რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

1. ჭარხალი კარგად გარეცხეთ, მაგრამ ძირი არ მოაჭრათ. ეცადეთ, ბოსტნეულის მთლიანობა არ დაარღვიოთ, რადგან ასე ფერისა და გემოს მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს. ჭარხლის მოხარშვა ყველაზე სწრაფად მიკროტალღურ ღუმელშია შესაძლებელი. ამისთვის მოათავსეთ ის პოლიეთილენის პარკში, მჭიდროდ, ჰერმეტულად შეკარით და 8-10 წუთით ჩართულ ღუმელში გააჩერეთ. ჭარხალი მზადაა.

2. თუ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ და ჭარხლის ქვაბში მოხარშვა გიწევთ, წყალში დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი (ფერის შესანარჩუნებლად), დაახლოებით 30-40 წუთი ხარშეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გამდინარე ცივ წყალში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

3. არსებობს ჭარხლის სწრაფად მოხარშვის კიდევ ერთი მეთოდი - ხარშვის პროცესში წყალს ერთი სუფრის კოვზი ზეთი დაუმატეთ. ეს პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

როგორ დავაჩქაროთ ლობიოს ხარშვა?

პარკოსანი მცენარეები კვების მნიშვნელოვანი პროდუქტებია.

მათ მაღალი კვებითი ღირებულება და მიკროელემენტების უნიკალური შემადგენლობა აქვთ, რაც ავიტამინოზის მკურნალობისთვის, უბრალოდ, შეუცვლელია. თავდაპირველად გადაწყვიტეთ, რომელი ფერის ლობიოს მოხარშვას აპირებთ. საქმე ის გახლავთ, რომ თეთრ ლობიოს უფრო ხანგრძლივად ხარშვა სჭირდება, ვიდრე ფერადს.

თუ საშუალება გაქვთ, აუცილებლად ჩაალბეთ ლობიო მთელი ღამით.

1. თეთრი ფერის ლობიო ქვაბში მოათავსეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ მთლიანად დაიფაროს. ამის შემდეგ ლობიო 5-10 წუთით წამოადუღეთ და ცივი წყალი დაამატეთ. ასე რამდენჯერმე გაიმეორეთ, რადგან ტემპერატურის ცვლილების დროს პარკოსნები სწრაფად იხარშება. ხარშვის ეს მეთოდი ფერადი ლობიოს ხარშვის დროსაც გამოიყენება.

2. წითელი ფერის ლობიოს ხარშვის დროს წყალში დანის წვერით საჭმელი სოდა შეურიეთ. ასე ლობიოს ხარშვის დროს ბევრად შეამცირებთ. იგივე მეთოდი შეგიძლიათ თეთრი ლობიოს ხარშვის დროსაც გამოიყენოთ.

3. როცა ლობიოს ქვაბში წყალი კარგად ადუღდება, მთლიანად გადაღვარეთ და ცივი წყლით შეავსეთ. ეს პროცედურა მეორედაც გაიმეორეთ და ლობიოს სწრაფად მოხარშვა გარანტირებული გაქვთ.

გაითვალისწინეთ, რომ ლობიოს ხარშვის დროს თავსახური მჭიდროდ არ უნდა დააფაროთ, თორემ მარცვლები გამუქდება. თუ გსურთ, რომ მარცვლები უხეში არ გამოვიდეს, ლობიოს მარილი ხარშვის დასრულების შემდეგ უნდა დაუმატოთ.

გაღვივებული ნივრის სასარგებლო თვისებები...

გაღვივებული ნიორი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ჩვეულებრივ ნიორში არ მოიპოვება.

საქმე ის გახლავთ, რომ გაღვივების პროცესში ნიორში ახალი ფერმენტები წარმოიქმნება, რომლებიც უამრავ დაავადებას ებრძვის. თუნდაც ანტიოქსიდანტების ნაკრები რად ღირს.

ყოველდღიურად გაღვივებული ნივრის თითო კბილი უნდა მიირთვან ადამიანებმა, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ ან ვირუსით არიან ავად.

ნივრისგან უამრავი სხვადასხვა ნაყენი მზადდება, რომლებიც სისხლძარღვებს წმენდს და გულის მუშაობას ეხმარება. გაღვივებული ნივრის შემთხვევაში კი ნაყენის დამზადებაც არაა საჭირო. საკმარისია ყოველდღიურად თითო კბილი მიირთვათ და თქვენი გული საათივით ამუშავდება.

ხალხურ მედიცინას თუ დავუჯერებთ, ინსულტისა და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის საკმარისია გაღვივებული ნივრის სისტემატური მიღება.

ნიორი უებარი დამხმარეა მოწამვლის დროს და აჩერებს დიარეას, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას და ორგანიზმს კანცეროგენებისგან წმენდს.

გაღვივებული ნივრის ანტიოქსიდანტები აფერხებენ უჯრედების დაბერებისა და ნაოჭების გაჩენის პროცესს.

როგორ გამოვიყენოთ გაღვივებული ნიორი?

უპირველესად, მოერიდეთ საეჭვო ხარისხის პროდუქტს და ეცადეთ, გლეხებისგან ნატურალური ნიორი შეიძინოთ.

გამოყენების წინ ნივრის კბილი შუაზე გაჭერით და დარწმუნდით, რომ გაღვივებული მწვანე ღერი ჯანსაღია.

ამის შემდეგ შეგიძლიათ ნიორი ნებისმიერ კერძს დაუმატოთ, მხოლოდ თერმული დამუშავების გარეშე. კერძში ნივრის ჩაშვებისთანავე ქვაბი ცეცხლიდან უნდა გადმოდგათ.

გაღვივებულ ნიორს გაცილებით მძაფრი გემო აქვს, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

დაზიანებული პარკეტის აღდგენა „ციკლოვკის“ გარეშე

დროთა განმავლობაში პარკეტი პირვანდელ სახეს კარგავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია. ჩვენ გიამბობთ, როგორ დაუბრუნოთ პარკეტს პირვანდელი სახე მარტივი ხრიკების დახმარებით.

1. ნაკაწრები და მიმხმარი ჭუჭყი - თავდაპირველად პარკეტის ზედაპირიდან ნაკაწრების მოცილებაზე უნდა იზრუნოთ. ამისთვის სამშენებლო მასალების მაღაზიებში იყიდება სპეციალური პასტა. მთავარია, პასტის შეძენის დროს თქვენი პარკეტის ფოტო ან ნიმუში თან იქონიოთ, რომ ფერები დაემთხვეს.

პარკეტს საღეჭი რეზინი, კანფეტი ან მაგრად ჩამჯდარი პლასტილინი რომ მოაცილოთ, პოლიეთილენის პარკში ჩაყარეთ ყინული და დაზიანებულ ადგილზე მოათავსეთ. 20 წუთის შემდეგ ჭუჭყის მოცილებას მარტივად შეძლებთ.

ნაკაწრებისგან დასაცავად პარკეტს დამცავი ფენა სჭირდება, ამიტომ ეპოქსიდის ან აკრილის ლაქი უნდა გადაუსვათ. ერთი დღის შემდეგ ლაქი გაშრება, პარკეტი კი პირვანდელ სახეს მიიღებს.

2. ჭრაჭუნი - თავდაპირველად ოთახში ჰაერის ტენიანობა უნდა გაზომოთ. თუ ის 60% და მეტია, ერთადერთი გამოსავალი პარკეტის შეცვლაა, თუმცა რამდენიმე წელიწადში იგივე განმეორდება. მოხსენით „პლინტუსები“ და დამჭერები შეამოწმეთ. თუ ისინი არაფერს იჭერს, შეცვალეთ და კარგად დააჭედეთ. კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად დააჭედებთ, სანამ უსიამოვნო ჭრაჭუნი არ გაქრება. პარკეტის ფიცრებს შორის გაჩენილი პატარა ღრიჭოები ფიცრის ნატეხებით ამოავსეთ და ლაქი გადაუსვით.

3. ამობერილი პარკეტი - ამის გამოსწორება შეიძლება, თუ პარკეტზე ძალიან ბევრი წყალი არ დაღვრილა და შემთხვევიდან 2 კვირაზე მეტი არ არის გასული, რადგან ამ დროის შემდეგ დასველებულ ადგილზე სოკო ჩნდება და აუცილებელია სპეციალური საშუალებებით მისი დამუშავება.

პარკეტის ამობერილი ადგილი დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში ფენის ცხელი ჰაერით გაახურეთ. ცხელ პარკეტზე დააფარეთ ქსოვილი და დაადეთ სიმძიმე - კვადრატულ მეტრზე 10 კგ.

ერთი დღე-ღამე ასე გააჩერეთ და თქვენი პარკეტი ახალივით გახდება.