სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

 ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების გაქრობა

 პირველი ორსულობისას ნივთიერებათა ცვლა დამერღვა, რის გამოც მოგვიანებით სახეზე დიდი მოყავისფრო პიგმენტური ლაქები გამიჩნდა. რა აღარ ვცადე, საკმაოდ მტკივნეულ კოსმეტიკურ პროცედურებზეც კი არ ვამბობდი უარს, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.
შვილი უკვე 15 წლის იყო, როდესაც რამდენიმე ხალხური რეცეპტი აღმოვაჩინე. დაუყოვნებლივ ვცადე და როგორც იქნა, დავისვენე - რამდენიმე თვეში პიგმენტური ლაქების კვალიც კი გაქრა.

  • აიღეთ ოხრახუშის ძირები და გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში, რათა დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ფაფა მიიღოთ. ეს ფაფა 20-30 წუთით დაიდეთ მთელ სახეზე. ნიღაბი 1-2 საათის შემდეგ
    ჩამოიბანეთ ცივი წყლით და სახეზე ის მკვებავი კრემი წაისვათ, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.


ეს საშუალება განსაკუთრებით გამოადგებათ 40 წელს გადაცილებულ ქალებს - მოგეხსენებათ, პიგმენტური ლაქები ასაკთან ერთად ჩნდება.
შესანიშნავია ნუშის ნიღაბი. მას მათეთრებელი თვისებაც აქვს, ამიტომ მისგან მომზადებულ ლოსიონს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად დიდი ხანია იყენებენ.

პირისკანის გათეთრება კიტრსაც შეუძლია, ამიტომ მისი ნიღაბი გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის კანისათვის,  ჭორფლიანი იქნება ის თუ სუფთა.

  • ნიღბის მოსამზადებლად ახალი კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ ნებისმიერი მკვებავი კრემი. თუ კანი ცხიმიანია, კიტრის წვენს ვამატებთ იმავე ოდენობის არაყს და 2 საათს ვაჩერებთ. ამ სითხეში ვასველებთ დოლბანდს და ვიდებთ სახეზე.
    კურსი 30 ნიღაბს მოიცავს.
    შეიძლება კიტრის წვენის შენახვაც: 100 გრამ წვრილად დაჭრილ კიტრს უნდა დაასხათ 100 მლ არაყი, 8-10 დღით დადგეთ სიბნელეში, შემდეგ გადაწუროთ და დახურული ჭურჭლით შეინახოთ მაცივარში.

                                                                          ეკა ნიორაძე, თბილისი

 

 შავი ბოლოკი მტანჯველი ხველებისგან გაგათავისუფლებთ
 ძალიან სუსტი ბრონქები მაქვს. როგორც კი ნიავი დამკრავს, ხველებას მაწყებინებს. ვსვამდი ხველების

 საწინააღმდეგო წამლებს, მაგრამ მაინცდამაინც არ მშველოდა, რამდენიმე ხნის წინ კი მეგობარმა შავი ბოლოკის ნაყენის მომზადება მასწავლა. არ დაიჯერებთ და ხველებამ რამდენიმე დღეში გამიარა.

 სიამოვნებით მოგაწვდით ამ რეცეპტს:

  • აიღეთ 6-8 ცალი შავი ბოლოკი, დაჭერით წვრილად და ბლომად მოაყარეთ შაქარი. 8 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. სვით 1 სუფრის კოვზი საათში ერთხელ. მერწმუნეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

                                                                       ნელი არჯევანიძე, თბილისი



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-05-2015
გლორია
იქნებ დაწეროთ რამდენ ხანს უნდა სვას ადამიანმა ესა-თუ ის ნაყენი
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად