დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • ფოთლების რამდენიმე ფენა დაადეთ დაჩირქებულ ადგილს, რომელიც შემდეგ დოლბანდით უნდა შეიხვეს, აუცილებელია ძველის ახალი ფოთლებით შეცვლა ყოველ 2 საათში ერთხელ;
  • ბარდას მარცვლები დაფქვით, ფქვილს დაასხით ალოესგან გამოწურული წვენი იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ მალამოს კონსისტენციის მასა და დაადეთ ძირმაგარიან ადგილს. დოლბანდით შეხვევა აუცილებელი არ არის, საკმარისია მისი დაფარვა ე.წ. კომპრესის ქაღალდით ან დოლბანდის ერთი თხელი ფენით;
  • ძირმაგარას შესანიშნავად “ამწიფებს” რამდენიმე დღის განმავლობაში მასზე თბილი დინდგელის ფირფიტის დადება.

მზია ღ. სოფელი პატარძეული

ელექტრონული სიგარეტის ალტერნატივა

მწეველებს, რომლებმაც თამბაქოსთვის თავის დანებება გადაწყვიტეს, ელექტრონული სიგარეტის ალტერნატივას ვთავაზობ:

  • აიღეთ 2 კოვზი შვრია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, აადუღეთ, გააცივეთ და შემდეგ კვლავ ცეცხლზე შედგით, ოღონდ ნუ მიიყვანთ ადუღებამდე. ამის შემდეგ გააჩერეთ 1 საათით, გაწურეთ და დალიეთ დღეში 1/3 ჭიქა, 3-4 კვირის განმავლობაში.
  • შეგიძლიათ ევკალიპტის ფოთლების ნაყენიც გამოიყენოთ, ამისათვის 1 სადილის კოვზ ევკალიპტის ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 1 საათით, გაწუროთ, დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი გლიცერინი. უნდა მიიღოთ 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში.

რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, სასურველია, პერიოდულად პირში სასმელი სოდის წყალხსნარი (1 სადილის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე) გამოივლოთ.

ბალზამი კი მწეველებისთვის ასე მზადდება:

  • 1 ჩაის კოვზი მშრალი ჩაი, 0,5 ჩაის კოვზი ვარდკაჭაჭა, 0,5 ჩაის კოვზი ჭინჭარი, 0,5 ჩაის კოვზი პიტნა და 1/4 ჩაის კოვზი კატაბალახა შეინახეთ დახურულ ქილაში. მოწევა რომ მოგინდებათ, ამ ნარევიდან აიღეთ 1 ჩაის კოვზი, დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 8-10 წუთით.

ჩაი უნდა მიირთვათ საკაზმთან ერთად, რომელიც ამგვარად მზადდება:

  • 1 სადილის კოვზ უმ ჭარხალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონი (წვრილად დაჭრილი), აურიეთ ერთმანეთში და მიაყოლეთ ჩაის.

მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცეულისა და შებოლილი პროდუქტების მიღება.

ნიკო გოგიშვილი, დედოფლისწყარო