სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

მარწყვის ფოთლების ნახარში ალერგიის წამალია

ბავშვობიდან მაწუხებს ალერგია, ხარისხიანი მედიკამენტები კი ძვირია, ამიტომ რეცეპტებს ხალხური მედიცინის არსენალში ვეძებ. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

  • აიღეთ მარწყვის ფოთლები, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 2-3 წუთს ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.

                                                          ნათია გოგოჭური, თელავი

 

მაისის აბზინდა ძალას შეგმატებთ

გაზაფხულზე მძიმედ გავხდი ავად. დიდხანს ვიავადმყოფე. გამოვიფიტე, დავსუსტდი, აღარც მადა მქონდა, აღარც არაფრის გაკეთება შემეძლო. მეზობელმა, რომელსაც სოფელში პატარა მეურნეობა აქვს, მაისის აბზინდა მომიტანა და მასწავლა, როგორ მომემზადებინა მისგან წამალი. ამ წამლის წყალობით რამდენიმე დღეში დამიბრუნდა მადა და ჯანსაღი ფერი, გაქრა სისუსტე და მოთენთილობა. მუშაობის სურვილიც კი გამიჩნდა. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ მინის ბოთლი, აავსეთ წვრილად დაჭრილი მაისის აბზინდით, დადგით ბნელ, გრილ ადგილას 21 დღით, შემდეგ გადაწურეთ. სვით 3 კვირის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ, თითო წვეთი, განზავებული 15 წვეთ წყალში.

                                                                        მაგდა ჭანიშვილი, თბილისი

როცა ბავშვს უძილობა აწუხებს

ჩემი შვილი რამდენიმე თვისაა. ძალიან აწუხებს მუცლის შებერილობა და უძილობა. რა არ ვცადე, მაგრამ დიდ შედეგს ვერ მივაღწიე. ჩემმა დამ, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, კამის ნაყენი მირჩია, რომელიც მართლაც ეფექტური აღმოჩნდა:

  • ვიღებთ ქორფა კამას, ვჭრით წვრილად, 1 სუფრის კოვზს (ან ამდენივე კამის თესლს) ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვაყენებთ, გადავწურავთ და ვაძლევთ ბავშვს თითო ჩაის კოვზს ძილის წინ.

                                                                        მაკა ზედგენიძე, ოზურგეთი

 

თუ ქავილი არ გასვენებთ

ზაფხული კი მიიწურა, მაგრამ კოღო და ქინქლა ჯერ კიდევ მწარედ იკბინებიან. მინდა, გასწავლოთ, როგორ მზადდება ხსნარი, რომელიც ნაკბენის ქავილს დაგიცხრობთ.

  • 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი გახსენით 3 სუფრის კოვზ წყალში ან 1/2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა - 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში. ნაკბენები ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ.

                                                     ბელა პაპავა, სამტრედია

სილამაზის რეცეპტი
მომწონს თქვენი ჟურნალის რუბრიკა ”დავეხმაროთ ერთმანეთს”. იქ ბევრ სასარგებლო რეცეპტს მივაგენი, გამოვიყენე და კმაყოფილიც დავრჩი. მინდა, მეც გასწავლოთ ერთი რეცეპტი, რომელიც უფრო ხანში შესულ ქალბატონებს გამოადგებათ - ის პირისკანს სიცოცხლეს, ახალგაზრდულ ფერს და ელასტიკურობას უბრუნებს.

  • ერთმანეთში ავურიოთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. ეს ნარევი დღეში 2-ჯერ წავისვათ სახეზე და 15-20 წუთს გავიჩეროთ, ჩამოვიბანოთ თბილი წყლით, შემდეგ კი სახეზე ცივი წყალი შევისხათ.

                                                                            თამარ ლაშხი, ქუთაისი

 

გულისცემას მიხაკი მოგიწესრიგებთ

დროდადრო ძალიან მიჩქარდება გული, მაგრამ არ ვიცი, რატომ - კარდიოლოგმა ვერავითარი პათოლოგია ვერ აღმომიჩინა. ვერც ფიზიკურ აქტივობასთან კავშირი შევამჩნიე. შესაბამისად, არც ის ვიცი, რითი ვიმკურნალო, ამიტომ როდესაც თანამშრომელმა შინაური წამლის რეცეპტი მასწავლა, დაუფიქრებლად მივიღე და ფრიად კმაყოფილი დავრჩი:

  • აიღეთ მიხაკი, დააქუცმაცეთ. 1 სუფრის კოვზს დაასხით 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და 8 დღით დადგით გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.
  • ისიც შეიძლება, 1 სუფრის კოვზ მიხაკს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ და ადუღოთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სითხე არ განახევრდება. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.

                                                                              ნინო ჩხაიძე, ბათუმი


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-05-2015
გლორია
იქნებ დაწეროთ რამდენ ხანს უნდა სვას ადამიანმა ესა-თუ ის ნაყენი
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად