.

                                                                        მაგდა ჭანიშვილი, თბილისი

როცა ბავშვს უძილობა აწუხებს

ჩემი შვილი რამდენიმე თვისაა. ძალიან აწუხებს მუცლის შებერილობა და უძილობა. რა არ ვცადე, მაგრამ დიდ შედეგს ვერ მივაღწიე. ჩემმა დამ, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, კამის ნაყენი მირჩია, რომელიც მართლაც ეფექტური აღმოჩნდა:

  • ვიღებთ ქორფა კამას, ვჭრით წვრილად, 1 სუფრის კოვზს (ან ამდენივე კამის თესლს) ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვაყენებთ, გადავწურავთ და ვაძლევთ ბავშვს თითო ჩაის კოვზს ძილის წინ.

                                                                        მაკა ზედგენიძე, ოზურგეთი

 

თუ ქავილი არ გასვენებთ

ზაფხული კი მიიწურა, მაგრამ კოღო და ქინქლა ჯერ კიდევ მწარედ იკბინებიან. მინდა, გასწავლოთ, როგორ მზადდება ხსნარი, რომელიც ნაკბენის ქავილს დაგიცხრობთ.

  • 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი გახსენით 3 სუფრის კოვზ წყალში ან 1/2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა - 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში. ნაკბენები ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ.

                                                     ბელა პაპავა, სამტრედია

სილამაზის რეცეპტი

მომწონს თქვენი ჟურნალის რუბრიკა ”დავეხმაროთ ერთმანეთს”. იქ ბევრ სასარგებლო რეცეპტს მივაგენი, გამოვიყენე და კმაყოფილიც დავრჩი. მინდა, მეც გასწავლოთ ერთი რეცეპტი, რომელიც უფრო ხანში შესულ ქალბატონებს გამოადგებათ - ის პირისკანს სიცოცხლეს, ახალგაზრდულ ფერს და ელასტიკურობას უბრუნებს.

  • ერთმანეთში ავურიოთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ეს ნარევი დღეში 2-ჯერ წავისვათ სახეზე და 15-20 წუთს გავიჩეროთ, ჩამოვიბანოთ თბილი წყლით, შემდეგ კი სახეზე ცივი წყალი შევისხათ.

                                                                            თამარ ლაშხი, ქუთაისი

 

გულისცემას მიხაკი მოგიწესრიგებთ

დროდადრო ძალიან მიჩქარდება გული, მაგრამ არ ვიცი, რატომ - კარდიოლოგმა ვერავითარი პათოლოგია ვერ აღმომიჩინა. ვერც ფიზიკურ აქტივობასთან კავშირი შევამჩნიე. შესაბამისად, არც ის ვიცი, რითი ვიმკურნალო, ამიტომ როდესაც თანამშრომელმა შინაური წამლის რეცეპტი მასწავლა, დაუფიქრებლად მივიღე და ფრიად კმაყოფილი დავრჩი:

  • აიღეთ მიხაკი, დააქუცმაცეთ. 1 სუფრის კოვზს დაასხით 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და 8 დღით დადგით გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.
  • ისიც შეიძლება, 1 სუფრის კოვზ მიხაკს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ და ადუღოთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სითხე არ განახევრდება. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.

                                                                              ნინო ჩხაიძე, ბათუმი


 

ცაცხვის ყვავილი სტომატიტს შველის

მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს, რომელსაც მე ვზრდი. ცოტა ხნის წინ ბავშვს სტომატიტი დაემართა და მეც გადმომდო. მეც და ჩემი პატარაც ძალიან გავწვალდით, წყლის სმაც კი გვიჭირდა. ჩემმა მეგობარმა, ჩვენი ამბავი რომ შეიტყო, ეს ნაყენი მომიმზადა, მერე კი რეცეპტი მეც მასწავლა:

  • ვიღებთ 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა ცივ, ანადუღარ წყალს, 5 საათით ვდგამთ, შემდეგ ვწურავთ და ვუმატებთ 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას. ამ ხსნარს დღეში 4-ჯერ ვივლებთ პირის ღრუში.

