დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • 3 სადილის კოვზ წითელი მოცხარის ფოთლებს დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, გამოწურეთ ფოთლები კარგად და შემოდგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ მასში 2 სადილის კოვზი მოცხარის ახალი ან გამომშრალი ნაყოფი.

კვლავ წამოადუღეთ და შემდეგ დადგით გასაცივებლად. უნდა დალიოთ დღის განმავლობაში ნახევარი ჭიქის ოდენობით. ამ ნახარშის უპირატესობა ისაა, რომ მისი სმა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება. ის მხოლოდ აძლიერებს ჯანმრთელობას, ამდიდრებს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით და უკუჩვენება არ გააჩნია. ასეთი მკურნალობით არა მარტო თირკმლები იწმინდება, უმჯობესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და გუნება-განწყობილებაც.

ნინო ლაბაძე, თბილისი

პირშუშხა საიმედოდ აქრობს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს

საკვების მონელების პროცესის სხვადასხვა რგოლის მოშლისას, განსაკუთრებით - კუჭისა და ნაწლავების დაავადებებისას, ადამიანებს პირის ღრუში უსიამოვნო სუნი აღენიშნებათ, მათ შორის - მათაც, ვინც სწორად და განუხრელად იცავს პირის ღრუს ჰიგიენასა და კბილების მოვლის წესებს.

მათ პირშუშხას ფესვები საიმედოდ დაეხმარება:

  • 50-70 გრამი პირშუშხას ფესვები გაასუფთავეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ჩადეთ მინის შუშაში, დაასხით 200 მლ არაყი და გააჩერეთ 3 დღე-ღამით. მზა ნაყენი გაწურეთ. მისი 3-5 წვეთი გააზავეთ 250 მლ თბილ, ანადუღარ წყალში და ყოველდღე გამოივლეთ პირის ღრუში.

ეკა გაბაშვილი, მცხეთა

სახეზე გამონაყარს ჭინჭრით უმკურნალეთ

გარდატეხის ასაკში სახეზე გამონაყარი თითქმის ყველა მოზარდისთვის კარგად ნაცნობი და შემაწუხებელი მოვლენაა. ჭინჭარი უმოკლეს ხანში მოგიგვარებთ ამ უსიამოვნო პრობლემას.

წამალი მეტად მარტივად მოსამზადებელია:

  • მინის ქილაში ჩაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი მშრალი, დანაწევრებული ჭინჭრის ფესვი და 0,5 სადილის კოვზი ახალი დანაყილი ნიორი.

ქილას დააფარეთ მჭიდროდ და დადგით ბნელ ადგილას 6-8 დღე. შემდეგ გაწურეთ და გადაასხით ასევე მინის ბოთლში, რომელსაც მჭიდრო თავსახური ექნება.

ჭურჭელი აუცილებლად ბნელსა და ცივ ადგილას უნდა შეინახოთ.

სწორედ ამ ნახარშით ვიწმენდდი ყოველდღე სახეს. თუ ადრე წყლულის შეხორცების შემდეგ ერთგვარი მოცისფრო ელფერის ნაიარევი რჩებოდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ კანი სრულად სუფთავდებოდა.

ზუსტად ერთ თვეში საერთოდ გავთავისუფლდი გამონაყარისგან.

მზია ო. გორი

ცისტიტი აღარ შეგაწუხებთ

ახალგაზრდობაში ცისტიტი ხშირად მაწუხებდა და დედაჩემისგან ნასწავლი საშუალებით, არყის ხის კვირტების ნაყენით ვიმკურნალე.

  • მის მოსამზადებლად 20 გრამ არყის კვირტებს დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი.

დადგით 3 კვირის განმავლობაში მუქი ჭურჭლით, შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ ასევე მუქ მინის ქილაში გრილ და ბნელ ადგილას.

ცისტიტის სამკურნალოდ 20 წვეთი ნაყენი გააზავეთ 1 სადილის კოვზ წყალში დღეში ერთხელ და სვით ორი კვირის განმავლობაში.

გულიკო გელაშვილი, დუშეთი

თუ მუხლში ძალა გამოგელიათ

თუკი ასაკმა იმძლავრა და მუხლები მოგისუსტდათ, ნუ შეშინდებით, პრობლემას ბაბუაწვერას დახმარებით მოაგვარებთ.

ეს მრავალჯერადად ნაცადი საშუალება გიხსნით როგორც ახალი, ისე ქრონიკული მუხლის ტკივილისგან.

  • წამლის მოსამზადებლად წინასწარ უნდა მოემზადოთ, რადგან ბაბუაწვერა მთელი წლის განმავლობაში არ ხარობს. ამიტომ გაზაფხულობით ვწყვეტ ბაბუაწვერას ყვავილებს და მათ ნახევარლიტრიან მინის ქილაში ვათავსებ. კარგად რომ გაივსება, ვასხამ არაყს ან სპირტს, ყვავილები კარგად რომ დაიფაროს. ქილას კარგად ვაფარებ თავზე და 10 დღით ბნელ ადგილას ვდგამ.

მუხლი რომ ამტკივდება, ქილიდან ვიღებ სითხეში კარგად დარბილებულ ბაბუაწვერას რამდენიმე ყვავილს და მათით ვიზელ მტკივან ადგილს იმდენ ხანს, ვიდრე ყვავილებისგან მთელი სისველე არ გამოვა.

ასე ვიქცევი დილით და საღამოს, 2-3 დღეში უკვე დიდ შვებას ვგრძნობ ხოლმე. როგორი ძლიერიც უნდა იყოს ტკივილი, ის 7-10 დღის განმავლობაში აუცილებლად გაივლის.

ნელი ვარდოსანიძე, ზესტაფონი

ძილის მოსაწესრიგებლად და

გუნება-განწყობის გასაუბჯობესებლად ეს ნაყენი გამოიყენეთ ტკივილის გასაყუჩებლად, შრომისუნარიანობის ასამაღლებლად და ძილის მოსაწესრიგებლად მე ამ ნაყენს წარმატებით ვიყენებ:

  • 20 გ გულყვითელას ყვავილი ჩაყარეთ 100 გ არაყში და გააჩერეთ 7 დღე. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ხანგრძლივად.

ლალი სანაკოევა, გორი