დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • ლიტრიან ქილაში მჭიდროდ მოათავსეთ ხახვის ფურცელი, დაასხით არაყი და დაუმატეთ 1 შეკვრა მიხაკი. დაახურეთ სარქველი და მოათავსეთ 10 დღე ბნელ ადგილზე. თავის დაბანის წინ ეს ნაყენი ბამბის ტამპონით შეიზილეთ თმის ძირებში, მოიხვიეთ პირსახოცი და 2-3 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნინო ჯაყელი, ოზურგეთი

ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი მცენარეული საშუალება

ზაფხულში სხეულის ლამაზი ფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ამ რეცეპტის გამოყენებას მეც ადრეული გაზაფხულიდან ვიწყებ და ჩემი სხეულიც სასურველ იერს იძენს:

  • 1 ცალი ვაშლი დაჭერით წვრილ ნაჭრებად, დაასხით 300 მლ წყალი და დაუმატეთ 1 დესერტის კოვზი დაფქული დარიჩინი. გააჩერეთ გრილ ადგილას 2 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ ძილის წინ.

მადონა ალექსიშვილი, თელავი

შინ მომზადებული ხელის კრემი

მართალია ფარმაცევტული ბაზარი სავსეა ხელის კრემებით, მაგრამ მე შინ დამზადებული მირჩევნია, რადგან შინაური საცხი საუცხოოდ არბილებს და ატენიანებს კანს.

  • 1 ჩაის კოვზ ორთქლის აბაზანაზე გამდნარ ფუტკრის ცვილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი და 1 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი. მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, ვიდრე კარაქი არ გადნება. ათქვიფეთ მიქსერით, წაისვით ხელებზე და გაიჩერეთ 20-25 წუთი.

ნინო კაპანაძე, ქუთაისი

შეხვდით ზაფხულს უცელულიტოდ

ცელულიტი მეტ-ნაკლებად ყველა ქალის პრობლემაა. მისგან თავსადაღწევად ამ რეცეპტით ვსარგებლობ:

  • წვრილად დაკეპილი ლამინარია გახსენით თბილ წყალში ფაფისებურ კონსისტენციამდე და გააჩერეთ 1 საათით. მიღებული მასა წაისვით სხეულზე და შემოიხვიეთ ფოლგა. ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით.

ნატო კერძაია, თბილისი