                                                                  ნათელა კერესელიძე, ამბროლაური

 

 ალოე და თაფლი ყაბზობის წამალია

ხშირად მაწუხებს ყაბზობა. ვიცი, რომ კვების რეჟიმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ წვნიანი კერძები არ მიყვარს. ერთ ძველ ჟურნალში საინტერესო რეცეპტი ამოვიკითხე, წამალი მოვამზადე და მივიღე. თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა. იქნებ თქვენც გარგოთ:

  • აიღეთ ალოეს მოზრდილი ფოთოლი, დაახლოებით 150 გრამს რომ იწონიდეს, დაჭერით წვრილად, დაასხით 300 გრამი შემთბარი ნატურალური თაფლი, 1 დღე-ღამით დააყენეთ, შემდეგ გააცხელეთ და გადაწურეთ. მიიღეთ დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი.
                                                                                მაკა გაგნიძე, თბილისი

ჟოლო თვალების ანთებას აცხრობს

ხშირად მიღიზიანდება თვალები, მეწყება ცრემლდენა, მიჩნდება სიწითლე და უსიამოვნო შეგრძნება. ასეთ დროს ვმკურნალობ შინაური წამლით, რომელსაც ჟოლოს ყვავილისგან ვამზადებ:

  • ვიღებ 1 სუფრის კოვზ ჟოლოს ყვავილს, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ, ოთახის ტემპერატურის წყალს, 6 საათით ვდგამ, შემდეგ ვწურავ და ამ ხსნარის საფენებს მტკივან თვალებზე ვიწყობ.

    სცადეთ, დარწმუნებული ვარ, თქვენც გიშველით.

                                                                       დოდო ცხოვრებაძე, საგარეჯო

 

შემოდგომაზე ატკივებულ სახსრებს დაფნა და ნიახური დაგიამებთ

ჩემს გვარში მუხლის სახსრები ყველას ისე აწუხებდა, როცა მეც ამტკივდა, არც კი გამკვირვებია. თავდაპირველად მხოლოდ სითბური პროცედურებით და ფიზიოთერაპიული მანიპულაციებით გავდიოდი ფონს, მოგვიანებით კი ძლიერმოქმედ წამლებზეც გადავედი. ერთხელ ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა მითხრა, დაფნის ფოთლები ართრიტსა და ოსტეოქონდროზს განსაკუთრებით შველისო. რეცეპტიც მასწავლა. ახლა აღარ ველოდები, როდის შემახსენებს თავს მტკივანი მუხლი - დადგება თუ არა შემოდგომა, ვიტარებ პროფილაქტიკურ მკურნალობას და ძალიან კმაყოფილი ვარ.

 

  • აიღეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთს, გადაასხით თერმოსში და 6 საათით დატოვეთ. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, ყლუპობით (თითო ჩაის კოვზი), 15-წუთიანი შესვენებით (დიდი დოზის ერთბაშად მიღება არ შეიძლება). სვით 3 დღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ.

მკურნალობის დროს ძლიერდება შარდვა, შარდი კი ვარდისფერი ხდება. ამან არ შეგაშინოთ.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა. მენიუდან უნდა ამოიღოთ პროდუქტები, რომლებიც ”არ უყვარს” სახსრებს.

  • კარგად გარეცხილი ნიახური ძირებიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დარჩენილი ჩენჩო შეგიძლიათ შეათბოთ, დაიდოთ მტკივან სახსარზე, შეიხვიოთ და 1 საათს დაიტოვოთ. 3-4 ასეთი პროცედურის შემდეგ ტკივილი საერთოდ ქრება.

ეს საშუალება კარგია მათთვის, ვისაც ხელისა და ფეხის თითებზე ძვლოვანი ან პოდაგრული წანაზარდები აქვს. ნიახურის ნახარში სასარგებლოა ქრონიკულად დაავადებული შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის, ღვიძლისა და პანკრეასისთვისაც.

                                                           მარგალიტა ნინუა, ლანჩხუთი

 

ვიდრე მედიცინა ფსორიაზს დაამარცხებს

45 წლისა დავოჯახდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთი წლის თავზე მეუღლემ ვაჟი მაჩუქა. შეძლებული ოჯახი მქონდა, მეც მაღალანაზღაურებად სამსახურში ვმუშაობდი და ერთადერთ შვილს ჩიტის რძესაც არ ვაკლებდი. უბედურება მაინც არ აგვცდა - ექვსი წლის იყო, ხელებზე გამონაყარი პირველად რომ გაუჩნდა. ექიმიდან ექიმთან დავატარებდით, ვიდრე ერთ-ერთმა ფსორიაზი არ იეჭვა. რამდენიმე ხანში ეჭვი გამართლდა. ამ დაავადების სამკურნალო თუ რამ არსებობდა, არაფერი დაგვიკლია და რამდენიმე თვეში გამონაყარმაც გაუარა.


იმ ზაფხულს მთაში ვისვენებდით. ერთ დღეს იქაურმა ბიჭებმა მიტოვებული ნასახლარის დასათვალიერებლად წაიყვანეს. მოუვლელ ეზოში, მაღალ ბალახში, გველი დაუნახავს და ძალიან შეშინებია.

 მეორე დილას ხელებზე ისევ გამოაყარა, თანაც უფრო მეტად, ვიდრე მკურნალობამდე ჰქონდა. შევწუხდით. დიასახლისმა, 80 წლის ქალბატონმა, შეგვატყო უგუნებობა, ბავშვის ხელები მაჩვენეთო, გვითხრა, შემდეგ დაგვამშვიდა და ეს წამალი გვასწავლა:

  • ვიღებთ 100 გრამ მოცვის ნაყოფს, ვასხამთ 500 მლ წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და წამოვადუღებთ. 5 წუთის შემდეგ ცეცხლს ვაქრობთ და ჭურჭელს ვფუთავთ, 5-7 საათის შემდეგ კი გადავწურავთ.

ფსორიაზის გამწვავებისას ნახარშში ვასველებთ დოლბანდს და დილა-საღამოს ვიფენთ დაზიანებულ კანზე. დღეს ჩემი ვაჟი უკვე 34 წლისაა. საკმარისია, გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ უმალვე მოცვის საფენებს იკეთებს და კანიც ეწმინდება.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რეცეპტს:

  • დაზიანების კერებზე წაისვით ქრისტესისხლას წვენი. ის აშორებს ფუფხს და გამონაყარს სწრაფად აცხრობს.
  • დამაამებელი უნარი აქვს ფარსმანდუკის აბაზანებსაც: ფარსმანდუკი ცხელ წყალში უნდა ჩაყაროთ და შემდეგ ამ წყლის აბაზანა მიიღოთ.

ეგზემური და ფსორიაზული გამონაყარის ჩასაცხრობად ძალიან კარგია არყის ხის კვირტების 10-30-პროცენტიანი მალამო.

                                                        ლევან თუთბერიძე, ზესტაფონი

 

თუ ფრჩხილმა ფორმა იცვალა

მოგეხსენებათ, რამდენი სამუშაოა სოფლად შემოდგომაზე. საქმეში გართული ხშირად ვერც კი ვამჩნევ, როდის ვიზიანებ ფრჩხილებსა თუ კანს. საშემოდგომო სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ფრჩხილების მოსაწესრიგებლად ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი მჭირდება, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ყველა საშუალებას, რომელიც დაზიანებული ფრჩხილების აღსადგენად არის განკუთვნილი.

ლ თუ ფრჩხილები გათხელდა და მტვრევადი გახდა, თითის წვერები 15 წუთით თბილ ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთში ჩაყავით. პარალელურად გაიმდიდრეთ კვების რაციონი A და D ვიტამინებით, ცილებით, კალციუმით.

  • თუ ფრჩხილები გაყვითლდა, თითები 3%-იან წყალბადის ზეჟანგში ან ლიმონის წვენში მოათავსეთ.
  • ფრჩხილებს ამაგრებს ზღვის მარილის აბაზანა დღეგამოშვებით.
  • კარგია ღამით გლიცერინის წასმაც.
  • ფრჩხილების გასამაგრებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობის მცენარეული ზეთი და ვაშლის ძმარი, აურიეთ ერთმანეთში და გაიკეთეთ ამ ნარევის ათწუთიანი აბაზანა.
  • ფრჩხილებზე დღეში რამდენჯერმე წაისვით ლიმონის ნაჭერი. 7-10 დღეში ფრჩხილები გამაგრდება და ბზინვარებას დაიბრუნებს.
  • თუ ფრჩხილი გამრუდდა, აიღეთ თითო ჩაის კოვზი თხის, ბატისა და ქათმის ქონი, აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ გამრუდებულ ფრჩხილზე, შეიხვიეთ და 5-7 საათით დაიტოვეთ. ფრჩხილი დარბილდება, ხორციდან უმტკივნეულოდ გამოიწევა და ადვილად მოიჭრება.

                                                                   ლამარა ჭიკაძე, გურჯაანი